Wednesday, December 11, 2013

ნევროზთან ბრძოლის ხალხური საშუალებები

                                                                          გულ-სისხლძარღვთა ნევროზის დროს, შეურიეთ ერთმანეთს თანაბარი რაოდენობით გვირილა, პიტნა, კამა, კვლიავი და კატაბალახას ფესვები. 1 სადილის კოვზ ნარევს დაასხით 1 ჩაის ჭიქა ცხელი წყალი და დადგით ნახევარი საათით. დღის განმავლობაში დალიეთ მეოთხედი ჩაის ჭიქა ნაყენი.

  ვეგეტონევროზის დროს, 1 სადილის კოვზ წითელი კუნელის მარცვლებს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, წამოადუღეთ, გაწურეთ და მიიღეთ 1 სადილის კოვზი, დღეში 3-ჯერ.

  ნევრალგიის დროს, თანაბარი რაოდენობით შეურიეთ ერთმანეთს გვირილის, დიდგულასა და იასამნის ყვავილები. დაასხით მდუღარე წყალი, მიიყვანეთ ადუღებამდე და შემდეგ გაწურეთ. დალიეთ თბილი ნაყენი დღეში 3-ჯერ.

  უძილობის დროს დამამშვიდებელ საშუალებად შეგიძლიათ შემდეგი ნაყენი მიიღოთ: 2 სადილის კოვზ სვიას დაასხით ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი. გააჩერეთ ერთი საათი, შემდეგ გაწურეთ და დალიეთ მეოთხედი ჩაის ჭიქა ნაყენი, დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

  ასევე, უძილობის დროს, 1 ჩაის კოვზ ბარამბოს შეურიეთ 1 ჩაის კოვზი ფორთოხლის ქერქი, დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, თავზე დაახურეთ და გააჩერეთ ნახევარი საათი. შემდეგ გაწურეთ, დაამატეთ 1 ჩაის კოვზი კატაბალახას წვეთები და მიიღეთ 1 ჩაის კოვზი, დღეში 2-ჯერ, თაფლთან ერთად.

როგორია თქვენი ფსიქოლოგიური ნატურა (ტესტი)

test                                                                  გთავაზობთ ტესტს, რომელიც ადამიანის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას განსაზღვრავს. აირჩიეთ გამოსახულება, რომელიც მოგწონთ ფერით და ფორმით. ე.ი შენ ხარ... 

  1 უპრობლემო, მოთამაშე. მხიარული ცხოვრება თქვენთის თავისუფლებაა, ყოველი წუთით ხარობთ. თქვენი დევიზია „ვცხოვრობთ ერთხელ“. გიყვართ სიახლეები და ცვლილებები. ვერ იტანთ შებოჭილობის შეგრძნებას და გიხარიათ ცხოვრების ყოველი სიურპრიზი.
  2 დამოუკიდებელი, პირობითობის უარმყოფელი, უშუალო. თქვენ ყოველთვის მიდიხართ თქვენი გზით და ვერ იტანთ ხელისშემშლელ პირობებს, რომელიც აფერხებს თქვენს დამოუკიდებლობას. ხართ არტისტული ნატურა. ხშირად, შინაგანი თავისუფლების მოსაპოვებლად უნებლიედ იქცევით ყველასგან განსხვავებულად, ამიტომ თქვენთვის არ არის მთავარი ის, რაც „ახლა მოდაშია“. ცხოვრობთ საკუთარი წარმოდგენებით, რის გამოც ზოგჯერ „დინების საწინააღმდეგოდ ცურვა“ გიწევთ.
  3 გახასიათებთ თვითანალიზი და დაფიქრება. მგრძნობიარე ადამიანი ხართ. არ გიყვართ ზედაპირულობა. უაზრო ლაპარაკს გირჩევნიათ თქვენს თავში ჩაიკეტოთ. მიუხედავად ამისა, მეგობრებთან გახსნილი და თბილი დამოკიდებულება გაქვთ. ეს გაძლევთ შინაგანი სიმშვიდის და ჰარმონიის შეგრძნებას. იშვიათად ხართ მოწყენილი.
  4 ცხოვრებისეული, გაწონასწორებული, ჰარმონიული აფასებთ ბუნებრიობას და უბრალოებას. ადამიანები თქვენთან კომფორტულად გრძნობენ თავას, რადგან მყარად დგახართ ფეხზე და სხებისთვისაც საიმედო დასაყრდენი ხართ. სკეპტიკურად ხართ განწყობილი მოდის მიმართ. გიყვართ პრაქტიკული ტანსაცმელი. კეთილი და თბილი ადამიანი ხართ.
  5 პრაგმატული, პროფესიონალი, საკუთარ ძალებში დაჯერებული. გჯერათ მხოლოდ საკუთარი შესაძლებლობების და არასოდეს ბედისწერის. უბრალო მეთოდებით წყვეტთ პრობლემებს. რეალურად უყურებთ ცხოვრებას და ყოველდღიურ საზრუნავს. არასოდეს ტოვებთ დაწყებულ საქმეს შუა გზაზე.
  6 მშვიდობისმოყვარე, სამართლიანი, არააგრესიული. თქვენთან ურთიერთობა იოლია, თუმცა ძალიან ფრთხილი ხართ. მეგობრების წრეში თავს კარგად გრძნობთ, მაგრამ ზოგჯერ აუცილებლად გჭირდებათ განმარტოვებაც, რის გამოც ხშირად „იმალებით“ თქვენთვის საყვარელ ადგილებში. მიუხედავად ყველაფრისა, თავს მარტოსულად არ გრძნობთ, სამყაროსთან ხართ ჰარმონიაში და აფასებთ რასაც ცხოვრება გაძლევთ.
  7 საკუთარ თავში დარწმუნებული, ანალიზის უნარის მქონე, ვისაც შეიძლება დაეყრდნო. თქვენი ცხოვრების მთავარი თანამგზავრია კულტურა. უნარი გაქვთ დაინახოთ და შეაფასოთ ისეთი რამ, რასაც სხვა ვერ ხედავს და რაც შეიძლება ნამდვილ ფასეულობას წარმოადგენდეს. გაქვთ ცხოვრების საკუთარი სტილი - ექსკლუზიური და ელეგანტური.
  8 რომანტიული, მეოცნებე, ემოციური. ხართ ძალიან მგრძნობიარე ნატურა. თქვენთვის მთავარია რას გეუბნებათ გრძნობა და არა გონება, მთავარია გქონდეთ ოცნება. არ გაინტერესებთ ის ადამიანები, რომლებიც უარყოფენ რომანტიზმს და ეყრდნობიან მხოლოდ გონებას.
  9 დინამიური, აქტიური, ექსტრავაგანტური. ვერ იტანთ ერთფეროვნებას. გიყვართ მოძრაობა, რისკი მრავალფეროვნება. უმოქმედობა თქვენთვის წარმოუდგენელია.

Thursday, December 5, 2013

პოლ უოქერის გარდაცვალების შემდეგ საიუველირო სალონის გამყიდველმა საიდუმლო გაამხილა

                           მას შემდეგ, რაც ცნობილი მსახიობის, პოლ უოკერის ტრაგიკული სიკვდილის შესახებ ინფორმაცია მთელ მსოფლიოში გავრცელდა, ამერიკის ერთ-ერთი საიუველირო სალონის გამყიდველმა გასცა საიდუმლო, რომელსაც მსახიობის თხოვნით, 2004 წლიდან ინახავდა.

