Thursday, June 20, 2013

ფობია

 
ევრონელოგიის ლექსიკონში 400 სახის ფობიაა აღწერილი. თუმცა მათი რიცხვი, ცივილიზაციის ახალი მიღწევების გაჩენასთან ერთად იზრდება. დღევანდელი სტატისტიკით დედამიწის ყოველი მე-8 მკვიდრი ერთი ან რამდენიმე სახის ფობიით არის შეპყრობილი.


ფობიები სიმწვავის მიხედვით განსხვავდება. ზოგიერთ ადამიანს მარტივად შეუძლია თავი აარიდოს შიშის საგანს და შედარებით გულგრილად შეხედოს ამ საკითხს. სხვები სრულ პანიკაში ვარდებიან და საკუთარ თავზე კონტროლს კარგავენ. ადამიანთა უმრავლესობას ესმის რომ მათი შიში ირაციონალურია, მაგრამ პანიკური რეაქციის დაძლევა არ შეუძლია.

ფობია ეს არის ასაკის შეუსაბამო ძლიერი თავსმოხვეული შიში, რომელიც წარმოიქმნება სპეციფიურ სიტუაციასთან ან სპეციფიურ ობიექტებთან პიროვნების შეხების დროს, რაც ხელს უშლის ადამიანს ყოველდღიურ საქმიანობაში.

 სიმფტომები: სულის ხუთვის შეგრძნება, სპაზმები ყელის არეში, გახშირებული გულისცემა, სისუსტის შეგრძნება, ცივი ოფლი,კანკალი მთელ სხეულში.


 სპეციალისტები ფობიის სამ ტიპს გამოყოფენ

პირველი: ეს არის ცხოველების შიში. სამედიცინო ფაქტორი როდესაც ადამიანს ეშინია სისხლის დანახვის, ავადმყოფობის ბუნებრივი მოვლენების შიში, სიტუაციური შიში, სასაფლაო, ძეგლები და ა.შ .

 მეორე ტიპია სოციალური ფობია მაგალითად საზოგადოებაში ყოფნის ძლიერი შიში. მკურნალობის გარესე ეს ფობია ჯოჯოხეთად აქცევს ადამიანის ცხოვრებას.

მესამე ტიპია აგურაფობია. ეს არის შიში ისეთი სიტუაციებში მოხვედრისა საიდანაც საჭიროების შემთხვევაში ვერ გააღწევს, დახმარება შეუძლებელი იქნება, ამ დროს ადამიანს უჭირს ხალხის დიდ მასაში და მარტო ყოფნაც. ასეთი ადამიანები ხშირად სახლიდანაც ვერ გადიან.

მკვლევარები ჯერ ბოლომდე არ არიან ჩამოყალიბებულები თუ რა კონკრეტული მიზეზები იწვევს ფობიას. თუმცა შეთანხმებულებია არიან ფობიების გამომწვევ ძირითად ფაქტორებზე.
 1.გენეტიკური ფაქტორი. თუ ერთ-ერთ მშობელს რაიმე სახის ფობია აღენიშნება, არსებობს ალბათობა რომ ის შვილსაც გადაეცემა. მეცნიერებმა გამოიკვლიეს ის ოჯახები რომელთა წევრებიც ამა თუ იმფორმის ფობიების ფორმებით იყვნენ შეპყრობილნი და დაამტკიცეს რომ ფსიკიკის ეს გადახრა ათიდან ცხრა შემთხვევაში თანდაყოლილი იყო.
 2.კორო ეს ფობია მხოლოდ აზიელ მამაკაცებშია გავრცელებული და გამოიხატება სპეციფიურ შიშის სხეულის შიგნით გენიტალიების შეთრევით. ეს სინდრომი ევროპასა და ამერიკაში არ გვხვდება.
 3 ცხოვრებისეული ფაქტორები გამოცდილება, ეს ფობია დაფუძნებულია რეალურ შემთხვევებზე რომელიც შეიძლება გაუცნობიერებლად ახსოვდეს ან არ ახსოვდეს ადამიანს. მაგალითად ძაღლის შიში შეიზლება ბავშვობაში განცდილი კონკრეტული ინციდენტის შედეგი იყოს.

 10 ყველაზე გავრცელებული ფობია:სიმაღლის, ჩაკეტილი სივრცის, სიბნელის, გველები, ობობების, სამედიცინო ნემსების, ჭექაქუხილის, ავადმყოფობის, მწერების და რიცხვი 13-ის.

და მაინც ყველა შიში თუ ფობია საბოლოოდ ერთ წერტილამდე მიდის ეს სიკვდილის შიშია, ამის დაძლევა კი ასე ხდება "უნდა იცხოვრო არა სიკვდილის შიშით არამედ სიცოცხლის სიყვარულით".

Tuesday, June 18, 2013

21-ე საუკუნის კოშმარი

 
     სტატისტიკის მიხედვით მოსახლეობის თითქმის ნახევარი მუდმივად არის გამოუძინებელი. ძილი ადამიანის უმნიშვნელოვანესი და ჩაუნაცვლებელი მოთხოვნილებაა. ყოველ დღე გარკვეული ძილის დახარჯვის შემდეგ ყოველი ჩვენგანი დასაძინებლად წვება,რათა აღიდგინოს დღის განმავლობაში დახარჯული ენერგია.

