Saturday, October 5, 2013

რაში გვეხმარება ძვირფასი ქვები

                                                                                                                                                                                                                                                  
ძვირფასი სამკაულები ქალბატონებს საუკეთესო განწყობას გვიქმნის, ამასთან ისინი სხვადასხვა დავადებისგან გვიცავს.                                                                                          

ძოწი: სიყვარულის და ერთგულების სიმბოლოა. ძველად მიაჩნდათ რომ ის სისხლდენას აჩერებს და ფეხმძიმეს მშობიარობაში ეხმარება, ამასთან ძოწი ადამიანებს დარდს უქარვებს და მხიარულ გუნებაზე აყენებს.
მარგალიტი: სიყვარულის სიმბოლოა, მას ქალთა ქვასაც უწუდებენ, მარგალიტი ქალბატონებს სილამაზეს მატებს და სახიდან პიგმენტურ ლაქებს აქრობს.
საფირონი: ხერხემლის და სახსრების ტკივილისგან გაგანთავისუფლებთ, საფირონი არის ლურჯი, ცისფერი,მომწვანო, იასამნისფერი, და ყვითელი. ქვის ფერს მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა ეს ქვა ყველაზე კარგად კისერზე მოქმედებს.
ბრილიანტი: ძალიან ძვიფასი ქვაა მაგრამ მას ტყუილად არ უწოდებენ ქალბატონების საუკეთესო მეგობარს, ის აუმჯობესებს განწყობას მეხსიერებას და აქრობს თავის ტკივილს. ყველა დროის ყველაზე სექსუალურმა ქალბატონმა მერლინ მონრომ ბრილიანტებს სიმღერაც კი მიუძღვნა.
ზურმუხტი: ქალებისა და ბავშვების ქვაა. ძველად ორსული ქალები მუდმივად ამ ქვას ატარებდნენ რათა სულში ჰარმონია ჰქონოდათ. სხეული კი ჯანმრთელი ყოფილიყო. აღსანიშნავია რომ ზურმუხტი ბოლო პერიოდში ცნობილ ადამიანებში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს.
 ძველი ბერძნები ამბობდნენ რომ ტოპაზი მამაკაცებს სიბრძნეს ანიჭებსო. ვითოთერაპიის მიმდევრები თვლიან რომ ეს ქვა მოქმედებს ადამიანის ინტელექტუალურ შესაძლებლობებზე, ასევე ხსნის სტრესს, აუმჯობესებს გემოვნების რეცეპტორების მუშაობას და დადებითად მოქმედებს ფარისებრ ჯირკვალზე.
ტოპაზისგან დამზადებული ბეჭედი უმჯობესია მარჯვენა ხელის საჩვენებელ თითზე ატაროთ.

ამ ბოლო დროს ძვირფას ქვებს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით ირჩევენ. ყველა ზოდიაქოს ნიშანს თავისი კონკრეტული ქვა აქვს. ამბობენ რომ ეს ქვები იცავს მათ ავი თვალისგან და ბედნიერებაც მოაქვს. ძვირფასი ქვები დილიდან პოზიტიურ განწყობაზე დაგაყენებთ და წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ. ამიტომ ნუ დაგენანებათ ფული მათ შეძენაში.

No comments:

Post a Comment