საქმე ის გახლავთ, რომ სწორედ ამ წელს, ხსენებულ სალონში, საქორწინო ბეჭდის შესაძენად კაილ და ქრისტიან აპხემები შევიდნენ. მათ იქ საჩუქრის შესაძენად შესული პოლ უოქერი დახვდათ. გასაკვირი არ არის, რომ ახალგაზრდებს ეს ძალიან გაუხარდათ და მსახიობს ავტოგრაფიც გამოართვეს. პოლმა შეამჩნია, რომ წყვილი სალონიდან შენაძენის გარეშე გავიდა, რადგან იმ ბეჭდის შესაძენად, რომელიც საპატარძლოს მოეწონა, თანხა არ ეყოთ. 

საღამოს აპხემების სახლში ტელეფონმა დარეკა. მათ საიუველირო სალონიდან აცნობეს, რომ აუცილებლად უნდა მისულიყვნენ, რადგან მათ სახელზე ნივთი იყო დატოვებული. წყვილისთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა ის, რომ 9000 დოლარად ღირებული ბეჭედი,  უცხო ადამიანმა მათთვის შეიძინა. გამყიდველმა, მისივე თხოვნით, ნივთის შემძენის ვინაობა არ გაამხილა. ახალგაზრდებმა ბეჭედი და ქვითარი წამოიღეს.

ამ ისტორიამ პრესაში მხოლოდ ახლახანს, მსახიობის ამ ქვეყნიდან წასვლის შემდეგ გამოჟონა. როგორც ჩანს, გამყიდველი აქამდე პატიოსნად უნახავდა უოლქერს საიდუმლოს, თუმცა მისი დაღუპვის შემდეგ, გადაწყვიტა, გაემხილა ის, რათა ხალხს სცოდნოდა, როგორი კეთილი იყო "ფორსაჟის" ვარსკვლავი.

"არ ღირს ვიდარდოთ ჰოლივუდის ვარსკვლავის დაკარგვის გამო, უნდა ვიდარდოთ კეთილი და გულუხვი ადამიანის ამ ქვეყნიდან წასვლის გამო, რადგან არავინ იცის, რამდენი სიკეთის დათესვას შეძლებდა ის მომავალში". - წერს უცხოური პრესა.

Sunday, December 1, 2013

ტუჩსაცხის ფერის მამაკაცური აღქმა

ტეილორ სვიფტი                                                                                                 კლასიკური წითელი 
     ეს არის “შემომხედე-მე” ფერი, ან “მე-ვითხოვ-ყურადღებას”. ამ ფერის ტუჩსაცხი ისე მოქმედებს კაცებზე, როგორც ზვიგენზე სატყუარა მაშინ, თუ  დაქალებთან ერთად ბარში ხარ და ვინმეს გაცნობა გინდა. სამაგიეროდ, თუ ქმართან ერთად სადმე სადილობ, მას აუცილებლად მოუწევს ეჭვიანობა მამაკაცთა მხრიდან შენს მიმართ გადამეტებული ყურადღების გამო. თუმცა კაცების უმეტესობა აცხადებს, რომ არ მოსწონთ წითელპომადიანი ქალების კოცნა, რადგანაც ბოლოს თვითონ კლოუნებს ემსგავსებიან :D


 ბლეიკ ლაივლი
    მკვეთრი ვარდისფერი ანუ Hot pink
   მას არ აქვს წითელი ფერისათვის დამახასიათებელი კლასიკური რომანტიკა. სამაგიეროდ მკვეთრი ვარდისფერი უფრო ახალგაზრდულია, პანკურია, თავგადასავლების მოყვარულის და როკ-ვარსკვლავის ფერია. ეს კაცებს ანიშნებს რომ შენ არ გეშინია მისცე თავს გართობის უფლება
  
ჯენიფერ ლოპესი
  კანისფერი და მბზინავი
 კაცებს არ მოსწონთ უფერო, მბზინავი ტუჩსახები. თუ შენ შენი კანისფერ ტუჩსაცხს ატარებ, ისინი ფიქრობენ, რომ შენ სიცივეში დიდ ხანს მოგიწია დგომამ და შენმა ტუჩებმა თავისი მომხიბვლელობა დაკარგა. “კანისფერი პომადა გლაზურმოსხმულ დონატს გავს” -  აცხადებენ კაცები.
 კირსტენ დანსტი                                                                             კაშკაშა სტაფილოსფერი 
 ამ ფერს ხალისი შემოაქვს და კაცების უმრავლესობა აღიარებს, რომ ასეთი ფერის პომადის დანახვისას მაშინვე ფანტას რეკლამა ახსენდება, “მეტი ფანტა, მეტი მხიარულება, გინდა ფანტა?” ასეთი გოგონები, მათი აზრით, ცოტა ფიცხები არიან, თუმცა მათ იციან მხიარულების ფასი. ასე რომ არ შეგეშინდეს მოსინჯო რაიმე განსხვავებული.
 ლედი გაგა
 მეტალიკა 
  ეს უფრო თინეიჯერულია და თუ შენ “სექსი დიდ ქალაქში” ასაკში ხარ მაშინ შენ ეს არ გამოგადგება. ეს ბზინვარება ჯობია კლუბისთვის შემოინახო.

Thursday, November 28, 2013

რაზეა დამოკიდებული ქალის სიცოცხლის ხანგრძლივობა?!

  წიგნები                ამერიკელმა მეცნიერებმა ცოტა იფიქრეს თუ ბევრი, დაასკვნეს რომ ქალის სიცოცხლის ხანგრძლივობა დამოკიდებულია განათლებაზე. 46 ათას ქალბატონზე დაკვირვებამ აჩვენა რომ, რაც უფრო მაღალი განათლება აქვს ქალს მით უფრო დიდხანს ცოცხლობს, ასევე დამტკიცდა რომ განათლების ხარისხის ზრდასთან ერთად მცირდება მწეველების რიცხვი. რაც ყველაზე უცნაურია ეს სტატისტიკა კაცებზე არ ვრცელდება.
       
                ასე რომ შეიძლება ითქვას ქალის დიდი ხნის სიცოცხლის საიდუმლო წიგნებში იმალება.

Saturday, November 23, 2013

მაილი საირუსმა წარბები "დაკარგა"

                     მაილი საირუსმა წარბები "დაკარგა"                       მაილი საირუსის ექსცენტრიული იმიჯი ალბათ აღარავის უკვირს. მომღერალი სულ უფრო და უფრო ცდილობს პანკი გოგონას როლში შეჭრას. ამჯერად მისი მორიგი გიჟური სვლა წარბების "მოშორებაა". მან ისინი კანის ფრად შეიღება ისე, რომ თითქმის საერთოდ არ ეტყობა სახეზე მათი არსებობა. ვინ იცის კიდევ რამდენ ხანს გააგრძელებს გოგონა ამ გიჟური იმიჯის მორგებას....

Monday, November 18, 2013

Justin Bieber-ს სცენაზე ბოთლი ესროლეს

                                                                       Justin Bieber-ი კვლავ ჰეითერების მსხვერპლი გახდა. მომღერალს Believe Tour-ის ფარგლებში ბრაზილიაში ორი კონცერტი ჰქონდა დაგეგმილი. ერთ-ერთმა მათგანმა კი Justin-ისთვის სასიამოვნოდ ნამდვილად არ ჩაიარა.

შემსრულებელი "Boyfriend"-ს ასრულებდა, როდესაც დარბაზიდან ვიღაცამ წყლის ბოთლი ესროლა. Bieber-მა სიმღერა შეწყვიტა, გაბრაზებული სახით მაყურებლებს გადახედა და სცენა დატოვა.

შეგახსენებთ, რომ ეს პირველი ინციდენტი არ გახლავთ Believe Tour-ის მსვლელობისას... ტურნე გრძელდება, აი წინ კი კიდევ ათობით კონცერტია, რომელიც 8 დეკემბერს ავსტრალიაში დასრულდება.

