Thursday, October 31, 2013

ეტიკეტი


ეტიკეტი მე- XVII საუკუნეში საფრანგეთის სამეფო კარზე დამკვიდრდა. მეფე ლუდოვიკო XIV-ის მიერ გამართულ ერთ-ერთ წვეულებაზე, სტუმრებს საეტიკეტო ბარათები დაურიგეს რომელზეც სუფრასთან ქცევის ზოგიერთი წესი იყო ჩამოთვლილი. საქმიანი ვახშამი იქნება ეს თუ რომანტიული ამას არსებიოთი მნიშვნელობა არ აქვს მთავარია ის თქვენთვის პირველი და უკანსკნელი არ აღმოჩნდეს.

ეტიკეტის ნორმების დაცვა არც ისე ძნელია. მამაკაცმა ქალბატონს სკამი უნდა გამოუწიოს, სუფრაზე იდაყვის დადება არასწორია. სომელიეს ხელის აწევით უნდა ვანიშნოთ, ღვინის დასხმის დროს ჭიქა მაგიდაზე უნდა იდოს და სომელიე დაგისხამთ. მაგიდაზე დანა ჩანგლების რაოდენობამ არ დაგაბნიოთ მხოლოდ მათი დანიშნულება უნდა იცოდეთ

ჩვეულებრივ თეფშის მარჯვენა მხარეს დანბებია განთავსებული: 1.ცივი კერძებისთვის, 2.თევზის, 3.დესერტის. თეფშის მარცხენა მხარეს ჩანგლები და კოვზები დაგხვდებათ, პირველი ჩანგალი ცივი კერძებისთვი გამოიყენება, მეორე სადილის კოვზი, მესამე თევზისთვის მეოთხე კი დესერტის ჩანგალია.

რათქმაუნდა ეტიკეტის ყველა ნორმასა თუ წესს უმრავლესობა ჩვენთაგანი არ ვიცავთ, თუმცა უხერხულ სიტუაციაში რომ არ აღმოვჩნდეთ უმჯობესი იქნება ეტიკეტის ძირითადი ნორმები მაინც ვიცოდეთ და დავიცვათ თუ არა მათ უკვე ჩვენი გადასაწყვეტია.

No comments:

Post a Comment