 დადგენილია რომ საღამოს 21:00 საათიდან თავის ტვინი იწყებს ძილის ჰორმინის სეროტონინის გამომუშავებას, სხეულის ტემპერატურა დაბლა იწევს. ეს საუკეთესო დროა დასვენებისა და ძილისთვის მოსამზადებლად.სულ რაღაც ერთი საათის შემდეგ ორგანიზმი მოშვებულია, ნერვული სისტემა ისვენებს და ამ დროს დაძინებაც ძალიან ადვილია. კარგი ძილი ჯანსაღი ცხოვრების აუცილებელი კომპონენტია. კარგად გამოძინებული ადამიანი მთელი დღე მხნედ არის. ძილი ძალთა აღდგენის საშვალებად და საუკეთესო წამლად მიიჩნევა.ადამიანი უძილობას გაცილებით ძნელად იტანს ვიდრე შიმშილს. როდესაც ადამიანები უკმაყოფილონი არიან თავიანთი ძილის ოდენობით ან ხარისხით მათ ეწყებათ ინსომნიის შეტევა, რაც გამოიხატება იმაში რომ ადამიანები ან საერთოდ ვეღარ იძინებენ ან ღამის განმავლობაში რამდენჯერმე ეღვიძებათ და შემდგომ უჭირთ დაძინება. დღის განმავლობაში კი ისინი სისუსტის, მოთენთილობის უძილობის და სხვა არასასიამოვნო შეგრძნებებით არიან დამძიმებულნი, რასაც ემატება ძილის დიდი მოთხოვნა და ყურადღების გაფანტვა.
    ძილის დარღვევები ძალიან ხშირად მაღალ რანგში აყვანილი ფსიქოლოგიური პრობლემებია ხოლმე.
                               
                                       რამდენიმე რჩევა მშვიდი ძილისთვის  
 ძველათ მიაჩნდათ რომ საწოლი თავით აღმოსავლეთისკენ უნდა მდგარიყო. დიდი მნიშვნელობა აქვს საწოლს, ქირურგ ორთოპედებს მიაჩნიათ რომ ის მაგარი უნდა იყოს, საწოლზე თხელი ლეიბი უნდა იყოს დაგებული. ვიდრე დაწვებით გირჩევთ საწოლ ოთახში გამოთიშეთ ხმაურის ყოველგვარი წყარო.

  

 
               მოიწესრიგეთ ძილი და იყავით ჯანმრთელები რადგან ჯანმრთელობის ფასი არაფერია.
     

Monday, June 17, 2013

სოციალური მოთხოვნილება

                                                                
2004 წელს ჰარვარდის სტუდენტებმა შექმნეს სოციალური ქსელი იმისთვის რომ კოლეჯში ერთმანეთთან ეკონტაქტათ და უფრო მეტი გაეგოთ ერთმანეთის შესახებ.
უბრალოდ ურთიერთობისთვის შექმნილი ქსელი ეხლა ალტერნატიული მედიისთვის,რეკლამის განთავსების და ბიზნესის განვითარებისთვის იდეალური სივრცე გახდა.
არ შეიძლება არ ავღნიშნოთ ის ფაქტი როგორი დამიკიდებული გახდა საზოგადოება facebook-ზე და როგორ მარტივად გადაიტანა რეალური ცხოვრება ინტერნეტ სივრცეში.

სოციალური მოთხოვნილება ბიოლოგიურ მოთხოვნილებაზე მაღლაცკი დგას, იმიტომ რომ ადამიანს არ შეუძლია კონტაქტების გარეშე. ადამიანები თანდათანობით მოწყდნენ რეალურ პრაქტიკულ ცხოვრებას და გადავიდნენ უფრო მეტად ვირტუალურში, მაგრამ ინტერნეტ სივრცეში შენ ვირტუალური თუნდაც კონტაქტი შეგიძლია. თუ ადამიანი მოახერხებს იმას რომ ეს ჩასვას თავის ცხოვრების რიტმში როგორც ერთ-ერთი მომენტი, ეს უკვე არის მისი ზომიერების შეგრძნების უნარძე დამოკიდებული.

კვლევამ აჩვენა რომ facebook-ის აქტიური მომხმარებელი სამ კატეგორიად იყოფა
 პირველი: ადამიანი რომელიც სოციალურ ქსელში აქტიურია,რეალურ ცხოვრებაში საკმაოდ პასიურია. ასეთ ადამიანს აქვს საზოგადოებაში აზრის დაფიქსირების კომპლექსი. ის სოციალურ ქსელში თავს უფრო კომფორტულად და თავდაჯერებულად გრძნობს.
 მეორე: ადამიანი რომელიც სოციალურ ქსელს თვითდამკვიდრებისთვის და იმფორმაციის მისაღებად იყენებს. ის ეხმაურება მსოფლიოში მომხდარ ყველა მნიშვნელოვან ფაქტს,ცნობადი ადამიანის სტატუსებს და საკუტარ აზრს თამამად აფიქსირებს
მესამე: facebook-ის ყველაზე აქტიური მომხმარებელი რომელიც მთელ მის ნაცნობებს უზიარებს ყველა მისთვის მნიშვნელოვან მოვლენას, რომელ კაფეებსა და ბარებს სტუმრობს, რა იყიდა ახალი, როდის ვინ უყვარს და როდის ვის შორდება, მოკლედ მისთვის ყურადღების მიქცევა მთავარი მიზანია.