აქვე გეტყვით, იმასაც, რომ Justin-ი ბრაზილიაში ყოფნისას ერთ-ერთი საროსკიპოდან გამომავალიც დააფიქსირეს. ფოტოები ელვის სისწრაფით გავრცელდა ინტერნეტში და ინტერნეტ გამოცემის რჩეულ არტიკლადაც იქცა.        
                 

         http://www.youtube.com/watch?v=hEMsw3t8CUQ  <---- ესეც ლინკი

ანჯელინა ჯოლის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა


                                                                                                             ბრედ პიტი ძალიან განიცდის ანჯელინა ჯოლის ფიზიკურ და ემოციურ მდგომარეობას. მისი აზრით, მსახიობი თავს არ ზოგავს და ნერვული აშლილობის ზღვარზე იმყოფება. იგი მკერდის ტკივილისაგან იტანჯება დაახლოებით 6 თვის წინ ანჯელინა ჯოლის ორივე მკერდი მოკვეთეს და სილიკონის იმპლანტანტები ჩაუდგეს. ახლა მსახიობი მკერდის არეში ძლიერი ტკივილებისგან იტანჯება.

10 ნოემბერს ანჯელინა მიწვეული იყო ამერიკულ ტელეგადაცემაში მან მისი ახლანდელი მდგომარეობის შესახებ უამბო მაყურებელს .მან გადაცემის ბოლოს ჟურნალისტის გასაკვირად საოცარი ფრაზით დაასრულა გადაცემა - „დროა ფსიქიატრიულში მომათავსონ“-განაცხადა ჯოლიმ.                                                                                    

რუსკა მაყაშვილი სერიალიდან გაუშვეს - „უნიჭო ვარ“

                         
 
                                                                                                     ახალ სატელევიზიო სეზონზე ტელეკომპანია „იმედმა“ ახალი სერიალი „ჩვენი ამბავი“ შემოგვთავაზა. სერიალს „ღამის შოუს“ სტუდია ამზადებს. ვისაც ეს სერიალი არ გინახავთ, გეტყვით, რომ „ჩვენ ამბავში“ ნანა ლორთქიფანიძე, დიმა ტატიშვილი, როლანდ ოქროპირიძე, ტატო ჩახუნაშვილი, ნიკა კუჭავა, და ბევრი სხვა კარგი მსახიობი თამაშობს. თუმცა სერიალი ვერ გახდა ისეთივე პოპულარული როგორი პოპულარულიც რამდენიმე წლის წინ 

„შუა ქალაქი“ იყო. სავარაუდოდ ამის მოლოდინი ჰქონდათ,

რადგან სერიალი „ჩვენი ამბავი“ „ჩემი ცოლის დაქალების“ პარალელურად გადის და კონკურენციას ჯერჯერობით ვერ უწევს. სერიალ „ჩვენი ამბავის“ ერთ-ერთი გმირი რუსკა მაყაშვილიც იყო. მისი გმირი ეკატერინე ისეთი გოგო იყო, რომელსაც ძველბიჭური მანერები ჰქონდა, ბიჭების ყურადღებას იშვიათად იმსახურებდა და თუ ასეთი შემთხვევა მოხდებოდა, ყველას უკვირდა. 

ბოლო რამდენიმე სერია ეკატერინე აღარ გამოჩენილა სერიალში. ამის მიზეზი რუსკას „ფეისბუქის“ გვერდიდან გახდა ცნობილი. რუსკამ რამდენიმე საათის წინ დაწერა: „სერიალ „ჩვენ ამბავში“ ეკატერინეს პერსონაჟი ამოღებულია: 1)სცენარისტები ვეღარ წერენ ამ პერსონაჟზე. 2. უნიჭო ვარ.“ რუსკას ამ სტატუს მისი მეგობრების უამრავი კომენტარი მოჰყვა. „უნიჭი კი არა, შენ ყველაზე ნიჭიერი გოგო ხარ“ . 

„შენ კი არა, სცენარისტები არიან უნიჭოები, რომ შენ გმირზე სცენარს ვერ წერენ“ . რუსკას ერთი მეგობარი წერდა, თუ ვეღარ იფიქრებენ რა დაუწერონ ეკატერინეს, შენც სხვა როლი მოგცენო. სავარაუდოდ რუსკას მეგობრის ამ იდეას სერიალის სცენარისტები ვერ განახორციელებენ. სერიალში როგორც წესი მსგავსი ცვლილებები მაყურებელს არ მოსწონს ხოლმე… რუსკას ბევრი ამშვიდებდა, ამის გამო არ ინერვიულოო. ბოლოს მსახიობმა დაწერა, „მშვიდად ვარ. კარგიც არის ასე რომ მოხდა, უბრალოდ ახალი ამბავი შეგატყობინეთო“ . 

მოკლედ, რუსკა აღარაა სერიალში. საინტერესოა, რას მოიფიქრებს „ღამის შოუს“ ის გუნდი, რომელიც სერიალს ამზადებს, რომ „ჩვენი ამბავი“ რეიტინგული გახდეს და „ჩემი ცოლის დაქალებს“ რეიტინგით ჯერ დაეწიოს და მერე გაუსწროს კიდეც.

Sunday, November 17, 2013

ბლიც ინტერვიუ ლუკა ნოზაძესთან

          დღეს თავქარიანის სტუმარია ახალი ხმის მონაწილე და ბერას სტუდიის      მომღერალი  ლუკა ნოზაძე 



   

  - ცხოვრებაში ყველაზე მეტად მინდა რომ...ბედნიერი იყოს ყოველი ჩემთვის ახლობელი ადამიანი.

- ბავშობაში ყველაზე მეტად მინდოდა რომ... დედა გვერდით მყოლოდა და ასეც იყო.

- ის რის გარეშეც ცხოვრება არ წარმომიდგენია... მუსიკა, ზოგადად ხელოვნების გარეშე.

- ჩემი მეგობრები ჩემთვის... ჩემი ძალაა.  


- მჯერა რომ... სიყვარული და რწმენა ყველა ადამიანში არსებობს.

- ყველაზე მეტად ადამიანში ვაფასებ... წარმოდგენის უნარს.
 
- ყველაზე მეტად მეშინია...ღამის კოშმარების.

- ბავშობაში მატყუებდნენ რომ... ჩემი სათამაშო ბეტმენი ღამით ცოცხლდებოდა.

 - რაც არასდროს მითქვამს და თქვენთან ვიძახი... ასეთი რამე თუ არსებობს უმჯობესია ისევ ჩემთან დარჩენილიყო.
 
- არაფერი ფასობს ისე როგორც... ერთგულება.
 
არ მჯერა რომ... არსებობენ ადამიანები ვისშიც სიყვარული და რწმენა არ არსებობს.
 
- ის რაც მაქვს და რისი დაკარგვისაც მეშინია ყველაზე მეტად...     ეს არის დიდი და ერთიანი ოჯახი სადაც ვცხოვრობ.      

 

 - მინდა დამიმახსოვრონ, როგორც... ადამიანი რომელიც დროულად გამოჩნდა მის (მათ) ცხოვრებაში

    მე მინდა დიდი მადლობა გადაგიხადო ლუკა რომ დამთანხმდი ინტერვიუზე. გისურვებ ბევრ წარმატებებს და რაც მთავარია კარიერულ წინსვლას.

