Saturday, October 5, 2013

Keira Knightley/კირა ნაითლი

ყველასათვის კარგად ნაცნობი ბრიტანელი მსახიობი და მოდელი, კირა ნაითლი დღესდღეობით არა მხოლოდ საკმაოდ წარმატებულ და მაღალანაზღაურებად მსახიობად, არამედ ერთ-ერთ ყველაზე მომხიბვლელ და გემოვნებიან ვარსკვლავადაც ითვლება. იგი 1985 წლის 26 მარტს მოევლინა ქვეყანას, არტისტული მონაცემები ადრეულ ასაკში გამოავლინა და მხოლოდ 9 წლის იყო, როდესაც პირველ როლზე დაამტკიცეს. მას შემდეგ, კირას კარიერასა და პირად ცხოვრებაში უამრავი საინტერესო მოვლენა მოხდა. მოდით, თვალი გადავავლოთ მის მიერ განვლილ გზას.

✔ ფაქტები
სრული სახელი: კირა კრისტინა ნაითლი
დაბადების თარიღი: 1985 წლის 26 მარტი
დაბადების ადგილი: ტედინგტონი, ინგლისი
სიმაღლე: 1.70 მ

* კირას მშობლები, უილ ნაითლი და შერმან მაკდონალდი ყოფილი მსახიობები არიან.

* ჰყავს უფროსი ძმა კალებ ნაითლი, რომელიც კომპოზიტორია.

* მოგეხსენებათ, რომ კირასა და ნატალი პორტმანის გარეგნობას შორის ბევრი ხედავს მსგავსებას. ვარსკვლავური ომების პირველი ეპიზოდის გადაღებებზე გრიმის გაკეთების შემდეგ კი ისინი ერთმანეთისგან მათმა დედებმაც კი ვერ გაარჩიეს.

* მსახიობი დისლექსიით იტანჯება და სპეციალური სათვალის გარეშე კითხვა ძალიან უჭირს.

* ფლობს ფეხსაცმელების კოლექციას.

* კირას საყვარელი მსახიობია ჯეფრი რაში, რომელთან თანამშრომლობის ბედნიერებაც მას კარიბის ზღვის მეკობრეების გადაღებებზე ჰქონდა.

* ვარსკვლავი სიენა მილერისა და ქერი მალიგანის ახლო მეგობარია.
* 2006 წელს უარი განაცხადა ლოს-ანჯელესში გადასვლაზე იმ მიზეზით, რომ ჰოლივუდური ცხოვრების სტილი არ ხიბლავს. ამჟამად ლონდონში ცხოვრობს.

* ფილმში კიდევ ერთი გოგონა ბოლეინების საგვარეულოდან კირას მერი ბოლეინი უნდა ეთამაშა, მაგრამ დატვირთული გრაფიკის გამო უარის თქმა მოუხდა და მის ნაცვლად როლზე სკარლეტ იოჰანსონი დაამტკიცეს.

* ნაითლიმ ჭიპი თავის მე-13 დაბადების დღემდე 2 კვირით ადრე გაიხვრიტა.

* ვარსკვლავი შანელის სახე და კარლ ლაგერფილდის ერთ-ერთი მუზაა.
* ნაითლი უესტ ჰემ იუნაიტედის აქტიური გულშემატკივარია.
* 2006 წელს უარი განაცხადა ლოს-ანჯელესში გადასვლაზე იმ მიზეზით, რომ ჰოლივუდური ცხოვრების სტილი არ ხიბლავს. ამჟამად ლონდონში ცხოვრობს.

* ფილმში კიდევ ერთი გოგონა ბოლეინების საგვარეულოდან კირას მერი ბოლეინი უნდა ეთამაშა, მაგრამ დატვირთული გრაფიკის გამო უარის თქმა მოუხდა და მის ნაცვლად როლზე სკარლეტ იოჰანსონი დაამტკიცეს.

* ნაითლიმ ჭიპი თავის მე-13 დაბადების დღემდე 2 კვირით ადრე გაიხვრიტა.

* ვარსკვლავი შანელის სახე და კარლ ლაგერფილდის ერთ-ერთი მუზაა.

✔ გამორჩეული როლები
წარმოგიდგენთ ვარსკვლავის 3 ყველაზე წარმატებულ კინოროლს
1. ელიზაბეტ ბენეტის როლი ფილმში "სიამაყე და ცრურწმენა"

ჯეინ ოსტინის უკვდავი შედევრის 2005 წლის ეკრანიზაციაში შესრულებული როლისთვის კირამ ოსკარისა და ოქროს გლობუსის ნომინაციები მოიპოვა. ფილმში მსახიობს პარტნიორობას უწევენ ისეთი ცნობილი მსახიობები, როგორებიც არიან დონალდ საზერლენდი, მეთიუ მაკფაიდენი და ქერი მალიგანი.

2. სესილია ტალისის როლი ფილმში "მონანიება"

ჯეიმს მაკევოისთან ერთად ამ ტრაგიკულ სიყვარულის ისტორიაში შესრულებული როლისთვის, ნაითლიმ ოქროს გლობუსისა და BAFTA-ს ნომინაციები მოიპოვა.

3. ჯორჯიანას როლი ფილმში "ჰერცოგინია"

ნაითლისა და რალფ ფაინესის შესრულებამ ფილმში, რომელიც 18-ე საუკუნის დევონშირში მცხოვრები არისტოკრატების შესახებ მოგვითხრობს, დიდი ბრიტანეთის კინოაკადემიის წევრთა დიდი მოწონება დაიმსახურა.

✔ გამონათქვამები
-ჩემი აზრით, არ არსებობს მოჩვენებითი სითბო. ადამიანს შეუძლია თავი მოაჩვენოს გაბრაზებულად, შეწუხებულად, აღგზნებულად და ა.შ. მაგრამ სითბოს მოჩვენებითად ვერ გამოხატავ.

-ათეისტი ვარ და ამას ძალიან განვიცდი. რწმენა მშვენიერი რამ არის და ის რომ გამაჩნდეს, დარწმუნებული ვარ, რომ ყველა დაბრკოლებას ბევრად უფრო იოლად გადავლახავდი.

-თავს იღბლიანად ვგრძნობ, რადგან მყავს მშობლები, რომლებმაც თავის დროზე სწორ გზაზე დამაყენეს.

-ბავშვობაში მეკობრეობაზე ვოცნებობდი და ეს სურვილი მაშინ ამიხდა, როდესაც "კარიბის ზღვის მეკობრეებში" გადაღება შემომთავაზეს.

No comments:

Post a Comment