 და ბოლოს საინტერესო ფაქტი facebook-ის მომხმარებლებისთვის. ერთ-ერთმა სწრაფი კვების ობიექტმა საკმაოდ მომგებიანი პიარ აქცია განახორციელა. ის გთავაზობდთ ერთ უფასო ბურგერს თუ facebook-იდან 10 მეგობარს წაშლიდი. აქციაში მონაწილეობა 56 ათასმა ადამიანმა მიიღო.
ასე რომ ჩემი რჩევა იქნება ნუ ენდობით ურთიერთობას სოციალურ ქსელში,ის შეიძლება მხოლოდ ერთი ბურგერი ღირდეს.

Friday, June 14, 2013

მიქელანჯელო ბუონაროტი

მიქელანჯელო დი ლოდოვიკო ბუონაროტი სიმონი დაიბადა 1475 წლის 6 მარტს ლუდოვიკო ლეონარდო ბუონაროტის ოჯახში ქალაქ კაპრეზში .   მამამისი სასტიკი წინააღმდეგი იყო  რომ საკუთარი შვილი მოქანდაკე ყოფილიყო და მის მომავალთან დაკავშირებით სხვა გეგმები ჰქონდა.ამან განაპირობა მიქელანჯელოს გადაწყვეტილება, 13 წლის ასაკში, გადასულიყო დომენიკო გირლანდაიოს სახელოსნოში, მის ასისტენტად. სადაც ის, სამი წლის განმავლობაში, ფრესკის ხელობას ეუფლებოდა.სწორედ გირლანდაიოს რეკომენდაციით სწავლობდა და მუშაობდა მიქელანჯელო, 1490−1492 წლებში , ფლორენციის იმდროინდელ მმრათველ, ლორენცო მედიჩის ვილაში. ამ პერიოდის ნამუშევრებია, "კენტავრების ბრძოლა" და   "მადონა კიბესთან".  
ლორენცოს გარდაცვალების შემდეგ, ფლორენციის ახალმა მმართველმა, პიერო მედიჩიმ უარი თქვა მიქელანჯელოს ვილაში დარჩენაზე. 1492 წელს გადავიდა ახალგაზრდა ხელოვანი ბოლონიაში.

20 წლის მიქელანჯელო მიიღო ალდოვრანდის ოჯახის ერთერთმა წევრმა, რომლის დავალებითაც მან წმინდა პეტრონიუსის ეკლესიაში, წმინდა დომინიკუსის სამარხისათვის, ორი წმინდანის ფიგურა და ერთი ანგელოზის ქანდაკება შექმნა. ერთი წლის შემდეგ, როცა მისმა ხელოვნებამ ბოლონიაში დიდ წარმატებას ვერ მიაღწია, მიქელანჯელო სავონაროლაში დაბრუნდა.

   „ჯერ არ დაბადებულა კაცი,რომელიც ჩემნაირად იქნებოდა განმსჭვალული ადამიანისადმი უდიდესი სიყვარულით“-წერდა საკუთარ თავზე მიქელანჯელო-აღორძინების ხანის ერთ-ერთი უდიდესი მოქანდაკე,ფერმწერი,არქიტექტორი,პოეტი ...
                               


                                   მიქელანჯელო (1475 - 1564) - ჩანაწერები                                                            
 
”ის დიადია, მაგრამ საშიში; მასთან ცხოვრება შეუძლებელია” - პაპი ლეო X მიქელანჯელოზე

”ამ არაჩვეულებრივი ადამიანის მიზანი იყო ადამიანის სხეული წარმოედგინა მთლიანობაში, სრულყოფილი პროპორციებით, წარმოეჩინა თავისი დამოკიდებულება ნაირგვარობის, სულიერი გატაცებებისა და სიხარულის მიმართ” - ჯორჯო ვაზარი

”სამართალი რად მიმიჩნევს დამნაშავედ, თუ ქმნილება კარგად ჰარმონირებს მის ავტორთან, თუ მიყვარს, თუ ბოლომდე ვიხარჯები და ჩემი ღვთაებრივი ჩანაფიქრი პატივსა და დიდებას მატებს ნებისმიერ კეთილშობილ ადამიანს”.

”თუ შევაფასებთ იმას, რასაც ამ ცხოვრებაში ვქმნით, დავინახავთ, რომ თითოეული ჩვენგანი გაუცნობიერებლად ხატავს სამყაროს, ქმნის ახალ ფორმებს, თავისებურ ჩაცმულობას, ნაგებობასა და სახლებს, ყანებსა და დამუშავებულ მინდვრებს, ხაზებსა და სახეებს”.

”ჩემი ერთადერთი საზრდო არის ის, რაც იწვის და ცეცხლის ალში მხვევს, რადგან ეგების ვიცოცხლო იმით, რაც სხვათათვის მომაკვდინებელია”.

”დიდებული მშვენიერება, ესოდენ რომ მიყვარდა, გულში უნდა ჩამწვდომოდა და იქ მარადიული ტანჯვის ცეცხლი დაენთო; რა სიამოვნებით ჩავაქრობდი მას ჩემი მზერით”.

”არავითარი მეგობარი არ გამაჩნია და არც მინდა”. ”ყველაფერი წყვდიადითაა მოცული. ამ ტკივილითა და გაჭირვებით სავსე დედამიწაზე მე სიბნელეში ვცხოვრობ”.