Monday, November 11, 2013

განვითარება


როგორ გარდაიქმნება ერთი სახეობა მეორედ?
ერთი სახეობა არ გადაიქცევა მეორედ ან რამდენიმე სახეობად, ყოველ შემთხვევაში, უცებ მაინც. სახეობის წარმოქმნის ევოლუციური პროცესი ნიშნავს სახეობის ერთი ჯგუფის ცვლილებას დროთა განმავლობაში იმდენად, რომ დანარჩენ ნაწილთან შეწყვილება ვეღარ მოახერხოს. ამისთვის საჭიროა პოპულაციების იზოლირება ისე, რომ ერთმანეთში არ მრავლდებოდნენ. ამ დროს თითოეული შტო თავისი ევოლუციური გზით მიდის და მიიღება განსხვავებული ინდივიდები. 

როგორ წარმოშობს ევოლუცია ისეთ რთულ რამეს, როგორიცაა თვალი?
ბუნებრივი გადარჩევის პროცესში უპირატესობა ენიჭებათ ისეთ ინდივიდებს, რომლებიც მოცემულ გარემოსთან უკეთ არიან ადაპტირებულნი. ისინი თავიანთ შტრიხებსა და გენებს გადასცემენ შთამომავლობას და ამგვარად, მათაც ეძლევათ ეს უპირატესობები. თაობიდან თაობაში სელექციის პრინციპით სულ უფრო მეტად იხვეწება ყველა დეტალი, მათ შორის თვალიც. ცალკეულ სტრუქტურაში მომხდარი ცვლილება ეფუძნება ყველა დანარჩენ სტრუქტურაში მიმდინარე ცვლილებებს. ათასობით და ზოგჯერ მილიონობით წლების განმავლობაში პატარ-პატარა ცვლილებები ერთმანეთს ემატება და მარტივი სისტემიდან წარმოუდგენლად კომპლექსურ შედეგს ვიღებთ. 

ჩერდება თუ არა ევოლუცია, როცა ახალი სახეობა მიიღება?
არა. ცოცხალი ორგანიზმების ყველა პოპულაცია განიცდის ცვლილებებს, თუმცა განსხვავდება ხარისხი და სისწრაფე. პოპულაციები, რომლებიც ეჩეხებიან მკვეთრ ცვლილებებს, იქნება ეს ახალი მტაცებლის გამოჩენა თუ ახალ გარემოში მოხვედრა, უფრო სწრაფად ვითარდებიან, ვიდრე სტაბილურ გარემოში მყოფი პოპულაციები. ეს იმის გამოა, რომ ევოლუციას მართავს ბუნებრივი გადარჩევის კანონები, შესაბამისად გარემოს ცვლილება სელექციის პროცესზე ახდენს გავლენას. უპირატესობა ენიჭება ახალ შტრიხებს და არა იმ მახასიათებლებს, რომლებსაც ძველ პირობებში ჰქონდა უპირატესობა.

ხდება თუ არა ამჟამად ევოლუცია?
ევოლუცია ყოველთვის ხდება, თუმცა უმეტესწილად ძალიან ნელა მიმდინარეობს, ისე რომ მისი შემჩნევა შეუძლებელია დღეების, კვირებისა და წლების განმავლობაშიც კი. თუმცა ევოლუციის ეფექტებს თითქმის ყოველდღე ვხვდებით, დაწყებული სამედიცინო და სასოფლო-სამეურნეო პრობლემებიდან დამთავრებული პარტნიორის არჩევის დილემით. მაგალითად, მედიცინაში განიხილება საკითხი, რამდენ ხანს იმოქმედებს ანტიბიოტიკი იმის მიხედვით, თუ რამდენად სწრაფად გამოიმუშავებს ბაქტერია მისგან თავდაცვის უნარს. მიწათმოქმედების საკითხში კი გვაინტერესებს ნათესების დამცავი საშუალებების ეფექტურობა იმის განხილვით, როგორ უმკლავდებიან მწერები პესტიციდებს. 

როგორ მოქმედებს ერთი სახეობის ევოლუცია მეორეზე?
არცერთი სახეობა არაა ვაკუუმში, ყველა მათგანს აქვს ურთიერთობა მისგან განსხვავებულ ორგანიზმებთან. სახეობების ერთმანეთზე გავლენის ყველაზე კარგი მაგალითია მტაცებელ-მსხვერპლისა და პარაზიტ-მასპინძლის ურთიერთობა. როდესაც ათასობით წლების განმავლობაში ერთი სახეობა მეორეზე ნადირობს, მსხვერპლი რაიმე სახის თავდაცვით უნარს გამოიმუშავებს, მაგალითად მიმიკრიას, ტოქსიკურ ქიმიკატებს და ა.შ. ამის შემდეგ დგება მტაცებლის ჯერი და მას უვითარდება უკეთესი მხედველობა ან იმუნიტეტი მსხვერპლის შხამზე. ასეთი კოევოლუციური პროცესები ორივე მხარის გარდაქმნასა და დახვეწას იწვევს.

თუკი სახეობის გადაშენება ბუნებრივი პროცესია, რატომ უნდა ვიზრუნოთ საფრთხეში მყოფ სახეობებზე?
მეცნიერთა დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ ამჟამად მიმდინარეობს მასიური გადაშენების პროცესი და გარკვეული პერიოდის შემდეგ დღეს არსებული სახეობების ნახევარი ამოწყდება. თუკი ამას ხელი არ შევუშალეთ, ისტორიაში პირველად დაფიქსირდება შემთხვევა, როცა ამხელა კატასტროფის მიზეზი იყო მხოლოდ ერთი სახეობა – ჰომო საპიენსი. მიუხედავად იმისა, რომ სახეობების გადაშენება ბუნებრივი პროცესია და მრავალჯერ მომხდარა, ერთ-ერთი რამაა, რასაც მაქსიმალურად უნდა შევებრძოლოთ და ავირიდოთ. მხოლოდ ერთი სახეობის გადაშენებამაც კი შეიძლება დიდი გავლენა მოადინოს სხვა ორგანიზმებზე. მაგალითად, ავსტრალიაში დელფინებმა და ზღვის ძროხებმა ზღვის ბალახი გაანადგურეს, რადგან აღარ ელოდათ საშიშროება ვეფხვისებრი ზვიგენებისგან. ზღვის ზღარბებმა ალასკის სანაპიროზე ლამინარიის ტყეები გააცამტვერეს მას შემდეგ, რაც გვიან 1990-იანებში მასიურად შემცირდა ზღვის წავების რაოდენობა. ადამიანების არსებობაც დიდწილად სხვა სახეობებზეა დამოკიდებული. შესაბამისად, მასიური გადაშენება ჩვენზეც იქონიებს გავლენას, თუმცა მასშტაბების წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია.

ცოდნა

არსებობს ევოლუციის მტკიცებულება?
150 წელი გავიდა, რაც დარვინმა ბუნებრივ გადარჩევაზე დაფუძნებული ევოლუციის თეორია შემოგვთავაზა და მას შემდეგ ეს თეორია მრავალი აღმოჩენით გამყარდა. ყველაზე დიდი მხარდამჭერი მტკიცებულებები იყო უამრავი ნამარხი, დნმ-ის აღმოჩენა, რადიოაქტიური დათარიღების მეთოდის გაგება, ბუნებასა და ლაბორატორიებში ბუნებრივი გადარჩევის პროცესზე დაკვირვება, ასევე მრავალი განსხვავებული ორგანიზმის გენომის გაშიფრვა, მათ შორის ადამიანისაც, რამაც ევოლუციის თეორიის რეალურობის საკითხზე დავას ბოლო მოუღო.