”წამოსვლამდე იმ თანხის ნაწილი ვითხოვე, რომელიც სამუშაოს (იულიუს II-ს აკლდამა) გასაგრძელებლად მესაჭიროებოდა. მისმა უწმინდესობამ ორშაბათს დამიბარა. მივედი ორშაბათს, სამშაბათს, ოთხშაბათს, შაბათს, ხუთშაბათს...”

პარასკევს მდივანმა სასახლეში რომ არ შეუშვა, გაღიზიანებული მიქელანჯელო ყვირილით გამოვარდა - ”გადაეცით პაპს, თუ ჩემი ნახვა სურს, შეუძლია ყველგან მეძებოს გარდა რომისა”.

”განხეთქილება პაპთან გამოწვეული იყო ბრამანტესა და რაფაელ დე ურბინოს ჩემდამი სიძულვილით; მათი ბრალია, პაპის აკლდამა მისივე სიცოცხლეში რომ არ სრულდება; მათ ჩემი გაკოტრება უნდათ და რაფაელს საამისოდ მიზეზიც აქვს, რადგან ხელოვნებაში თუ რამე გაეგება, ჩემგან ისწავლა”.

”ჩემთვის ყელზე თოკი უნდა წაეჭირათ, მისთვის (პაპისთვის) პატიება რომ მეთხოვა”.

”აგერ უკვე ერთი წელია პაპისგან გროშიც არ მიმიღია. მაინც ვმუშაობ გულნატკენი, ჯანმრთელობაშერყეული, სამუშაო ბევრია, მაგრამ არც ხელისუფლება ჩანს და არც ფული” - სწერს მიქელანჯელო მამამისს.

”პაპ ლეოს (ლეო X) არ სურდა იულიუსისთვის ძეგლი ამეგო”.

”თუ გასაჭირში მიმატოვებს, ჩემთვის ამქვეყნად ცხოვრება გაუსაძლისი გახდება. ვიცი, რომ პაპს არც ჩემი გაკოტრება უნდა და არც ჩემი უბედურება”.

”მადლობელი ვარ ზეცისა, თქვენს მშვენიერებას ბოლომდე რომ არ მაზიარა. თუ ამ ასაკში მე ერთიანად არ დავიხარჯე, მხოლოდ იმიტომ, სენიორ, რომ ჩვენი შეხვედრა ასე ხანმოკლე იყო” - სწერს მიქელანჯელო ტომაზო დეი კავალიერის.

”ვცხოვრობ ცოდვისთვის, ვკვდები და მაინც ვცოცხლობ. ჩემი სიცოცხლე მე კი არა, ცოდვას ეკუთვნის. კეთილი ზეცამ მომანიჭა, ბოროტი კი საკუთარმა თავმა”.

”სასიამოვნოა ძილი, მეტადრე გაქვავება, როცა გაჭირვება და სირცხვილი მძვინვარებს; უნარი, თვალი დავხუჭო და არაფერი ვიგრძნო, ჩემი დიდი განძია; ნუ, ნუ გამაღვიძებ, ხმადაბლა ილაპარაკე”.

”ცხადია, რომ (წმინდა პეტრეს ტაძრის) არქიტექტურული ნაწილები ადამიანის სხეულის ნაწილებს უკავშირდება. ის, ვისაც არ ძალუძს გამოსახოს ადამიანის ფიგურა და არ იცის კარგად ანატომია, ვერც არქიტექტურას გაიგებს”.

”ჩემი ცხოვრების მიწურულს, როცა კერპად ხელოვნება და მონარქი გავიხადე, კარგად მესმის, რა შეცდომებით ვიცხოვრე. არც ხატვა, არც ქანდაკება და აღარც დაგმობა, სული მიფრინავს სიყვარულისკენ, რომელსაც ხელები გაუშლია ჩემს გადასარჩენად! ეკლები და ლურსმნები ორივე ხელში. სისხლი, რომელმაც ჩვენი ცოდვა ჩამორეცხა”.

”რამხელა შთაგონებაა ჩემთვის ლამაზი სახე? ამქვეყნად სხვა არაფერი მახარებს და მამაღლებს ნეტარ სულებამდე ასეთი სათნოებით. მასთან შედარებით სხვა ყოველივე უმნიშვნელო მეჩვენება”. ”ტანჯვით შექმნილი ზოგჯერ ერთი ხელის მოსმით, თითქმის უშრომლად გაკეთებული ჰგონიათ, მაგრამ ასე არ არის. საიდუმლო ის არის, ძალა არ დაზოგო იმის შესაქმნელად, რაც თითქოსდა ძალისხმევის გარეშე გაკეთებული ჩანს”.   


         


Tuesday, June 11, 2013

ჭიები ადამიანის ორგანიზმში !


პარაზიტი ჭიები ცხოვრობენ ადამიანის ორგანიზმში და იწვევენ სხვადასხვა ორგანოს დაზიანებას. დაავადების ხარისხი დამოკიდებულია ჭიების სახეობაზე, მათ ლოკალიზაციასა და რაოდენობაზე. ხშირად დაავადებას თან ახლავს წონის დაკლება ან მომატება , სიმსიმნური დაავადებები , გულის ,
 წნევის , საერთო სისუსტე, თავბრუსხვევა, გაღიზიანებადობა, შეკრულობა ან აშლილობა, გულისრევა, ღებინება, სიყვითლე, შეშუპება, ხველა, ცხვირიდან გამონადენი, ნერწყვდენა, შრომის უნარიანობისა და მეხსიერების დაქვეითება, ზრდის შეჩერება, სქესობრივი განვითარების სისუსტე და ა.შ. ჭიებით დაავადების მიზეზია ჭუჭყიანი ხელები, გაურეცხავი ხილი და ბოსტნეული, მოუხარშავი პროდუქტები, წყალი, ბუზები, ჰიგიენის დაუცველობა და სხვა.
"ჭიებად" მოვიხსენიებთ პარაზიტებს, ჰელმინტებს, რომლებსაც ადამიანის ორგანიზმში ჩასახლება შეუძლია. ჰელმინტები სამი ტიპი არსებობს: ცესტოდები ძალიან გრძელი ლენტისებრი ჭიები, რომელსაც თავზე კაუჭები აქვს, რითაც ნაწლავის კედელზე ან სხვა ქსოვილში მაგრდება (მაგალითად, სოლიტერი ), ტრემატოდები ბრტყელი მოკლე ჭიები და ნემატოდები განიკვეთში მრგვალი, თითისტარის ფორმის ჭიები, რამოდენიმე მილიმეტრიდან მეტრამდე და მეტი სიგრძის, მიმაგრების უნარის გარეშე (მაგალითად ასკარიდა ).
ადამიანის ორგანიზმში ჰელმინტები როგორც წესი პირიდან ხვდებიან (თუმცა არის უამრავი შემთხვევა , როდესაც ხვდებიან ჰაერიდანაც , ვინაიდან მათი კვერცხი არის ჰაეროვანი და მსუბუქი . ასევე საღამოს , როდესაც ადამიანს ძინავს ჭიები გამოდიან , უკანა ტანიდან და დებენ კვერცხებს , თეთრეულზე , ტანისამოსსა და სხვა , რის შემდეგაც ისინი ხვდებიან სცხვა ადამიანების ორგანიზმში )_ გაურეცხავ ბოსტნეულთან ან მოუხარშავ ხორცთან ერთად ჩვენ ჰელმინტების მიკროსკოპულ კვერცხებს ვჭამთ. ორგანიზმში მოხვერდის შემდეგ კი კვერცხიდან ჭია იჩეკება, იწყებს კვებას, იზრდება და ზოგიერთი იქვე მრავლდება კიდეც. ყველაზე ხშირად ჰელმინტები ნაწლავებში სახლდებიან. ისინი ძირითადად ჩვენი შეჭმული და დამუშავებული საჭმლით იკვებებიან. თუმცა არსებობს უფრო მძიმე შემთხვევები, როცა "ჭია" კუნთოვან ან სხვა ქსოვილებში გადადის და ამ ქსოვილებით იკვებება.
ასევე ჭიები ხვდებიან სისხლში , რომელიც ხშირ შემთხვევაში გამოიხატება ფეხის ან სხეულის რომელიმე ნაწილზე ცხიმის დაგროვებით შემდეგნაირად , ადგილი სივდება ( მაგ: ფეხი, ფეხის თითები ემგვანება სოსისებს და ა.შ . )და თითის დაჭერისას , თითის ანაბეჭდი რჩება ჩაწეული .
ასევე თვალის ლინზები იწვევენ თვალის ჭიებით დაავადებას , რადგანაც თვალის ამობანვისას წყლიდან , გადადის ჭია და ბინას იდებს თვალიში, ხოლო ადამიანი კი შეიძლება მიიყვანოს სავალალო შედეგამდე ,თვალის სამუდამო დაკარგვამდე .                 
 ნაწლავებში მცხოვრები ჭიები ადამიანს ასუსტებს, მის იმუნურ სისტემას თრგუნავს, იწვევს ტკივილს ნაწლავებში და ქავილს ანალურ ხვრელში. ჩარევის გარეშე ადამიანის ორგანიზმი ჭიებისგან ვერ (არ ! ) თავისუფლდება _ ადამიანის იმუნური სისტემა მათ ვერ ერევა და ხშირად თავად არის მათი მსხვერპლი _ პარაზიტები მასში ისეთ ცვლილებელს იწვევენ, რომელიც მათ ხელახალ შემოჭრას და ჩასახლებას კიდევ უფრო აიოლებს. ამიტომ დაავადების ერთხელ გადატანის შემდეგ ხელახალი დაავადების რისკი იზრდება .
 ჰელმინტების მოსაშორებლად ძალიან ეფექტური წამლები არსებობს (ალბენდაზოლი, ლევამიზოლი (ერგამიზოლი), მებენდაზოლი (ვერმოქსი), პრაზიქვანტელი (ბილტრიციდი), პირანტელი, თიაბენდაზოლი), რომელიც ჭიებს მალე კლავს. წამლების უმეტესობა არ მოქმედებს კვერცხებზე _ ამიტომ აუცილებელია წამლის ხელახალი მიღება 2 კვირაში.
 ვინაიდან ჭიების ორგანიზმში ხელახალი შემოჭრა ბევრად იოლია, ვიდრე პირველი, დაავადების განმეორების თავიდან ასაცილებლად საჭიროა მუდმივი პროფილაქტიკა. პირველ რიგში ეს არის ჰიგიენა (განსაკუთრებით ხელების ხშირი ბანა), მცენარეული პროდუუქტების კარგად რეცხვა და ცხოველური პროდუქტების კარგი თერმული დამუშავება. გარდა ამისა, საჭიროა ორგანიზმში შეიქმნას ჭიების გამრავლებისთვის არასასურველი გარემო. ამიტომ ის პროდუქტები, რომელიც ჭიებს 'არ უყვართ" თქვენი რაციონის მუდმივი შემადგენელი ნაწილი უნდა გახდეს. ესენია: ნიორი, ხახვი, ნიგოზი, სუნელები(ჯანჯაფილი, მიხაკი, ქინძის თესლი, წითელი მწარე წიწაკა), ლიმონი, ნესვი, ბროწეული.
 არსებობს მოსაზრება, რომ ჭიებისგან ადამიანის სრული განთავისუფლება საჭირო არ არის, ვინაიდან ამ დროს ალერგიების და აუტოიმუნური დაავადებების რისკი მატულობს. ამ თეორიით, ჩვენი იმუნური სისტემა გათვლილია ჭიებთან თანაცხოვრებაზე. ჭიების სრული მოშორების შემთხვევაში ორგანიზმში ბალანსი ირღვევა და იმუნური სისტემა საკუთარ ორგანიზმზე იწყებს თავდასხმას. და თან, ბოლოსდაბოლოს, ცხოვრება ჭიებსაც ხომ უნდათ... ნუ, ისე, რომ ხელი ძალიან არ შეგვიშალონ, ცხადია...
 თუმცა აგრეთვე არსებობს მოსაზრება იმის შესახებ, რომ ადამიანის თითქმის ყველა დაავადების მიზეზი ჭიებია, მათ შორის ონკოლოგიურისაც. ამ თეორიის მიხედვით ყველა ავადმყოფობის მკურნალობა ჭიების მოშორებით უნდა დაიწყოს. სერიოზული ავადმყოფობების დროს ჭიებთან ხანგრძლივი და სერიოზული ბრძოლაა საჭირო, ვინაიდან ავადმყოფობის სიმძიმე იმის მიმანიშნებელია, რომ ჭიებმა ძალიან კარგად ჩაიბუდა ორგანიზამში და მისი მორევაც დაიწყო. ამიტომ აუცილებელია ჭიების მოსაშორებელი ინტენსიური კურსების ჩატარება.