საიდან ვიცით, რა მოხდა მილიონობით წლების წინ, თუკი ამ პროცესებს დამკვირვებელი არ ჰყავდა?
მეცნიერული კვლევის პროცესში უმთავრესია მტკიცებულებები და დაკვირვებები. არც ევოლუციური მეცნიერებაა გამონაკლისი. მტკიცებულებები, რომლებიც გაგვაჩნია ნამარხების, გეოლოგიური ფორმირებებისა და გენეტიკის სახით, გვაძლევენ მინიშნებებს იმაზე, თუ როგორ მიმდინარეობდა ევოლუცია და რა პროცესებს ჰქონდა ადგილი. ევოლუციის თეორია თავს უყრის ამ მონაცემებს და ცოცხალი ორგანიზმების მრავალფეროვნების ახსნას გვთავაზობს. სხვა თეორიების მსგავსად, ევოლუციის თეორია ეფუძნება როგორც ხელშესახებ არგუმენტებს, ისე დასკვნებს იმ მოვლენების შესახებ, რომლებზეც პირდაპირი დაკვირვება შეუძლებელია. 

რა არის ევოლუცია?


გვაძლევს თუ არა ნამარხების ანალიზი სრულ ინფორმაციას?
ევოლუციის მოწინააღმდეგეები მიანიშნებენ ნამარხებში არსებულ ნაპრალებზე, რომლებიც, მათი აზრით, ამ თეორიის სიმცდარეს ამტკიცებს. ისინი აცხადებენ, რომ ნამარხებში არ მოიძიება ე.წ. „გარდამავალი ფორმები”, რაც ორგანიზმის ერთი საფეხურიდან მეორეზე გადასვლასა და სახეობიდან ახალი სახეობის წარმოშობას ამტკიცებს. ნამარხებში ნამდვილად არსებობს ნაპრალები, რადგან დედამიწაზე იშვიათია ისეთი პირობები, რომ ნამარხმა მილიონობით წლების განმავლობაში გაძლოს. ისტორიაში არსებული ცოცხალი ორგანიზმებიდან მხოლოდ მცირეოდენია დღემდე შემონახული, ზოგიერთი კი შეიძლება ვერასდროს იპოვონ. მაგრამ მიუხედავად ამისა, აღმოჩენილი ნამარხების რაოდენობა საკმაოდ ბევრია და ზოგადი სურათის შესაქმნელად გამოდგება. მაგალითად, გვაქვს მტკიცებულებები, რომ თევზი გარდაიქმნა ამფიბიად, რეპტილია – ძუძუმწოვრად, დინოზავრთა ნაწილი – ფრინველებად და ა.შ. გარდა ამისა, დღემდე ხდება სხვადასხვა გარდამავალი ფორმების აღმოჩენა, რომლებიც, ზოგიერთის აზრით, არ არსებობს.

Sunday, November 10, 2013

საით მივდივართ?

რატომ გადარჩება ზოგი სახეობა, ზოგი კი გადაშენდება ხოლმე?
გადაშენებას ხშირად იწვევს გარემო პირობების ცვლილებები. ამ დროს ზოგიერთი სახეობა ახერხებს ადაპტაციას, რითიც გადარჩენისა და გამრავლების საშუალება ეძლევა. თუკი გარემო პირობების ცვლილება ნელა მიმდინარეობს, სახეობები უმეტესწილად ახერხებენ ახალი თვისებების შეძენას, რაც მრავალი თაობის განმავლობაში და თანდათანობით ხდება. ხოლო თუკი ცვლილება სწრაფია და სახეობის წარმომადგენლებს არ გააჩნიათ ისეთი შტრიხები, რაც ახალ პირობებში გადარჩენისთვისაა საჭირო, ყველაზე სავარაუდო შედეგი გადაშენება იქნება.

ნიშნავს თუ არა ევოლუცია აუცილებლად მარტივიდან რთულში გარდაქმნას?
მას შემდეგ, რაც 3.8 მილიარდი წლის წინ დედამიწაზე სიცოცხლე გაჩნდა, ევოლუციის შედეგად სახეზეა მრავალი რთული ორგანიზმი და სტრუქტურა. ნათელი მაგალითებია ადამიანის ტვინი და სტერეოსკოპული თვალი. მაგრამ ამავე დროს, ისეთი მარტივი ორგანიზმები, როგორიცაა სოკოები, ბაქტერიები და წყალმცენარეები, მილიარდობით წლების განმავლობაში უმნიშვნელოდ შეიცვალნენ. ერთუჯრედიანი ორგანიზმების არსებობა რთული ორგანიზმების (როგორიცაა ადამიანი) გვერდით ნათლად აჩვენებს, რომ ევოლუცია არ ნიშნავს აუცილებლად კომპლექსურობისკენ სწრაფვას. 

თუკი ევოლუციური პროცესებით თევზები გარდაიქმნენ ამფიბიებად, რაღატომ არსებობენ დღეს თევზები?
ნამარხების ანალიზი ნათლად აჩვენებს, რომ ამფიბიები უძველესი თევზების ერთ-ერთი ჯგუფიდან წარმოიშვნენ და მათი სქელი, ძვლიანი ფარფლები გარდაიქმნა კიდურის მსგავს გამონაზარდებად. სხვა სახეობებმა კი დასაბამი მისცეს ისეთ თევზებს, რომლებიც დღეს ოკეანეებში, ზღვებსა და ტბებში ბინადრობენ. მსგავსად სხვა ცოცხალი არსებებისა, თევზები განაგრძობენ განვითარებას, რაც მათ შემთხვევაში არა აუცილებლად ხმელეთზე გადასვლას ნიშნავს, არამედ წყალქვეშა გარემოს უკეთ ათვისებას. წყალში უამრავი საშუალებაა განვითარებისა, ამიტომაც დარჩა თევზების ნაწილი იქ და დღემდე განაგრძობენ გამრავლებას. 

შესაძლებელია თუ არა, თანამედროვე პრიმატები ოდესმე ადამიანის მსგავსი არსებები გახდნენ?
მსგავსი რამ მართლაც შეიძლება მოხდეს მილიონობით წლების შემდეგ. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამის შანსები საკმაოდ დაბალია. ადამიანები არ წარმოშობილან იმ მაიმუნებისგან, რომლებიც დღეს არსებობენ. 5-8 მილიონი წლის წინ ჩვენი საერთო წინაპრის შთამომავლობა გაიყო ორ ნაწილად, რომლებიდანაც განვითარდნენ ადამიანები და მაიმუნები. დღეს არსებული სახეობები წარმოადგენენ მილიონობით წლების განმავლობაში მიმდინარე სელექციური კანონებისა და გენეტიკური მუტაციების სპეფიციკური კომბინაციების შედეგს. ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ანალოგიური კომბინაცია ისევ განმეორდება.  

ახდენენ თუ არა ადამიანები გავლენას ევოლუციაზე?
მეცნიერთა უმეტესობა თანხმდება, რომ დიდია ადამიანის გავლენა ევოლუციის პროცესზე, დაწყებული ანტიბიოტიკებისა და პესტიციდების შექმნიდან, რაც მარტივ ორგანიზმებში შესაბამისი თავდაცვითი უნარის გამომუშავებას იწვევს, დამთავრებული მრავალი სახეობის გადაშენებით. ჩვენი გავლენა ჩვენი სახეობის ევოლუციაზეც კი ვრცელდება. ტექნოლოგია და კულტურა გვიცავდა ვრცელ ტერიტორიებზე დასახლებისას, რისი მეშვეობითაც მრავალი ადამიანი – განსაკუთრებით ისინი, ვინც მედიცინის გარეშე მომწიფების ასაკსაც კი ვერ მიაღწევდა – ახერხებდა თავისი გენების მომდევნო თაობებისთვის გადაცემას. სხვა მეცნიერები შენიშნავენ, რომ ტექნოლოგიამ და კულტურამ შეამცირა, თუმცა არ გაანულა ბუნებრივი გადარჩევის გავლენა ჩვენს სახეობაზე. თუკი ადრე დიდი მტაცებლებისგან თავის დაცვას ვსწავლობდით, ამჯერად ვუმკლავდებით გარემოს დაბინძურებას, მოსახლეობის სწრაფ ზრდასა და ახალ დაავადებებს. ადამიანები მომავალში განვითარდებიან და შეიცვლებიან, მაგრამ ნაკლებად მოსალოდნელია, ახალი სახეობა შეიქმნას, რადგან ტრანსპორტირების სისტემის მეშვეობით სრულიად იზოლირებული ჯგუფები აღარ არსებობს.

წარმოშობა

არიან თუ არა ჩვენი წინაპრები მაიმუნები?
არა, ადამიანი მაიმუნისგან არ განვითარებულა. თუმცა თანამედროვე აფრიკულ პრიმატებთან, მაგალითად შიმპანზესა და გორილასთან, გვყავს საერთო წინაპრები, რომლებიც 5-8 მილიონი წლის წინ ცხოვრობდნენ. ამის შემდეგ სახეობები მალევე დაიყვნენ და ორი განსხვავებული შტო შექმნეს. ერთი მიმართულებიდან განვითარდნენ გორილები და შიმპანზეები, მეორესგან კი – ადამიანთა ადრეული წინაპრები, სახელად ჰომინიდები.

როგორ განვითარდნენ ადამიანები?
როგორც კი პირველი ჰომინიდები გამოეყვნენ იმ წინაპრებს, რომლებსაც აფრიკულ პრიმატებთან ვიყოფთ, რაც 5-8 მილიონი წლის წინ მოხდა, გაჩნდა ადამიანის მსგავსი არსებების რამდენიმე სახეობა. ბევრი მათგანი ძალიან ჰგავს თანამედროვე ადამიანს, თუმცა არაა მისი წინაპარი. მათი უმეტესობა ისე გადაშენდა, რომ სხვა სახეობების წარმოქმნა ვერ მოასწრეს. დღესდღეობით ცნობილი გადაშენებული ჰომინიდების ნაწილი კი ჰომო საპიენსის თითქმის უშუალო წინაპარია. უცნობია, ზუსტად რამდენი სახეობა იყო და რა ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთთან, ახალი ინფორმაციების მიღება მხოლოდ ნამარხების აღმოჩენის საფუძველზე ხდება. ადამიანის წარმოშობა და ჩამოყალიბება განაპირობა იგივე კანონებმა, რაც დედამიწაზე სიცოცხლის ევოლუციას წარმართავს. 

არის თუ რა კულტურა ევოლუციის შედეგი?
საზოგადოების კულტურა შედგება მის მიერ ისტორიის მანძილზე ჩამოყალიბებული ქცევის წესებისგან. ადამიანური კულტურა ნაწილობრივ მაინც ეფუძნება სოციალურ ცხოვრებასა და ენას, ხოლო სახეობის უნარს, გამოიგონოს და დახვეწოს ენა და შექმნას რთული სოციალური ქცევები, ბიოლოგიური საწყისი აქვს. მეცნიერთა ნაწილის აზრით, ენა განვითარდა, როგორც სოციალური ურთიერთობების განმტკიცების საშუალება. ამის მეშვეობით, ადამიანები იღებდნენ ისეთ ინფორმაციას, რაც სხვაგვარად მიუწვდომელი იყო: ვის სჭირდება დახმარება, ვინ არის თავისუფალი და ვინ დაკავებული, ვინ ეძებს პარტნიორს და ა.შ. ევოლუციური პერსპექტივით ამგვარი ინფორმაცია მნიშვნელოვნად ეხმარებოდა ადამიანს წარმატებაში. ასე რომ ნამდვილად შესაძლებელია, ევოლუციურ ძალებს გავლენა მოეხდინათ კულტურისა და ადამიანის სოციალური ურთიერთობების განვითარებაში.  

 როგორ ენათესავებიან ერთმანეთს თანამედროვე ადამიანი და ნეანდერტალელი?
დიდი კამათია იმაზე, თუ რამდენად ახლოს ვართ ნეანდერტალელებთან, ჰომინიდების ნათესავებთან, რომლებიც ჩვენს წინაპრებთან ერთად ცხოვრობდნენ 100,000–28,000 წლის წინ. ზოგიერთი მონაცემი მიგვანიშნებს, რომ როდესაც ანატომიურად თანამედროვე ადამიანები აფრიკას გასცდნენ, ისინი დაიქსაქსნენ და პატარა ჯგუფებად მოედვნენ სხვადასხვა რეგიონებს. ამ ჰიპოთეზის მიხედვით, მათ ურთიერთობა ჰქონდათ ნეანდერტალელებთან და აქტიურად წყვილდებოდნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ თანამედროვე ევროპელებში ნეანდერტალელების პატარა ნაწილიც არის.

მეცნიერული მოსაზრება, რომელიც სხვა მონაცემებზეა დაფუძნებული, გვამცნობს, რომ ანატომიურად თანამედროვე ადამიანების აფრიკიდან გამოსვლას მასშტაბური ხასიათი ჰქონდა. ისინი მეტად განვითარებულნი იყვნენ კულტურული და ტექნოლოგიური კუთხით და ამ ჰიპოთეზის მიხედვით, ნეანდერტალელებთან შეწყობა რთული იქნებოდა. უფრო სავარაუდოა, რომ თანამედროვე ადამიანები მათ რესურსების მოპოვებაში აშკარად ჯობნიდნენ და საბოლოოდ მათი გადაშენება გამოიწვიეს.

რა საერთო აქვს ადამიანს ერთუჯრედიან ორგანიზმებთან?
ევოლუცია აღწერს ყველა ცოცხალი ორგანიზმის ცვლილებას დროთა განმავლობაში, ერთი საერთო წინაპრიდან. „სიცოცხლის ხე” ამის ილუსტრირებას ახდენს. თითოეული შტო ცალკე სახეობას წარმოადგენს და ნებისმიერ ორ სახეობას საერთო წინაპარი მოეძებნება. რაც შეეხება ადამიანისა და ერთუჯრედიანი ორგანიზმის შემთხვევას, ეს ორი სახეობა ისეთი განსხვავებულია, რომ მათი წინაპრის მოსაძებნად უნდა ჩავიდეთ საძირკვლამდე, სადაც გზაში გავივლით უამრავ შტოსა და განტოტებას, რაც ჯამში ევოლუციის მოქმედებას აღნიშნავს რამდენიმე მილიარდი წლის განმავლობაში. თუმცა ამით იმის დემონსტრირება ხდება, რომ ყველაზე შეუსაბამო ორგანიზმებსაც კი რაღაც საერთო აქვთ და ერთმანეთს ენათესავებიან. 

რა მოხდა კამბრიული აფეთქების დროს?
სიცოცხლე კამბრიულ ერამდე 3 მილიარდი წლით ადრე გაჩნდა და თანდათანობით გარდაიქმნა მრავალფეროვან ერთუჯრედიან ორგანიზმებად. პრეკამბრიული ეპოქის ბოლოს, დაახლოებით 570 მილიონი წლის წინ, ნამარხებში ჩნდება მრავალუჯრედიანი სიცოცხლის ფორმები, მათ შორის მედუზისა და ზღვის ღრუბლის მსგავსი უხერხემლო ცხოველები. კამბრიული ერის დაწყებისას გაჩნდა უხერხემლო ცხოველების ფორმების უმეტესობა და გეოლოგიური მასშტაბებით მათი წარმოშობა საკმაოდ სწრაფად მოხდა – 10-25 მილიონ წელიწადში. ეს კამბრიული ფორმები არ წარმოადგენდნენ თანამედროვე უხერხემლო ცხოველების იდენტურ სახეობებს, თუმცა იყვნენ მათი ადრეული წინაპრები. ცოცხალი ორგანიზმების ძირითადი ჯგუფები, როგორიცაა თევზები, ამფიბიები, რეპტილიები, ფრინველები და ძუძუმწოვრები, გაჩნდნენ საკმაოდ გვიან, კამბრიული ეპოქის დასრულებიდან მილიონობით წლის შემდეგ.