                 ჭიების გამოდევნა ორგანიზმიდან ხალხური საშუალებებით   

რძიანი  ნივრის  ოყ1 ჩაის ჭიქა რძეში ხარშავენ 1 თავ გასუფთავებულ ნიორს დარბილებამდე. წურავენ, აციებენ და უკეთებენ ოყნას. დიდმა ადამიანმა შეიძლება მთლიანი პორცია გაიკეთოს. ბავშვს კი 1/4 - 1/2 ჩაის ჭიქას უკეთებენ. ეს პროცედურა კეთდება 1 დღე.

ხახვის  ნაყენი 1 საშუალო ხახვს ჭრიან, ასხამენ 1 ჩაის ჭიქა მდუღარეს. აჩერებენ 12 სთ. წურავენ. სვამენ 1/2 ჭიქას დღეში 2-ჯერ მშიერ კუჭზე 3-4 დღის განმავლობაში.

 აბზინდა, ასისთავა 1 სუფრის კოვზ ნაკრებს (აბზინდას და ასისთავას იღებენ თანაბარი რაოდენობით), ასხამენ 1 ჩაის ჭიქა წყალს და ხარშავენ 20 წუთით. ღებულობენ 1 ჩაის ჭიქას დილით უზმოზე და ძილის წინ 8 დღის განმავლობაში.

 ღოს   სოლიტერის  გამოდევნა 100 გრ გოგრის გულს (გატარებულს) და      50 გრ თაფლს ურევენ. ღებულობენ უზმოზე 1 სუფრის კოვზს 10-14 დღის განმავლობაში. ბოლო დღეს გოგრის გულების მიღებიდან 1 საათის შემდეგ აყოლებენ 1 ჩაის ჭიქა რძეს, რომელშიც წინასწარ ხარშავენ 1 თავ გასუფთავებულ ნიორს. 30 წუთის შემდეგ ასმევენ ძლიერ გამხსნელს. კიდევ 1 საათის შემდეგ კი უკეთებენ გვირილის ყვავილის ნაყენის თბილ ოყნას.

 ნაკრები გვირილას, მწარე აბზინდასა და ასფურცელას იღებენ თანაბარი რაოდენობით. 2 სუფრის კოვზ ნაკრებს თერმოსში ასხამენ 0,5 ლ მდუღარე წყალს. აჩერებენ 1 ღამე. წურავენ. ღებულობენ 1 ჩაის ჭიქას დილით უზმოზე და ძილის წინ.

 ნესვის  წვენი ნესვის გულის   წვენი საუკეთესო საშუალებაა სოლიტერის გამოსადევნად. სვამენ 1 ჭიქას. ნესვი არ უნდა იყოს ქიმიკატებით მოყვანილი.

 ბროწეულის  ქერქი 1 ცალ ბროწეულის ქერქს ასხამენ 150 მლ მდუღარეს. მიღებულ ნაყენს 3 ნაწილად სვამენ 30 წუთის განმავლობაში მშიერ კუჭზე. 3-4 საათის შემდეგ ღებულობენ გამხსნელს.

 ძროხის  ან  ცხენის  ფუნა  ჭიებით დაავადებული ბავშვი დასვით ძროხის ან   ცხენის ახალი ფუნის (სანამ ცხელია) ორთქლზე. ჭიები მალე გამოვლენ.

Sunday, June 9, 2013

ინდიგოს ბავშვები

 ინდიგოს ბავშვები — ტერმინი "ინდიგოს ბავშვები" პირველად გამოიყენა ამერიკელმა ფსიქოლოგმა და ექსტრასენსმა ნენსი ენ ტეპმა 1982 წელს, თავის ერთ-ერთ წიგნში (მისი და ასევე სხვა ექსტრასენსების მტკიცებით ამ ბავშვებს ინდიგოსფერი, უფრო, მუქი იისფერი აურა ჰქონდათ და სწორედ აურის ფერის გამო ეწოდათ მათ "ინდიგოს ბავშვები"). თუმცა ამ ტერმინის დამკვიდრება მოხდა 1999 წლიდან, მას შემდეგ, რაც გამოიცა ცნობილი ამერიკელი მწერლის ლი კეროლის წიგნი "ინდიგოს ბავშვები". "ინდიგოს ბავშვებს" უწოდებენ ასევე "ახალი ცნობიერების ადამიანებს", "იისფერი რასის წარმომადგენლებს", "ზეციურ მოციქულებს", `"ათასწლეულის ბავშვებს", ზოგი მეცნიერი მათ "NEW AGE"-ს (ნიუ ეიჯის), ანუ "ახალ ეპოქის ადამიანებს" უწოდებს.
კეროლის აზრით, ინდიგოს პირველი თაობის დაბადების პერიოდად 1970-იანი წლები უნდა მივიჩნიოთ – ამ პერიოდიდან იშვიათად, თუმცა უკვე შესამჩნევი გახდა ასეთი ბავშვების დაბადება. XX საუკუნის ბოლოდან კი დაბადებული ბავშვთა დაახლოებით 60-70 პროცენტი ინდიგოს ბავშვად შეიძლება ჩაითვალოს.


ვინ არიან ინდიგოს ბავშვები ?


ამ კითხვაზე პასუხი არაერთმნიშვნელოვანია. ინდიგოს ბავშვები გამოირჩევიან ზემაღალი ცნობიერებითა და მახვილი ინტუიციით. ზოგიერთი მკვლევარი ინდიგოს ბავშვების დაბადებას უკავშირებს ცნობიერების ახალ სიხშირეზე გადასვლას, რომელიც ახალი, ანუ ინდიგოს თაობის მიერ მთელი რიგი მიდგომების ახლებურად გააზრებასა და პრობლემატური საკითხების გადაჭრას გულისხმობს. ეს ის პრობლემებია, რომლებსაც დღევანდელი კაცობრიობა ვერაფერს უხერხებს. იისფერი ბავშვების დაბადების მრავალი ვერსია არსებობს, მაგრამ ყველაზე გავრცელებულია სამი მათგანი: ინდიგო ბავშვი უცხოპლანეტელთან შერწყმით იბადება, ღვთის საჩუქარია და ადამიანის ბუნებრივი მუტაციაა. ინდიგოს ბავშვები ფლობენ ახალ, უჩვეულო ფსიქოლოგიურ თვისებებსა და ტენდენციებს. ამ ბავშვების აზროვნების პროცესი და საერთოდ ხასიათი არის განსხვავებული და ამავ დროულად საკმაოდ პრინციპულიც. მათ შეუძლიათ სხვისი აზრების კითხვა, შესწევთ უნარი, მიიღონ ინფორმაცია იმ მოვლენების შესახებ, რომლებიც მრავალი ათასი კილომტრის იქით ხდება, იმსჯელონ სამყაროს ბედზე, მოგვითხრონ წარსული ცხოვრების შესახებ. მათ არ სჭირდებათ "ცდისა და შეცდომის" გზის გავლა - ისინი ქვეცნობიერად ირჩევენ სწორ გზას, რომელიც ჩვენ შესაძლოა უცნაურად მოგვეჩვენოს. ისინი უარყოფენ წესებს. ეს ბავშვები საკმაოდ თვითმყოფადები არიან, აქვთ მბრძანებლური ხასიათი და მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალობა. ვერ იტანენ, როდესაც მათ მბრძანებლობენ და მითითებებს აძლევენ – მითითების მიცემა უნდა მოხდეს დელიკატურად და ტაქტიანად. გამოუვალად ეჩვენებათ ისეთი სიტუაციები, სადაც თავიანთ გავლენებს ვერ იყენებენ. თანატოლებზე ბევრად განვითარებულები არიან, ანუ მათზე, ვინც არ მიეკუთვნება "ინდიგოს ბავშვებს".