რა არის ევოლუცია?

ბიოლოგიური ევოლუცია აღნიშნავს პოპულაციაში დროთა განმავლობაში მომხდარი ცვლილებების ერთობლიობას. ეს ცვლილებები მიმდინარეობს გენეტიკურ დონეზე, როცა ორგანიზმის გენები განიცდიან მუტაციებს და/ან სხვადასხვა გზებით ერთიანდებიან გამრავლების პროცესში და გადაეცემიან მომავალ თაობებს. ზოგჯერ ცალკეული ორგანიზმები ავითარებენ ახალ თვისებებს, რაც ადგილობრივი გარემოს პირობებში უპირატესობას აძლევს მათ გადარჩენისა და გამრავლების საკითხში. ეს უპირატესობა თანდათან მტკიცდება პოპულაციაში, ხოლო უპირატესობის არმქონე ინდივიდების რაოდენობა მცირდება. ამ პროცესს ბუნებრივი გადარჩევა (სელექცია) ეწოდება. არაგენეტიკური ცვლილებები, რომლებიც ორგანიზმში ხდება სიცოცხლის განმავლობაში, მაგალითად ვარჯიშის შედეგად კუნთოვანი მასის ზრდა, არ გადაეცემა მომდევნო თაობებს და არ წარმოადგენს ევოლუციის მაგალითს.

არის თუ არა ევოლუცია უბრალოდ თეორია, რომელიც დღემდე დაუმტკიცებლად რჩება?
მეცნიერებაში თეორია არის სამყაროს ზოგიერთი ასპექტის შესახებ ისეთი განაცხადი ან პრინციპების ერთობლიობა, რომელიც გამყარებულია ფაქტებით და გავლილი აქვს მკაცრი გამოცდა. ევოლუციის თეორიამ გაუძლო დროს და ათასობით მეცნიერულ ექსპერიმენტს. დარვინმა ეს მოსაზრება 150 წლის წინ წამოაყენა და მას შემდეგ არ ყოფილა ისეთი აღმოჩენა თუ მტკიცებულება, რაც მის სიმცდარეს დაამტკიცებდა. ხოლო წინსვლამ ისეთ მეცნიერულ დარგებში, როგორიცაა ფიზიკა, გეოლოგია, ქიმია და მოლეკულური ბიოლოგია, კიდევ უფრო გაამყარა ეს მოდელი, დახვეწა და გააფართოვა იმ დონეზე, როგორსაც დარვინი ვერც კი წარმოიდგენდა. 

ენათესავება თუ არა ყველა სახეობა ერთმანეთს?
დიახ. სიცოცხლის ხე ნათლად ახდენს ილუსტრირებას, რომ ყველა ორგანიზმი, ცოცხალი თუ გადაშენებული, ერთმანეთს ენათესავება. 

რა კავშირშია გენები ევოლუციასთან?
გენები ორგანიზმის დნმ-ის ნაწილია და ინახავენ ინფორმაციას, თუ როგორ უნდა განვითარდეს ორგანიზმი სპეციფიკური გზებით და არა სხვანაირად. გენები – და შესაბამისად, ის შტრიხები, რის კოდირებასაც ახდენენ – მშობლიდან შვილს გადაეცემა. თაობიდან თაობაში მოლეკულური მექანიზმები ერთმანეთს ერევიან, მრავლდებიან და ზემოქმედებას ახდენენ გენებზე, რის შედეგადაც მიიღება გენეტიკური მრავალფეროვნება. ეს მრავალფეროვნება კი ევოლუციის ე.წ. ნედლი მასალაა.

რა როლს თამაშობს სექსი ევოლუციაში?
სქესობრივი გამრავლების გზით ორგანიზმს საშუალება ეძლევა, მისი გენების ნახევარი გაერთიანოს სხვა ინდივიდის გენების ნახევართან და ამ კომბინაციით ახალი თაობა წარმოშვას. სქესობრივი გამრავლება ზრდის გენეტიკურ ვარიაციას და ქმნის იმ მრავალფეროვნებას, რომელსაც აკონტროლებს ბუნებრივი გადარჩევა. სახეობის შიგნით არსებული გენეტიკური ვარიაციები, იგივე გენეტიკური მრავალფეროვნება, ზრდის ამ სახეობის შესაძლებლობებს, უკეთ მოერგოს გარემოს და შექმნას უკეთესი თაობები. 

Wednesday, November 6, 2013

თავქარიანი ნინო ლაფანაშვილი

დღეს ბლოგი "თავქარიანი " შეოგთავაზებთ ინტერვიუს მოდის ბლოგერ ნინო ლაფანაშვილთან.
–გამარჯობა ნინო, პირველ რიგში მოგვიყევი შენს შესახებ.
– მოგესაებით ყველას, ვარ 16 წლის და ვსწავლობ მცხეთის #2 საჯარო სკოლი მე–11 კლასში.
– როგორც ვიცით აწარმოებ ბლოგს რომელსაც "მსოფლიო მოდა " ქვია. საიდან დაიწყო ყველაფერი , რატომ გადაწყვიტე მაინც და მაინც ეს სფერო?
– გარდა მოდის ბლოგისა მაქვს ასევე ყველანაირ თემაზე შექმნილი ბლოგი "უმუშევარი ნიავი", რაც შეეხება "მსოფლიო მოდას" ყველაფერი დაიწყო 1 წლის წინ, გავხესნი ბლოგი და დღემდე ვაწარმოებ და ალბათ მოდის მოყვარულებს საინტერესო სიახლეებს ვაწვდი.
– რომელ ბრენდს ანიჭებთ უპირატესობას>?
– ყველა ბრენდს უკლებლივ , მთავარია ჩემთვის მისახებ პროდუქტს ქმნიდეს.
– რომელია თქვენი საყვარელი დიზაინერი.?
– კოკო შანელი, რადგან მიმაჩნია სწორედ ეს ქალია ლეგენდააა
– რომელია თქვენი საყვარელი გამონათქვამი მოდასთან დაკავშირებით?      
– მე მომწონს, როდესაც მოდა ქუჩაში გადის და არა _ შემოდის ქუჩიდან.– კოკო შანელი
– მოგვიყევი რამე კოკო შანელზე და მის მოღვაწეობაზე  
– კოკო შანელმა შემოიღო ჯაჭვისსახელურიანი ხელჩანთა; ხელოვნური მარგალიტი და საერთოდ ბიჟუტერია აქცია მოდურად; ქალბატონის შარვალი კოკომ გვისახსოვრა ( რისთვისას უღრმეს მადლობას ვუხდი) ;უნიკალური ””პატარა შავი კაბა” და საერთოდ შავი ფერი გახადა აქტუალური; პატარა ელეგანტური ქუდები, კიდევ ერთი აქსესუარი კოკოს ''მემკვიდრეობიდან'' ;* გარუჯული კანით სიარული შანელის დამკვიდრებულია ; დიდი სათვალე, რომელიც დღესაც არ კარგავს აქტუალურობას, სწორეს ამ ლეგენდარული ქალბატონის კაპრიზია ;
–ძალიან დიდი მადლობა , რომ ასეთი გადატვირთუი გრაფიკის მიხედავად გამონახეთ დრო და მოიცალეთ ,
– არაფრის პირიქით დიდი მადლობა თქვენ იმისათვის , რომ ჩემს მიმართ ინერესი გაგიჩნდათ. წარმატებებს გისურვებ  