თავს მოუსვენრად გრძნობენ ისეთ გარემოში, სადაც თავიანთ მსგავსებს ვერ პოულობენ. არიან თავმოყვარეები და უდისციპლინოები. აქვთ მკვეთრად განვითარებული ინტუიცია. მეტისმეტად თანაუგრძნობენ გარშემომყოფებს, ან პირიქით – საერთოდ გულგრილნი არიან. ძალიან განვითარებული აქვთ აბსტრაქტული აზროვნება. არიან საკმაოდ ნიჭიერები და არც თუ იშვიათად განსაკუთრებული უნარით დაჯილდოვებულნი. არიან ასევე მეოცნებეები. არც თუ იშვიათად ღრმა და ჭკვიანი თვალები აქვთ.

მკვლევარებს ასევე მიაჩნიათ, რომ ინდიგო ბავშვებს ე. წ. ADHD (ეი-დი-ეიჩ-დი) სინდრომი აქვთ, რაც განვითარებად მოშლილობას გულისხმობს, რომელსაც ახასიათებს უყურადღებობა, ანუ ყურადღების გაფანტვა, ჰიპერაქტიურობა, იმპულსური ქცევა, სხვადასხვა დავალებასა თუ მოქმედებაზე ყურადღების შეჩერების უუნარობა. ეს ერთი შეხედვით, თითქოს ძალიან ნეგატიურია, მაგრამ მეცნიერთა გარკვეული ჯგუფის მტკიცებით, ეს ყოველივე ზოგადად, გენიოსების უმეტესობას ახასიათებს.

გარდა ამისა, "ინდიგო ბავშვები" ითხოვენ ბევრ ყურადღებას და ითავისებენ, რომ სიცოცხლე ძალიან ძვირფასია იმისათვის, რომ იგი ტყუილად გაფლანგო. მათ სურთ, რომ ცხოვრება დატვირთული იყოს მოვლენებით და ხშირად მოვლენებს აჩქარებენ, რათა საკუთარი შედეგები დაინახონ. ასეთი ბავშვები შესაძლოა, ემოციურად ცოტა გაუწონასწორებულები იყვნენ და ამასთან მათ ვერ წარმოუდგენიათ რაიმე ქმედება, რომელიც სიყვარულზე არ არის დაფუძნებული. აქ ჩვენ მივედით "ინდიგო ბავშვების" კიდევ ერთ შტრიხზე – ეს არის გულისხმიერება და სიყვარულის გამოვლენის დიდი უნარი. მათი პრინციპულობისა და ზოგჯერ მოჩვენებითი უხეშობის მიღმა საოცრად გულისხმიერი და მოსიყვარულე ადამიანი დგას.

ინდიგოს ბავშვების გარკვეული თავისებურებანი


ისინი ამ სამყაროში მოდიან ასე ვთქვათ, ჩამოყალიბებული შეგრძნებებით (და ხშირად თავს ასევე ავლენენ), ანუ მათ კარგად იციან, რა უნდათ.
კარგად აცნობიერებენ საკუთარ მიზნებს, მისწრაფებებს და მათში ეჭვი თითქმის არასდროს არ შეაქვთ.
არ თვლიან საჭიროდ, რომ ახსნან საკუთარი ქცევა და მხოლოდ არჩევანის თავისუფლების სჯერათ.
საერთოდ არ აკეთებენ ზოგიერთ რამეს, მაგალითად, მათთვის აუტანელია რიგში დგომა, ლოდინი, ვთქვათ ასე.
იბნევიან კონსერვატიულ სისტემებთან ურთიერთობებისას, სადაც შემოქმედებით აზროვნებას ადგილი არა აქვს და უნდა იმოქმედო რაიმე ადრე შემუშავებული მეთოდებით.
რაიმე საქმის კეთებისას საკუთარ თავს ეყრდნობიან და იმპროვიზაციასაც მიმართავენ, თუმცა ამას მშობლები ან პედაგობები წესის დარღვევად აღქივამენ.
თუ მათ გვერდით არ არის ვინმე, მსგავსი მენტალიტეტის მქონე, ისინი საკუთარ თავში იკეტებიან და უჩნდებათ შეგრძნება და მათი არავის არ ესმით.
ვერანაირად ვერ აღიქვამენ საყვედურებს დისციპლინის დარღვევასთან დაკავშირებით (ყურს არ უგდებენ მსგავსს განცხადებებს “მოვა მამაშენი და ნახავ რასაც გიზამს").
ბავშვი-ინდიგო მგრძნობიარე და სუსტია. მისგან შეიძლება დადგეს როგორც გენიალური შემოქმედი, ისე გარეწარი.

როცა რამე უჭირთ, საკუთარ მოთხოვნილებებზე მორიდების გარეშე საუბრობენ.
გამძაფრებული აქვთ სამართლიანობის შეგრძნება.
საკმაოდ მიხვედრილები არიან, ადვილად და სწრაფად ერკვევიან ტექნოლოგიებში და ადვილად ითვისებენ სხვა და სხვა სახის ტექნიკას – სულ ერთია ეს მობილური ტელეფონია, კომპიუტერი თუ სხვა რამ.
 

Friday, June 7, 2013

welcome

                                                                   მოგესალმებით,



ეს არის ბლოგი სადაც თქვენ შესაძლებლობა გექნებათ გაეცნოთ ყველანაირ ინფორმაციას მსოფლიოში განვითარებული მოვლენების შესახებ.

მეტი პოზიტივი, შემეცნება, კრეატივი,და ბევრი საინტერესო რუბრიკა.

იყავით ჩვენთან და გაერთეთ მაქსიმალურად


ბლოგი რომელიც ზრუნავს თქვენს განწყობაზე