Tuesday, November 5, 2013

ორსულობა

ორსულობის პირველი თვეები-ეს უდიდესი ცვლილებების ხანაა არა მარტო ქალის ფიზიოლოგიაში, არამედ მის ფსიქოლოგიაშიც. “მეს” შინაგან, ხელშეუხებელ სივრცეში გაჩნდა სხვა ადამიანი, რომლის არსებობასაც უნდა გაეწიოს არა მარტო ანგარიში, არამედ უნდა გარდაიქმნას მთელი ცხოვრება, შეიცვალოს ყველა გეგმა. ყველას არ შეუძლია უსიტყვოდ ამ ცვლილებების მიღება. იმის მიუხედავად სასურველია თუ არა ბავშვი – მომხდარი მოვლენის გრანდიოზულობა მთლიანად იკავებს ორსული ქალის ცნობიერებას და იწვევს მასში ათასგვარ კითხვას: “როგორ წარიმართება მომავალში ჩემი ცხოვრება? როგორი მიმდინარეობა ექნება ორსულობას? რა მოუვა ჩემს კარიერას? შევძლებ თუ არა უზრუნველვყო ჩემი შვილის მომავალი? კარგი დედა ვიქნები?” ნაცნობი შეკითხვებია არა?! ამგვარმა სულიერმა მღელვარებამ შეიძლება გამოიწვიოს არა მარტო დაღლილობის და გაღიზიანების გრძნობა, არამედ გახდეს ტოქსიკოზის ან ორსულობის შეწყვეტის საშიშროების მიზეზი. ცვლილებათა კრიზისი მაშ ასე, ასრულდა თქვენი საწადელი და თქვენს ორგანიზმში გაჩნდა ახალი სიცოცხლე! ორსულობის პირველი თვეები-ეს უდიდესი ცვლილებების ხანაა არა მარტო ქალის ფიზიოლოგიაში, არამედ მის ფსიქოლოგიაშიც. “მეს” შინაგან, ხელშეუხებელ სივრცეში გაჩნდა სხვა ადამიანი, რომლის არსებობასაც უნდა გაეწიოს არა მარტო ანგარიში, არამედ უნდა გარდაიქმნას მთელი ცხოვრება, შეიცვალოს ყველა გეგმა. ყველას არ შეუძლია უსიტყვოდ ამ ცვლილებების მიღება. იმის მიუხედავად სასურველია თუ არა ბავშვი – მომხდარი მოვლენის გრანდიოზულობა მთლიანად იკავებს ორსული ქალის ცნობიერებას და იწვევს მასში ათასგვარ კითხვას: “როგორ წარიმართება მომავალში ჩემი ცხოვრება? როგორი მიმდინარეობა ექნება ორსულობას? რა მოუვა ჩემს კარიერას? შევძლებ თუ არა უზრუნველვყო ჩემი შვილის მომავალი? კარგი დედა ვიქნები?” ნაცნობი შეკითხვებია არა?! ამგვარმა სულიერმა მღელვარებამ შეიძლება გამოიწვიოს არა მარტო დაღლილობის და გაღიზიანების გრძნობა, არამედ გახდეს ტოქსიკოზის ან ორსულობის შეწყვეტის საშიშროების მიზეზი. ნუ შეეცდებით გადაწყვიტოთ ყველა პრობლემა ერთბაშად. გადადეთ ისინი განუსაზღვრელი დროით და შესაძლოა ზოგიერთი მათგანი თქვენს ჩაურევლადაც გადაწყდეს. ორსულობა-უნიკალური პერიოდია, როდესაც შეგიძლიათ თავს მისცეთ უფლება ნაკლებად რეაგირებდეთ ცხოვრებისეულ პრობლემებზე და ამ დროს სულაც არ უნდა შეგაწუხოთ დანაშაულის გრძნობამ უპასუხისმგებლო ქცევის გამო. გახსოვდეთ, რომ ქვეყანაზე ყველაზე დიდ მატერიალურ კეთილდღეობაზე მეტად ბავშვს თქვენი ყურადღება, გაგება და სიყვარული სჭირდება. მთავარია, ამ ეტაპზე მიიღოთ თქვენი ახალი მდგომარეობა. ეს კი ნიშნავს თქვენს ცხოვრებაში ბავშვის გაჩენის მიღებას, მისი მოთხოვნილებების გაგებას. ანებივრეთ საკუთარი თავი და ნუ მოერიდებით სისუსტეების გამოვლენას იქნება ეს დღის მანძილზე წამოწოლა თუ თქვენი საყვარელი დელიკატესებით პირის ჩაგემრიელება. მიეცით ნება ორსულობა შემოვიდეს თქვენს ცხოვრებაში არა როგორც აკძალვების , არამედ როგორც ახალ შესაძლებლობათა პერიოდი. ფრაზა: “რა ცუდია ვეღარ შევძლებ ჩემი ვიწრო ჯინსების ჩაცმას!” უნდა შეცვალოთ შემდეგი ფრაზით: ”როგორც იქნა შევძლებ გარდერობის განახლებას!” საკმარისია შეცვალოთ დამოკიდებულება ამა თუ იმ საკითხის მიმართ და მაშინვე შეიგრძნობთ მომხდარი ცვლილებების სასიკეთო პერსპექტივას. გაღიზიანების გრძნობა ორსულობა ქალს ხდის ზედმეტად ემოციურს, მგრძნობიარეს, აგზნებადს. იოტისოდენა პრობლემასაც კი გამოყავს ის მდგომარეობიდან, არაფერი ახარებს. ექიმები ასეთ არამყარ ემოციურ მდგომარეობას ხსნიან ორგანიზმში მიმდინარე ბობოქარი ჰორმონალური ცვლილებებით. მოჭარბებული გაღიზიანება იმას ნიშნავს, რომ მომავალმა დედამ უნდა ისწავლოს რელაქსაცია (განტვირთვა). ეს მეტად საჭირო ცოდნა გამოგადგებათ მშობიარობის დროსაც და დადებითად იმოქმედებს თქვენს შემდგომ ცხოვრებაზეც. რელაქსაციის ყველაზე მარტივი სახეა-წყნარი მუსიკის ჩართვა, დაწოლა, მოხერხებულად განთავსება და საკუთარ სუნთქვაზე ფოკუსირება. ღრმად ჩაისუნთქეთ და ნელა ამოისუნთქეთ. წარმოიდგინეთ, რომ ყოველ ამოსუნთქვაზე თქვენ გეუფლებათ განტვირთვის და სიმშვიდის გრძნობა. ორსული ქალის სულიერი მდგომარეობა იმდენად ბევრ ცვლილებას განიცდის, რომ მას შეიძლება გაუჩნდეს მარტოობის გრძნობა. ეს ემოციური მდგომარეობა იძლევა იმის საშუალებას, რომ ქალმა ღრმად ჩაიხედოს საკუთარ სულში, გაერკვიოს საკუთარ თავში და გააანალიზოს ცხოვრებისეული გამოცდილება ან თუნდაც მოახდინოს არსებულ ფასეულობათა გადახედვა. განმარტოების საათები გამოიყენეთ თვითშემეცნებისათვის, მაგრამ ძალიან არ ჩაიკეტოთ საკუთარ თავში, გაუზიარეთ თქვენი განცდები ახლობელ ადამიანებს, კითხეთ რჩევა ფსიქოლოგს. შთამბეჭდაობა იმ შემთხვევაშიც კი თუ ქალი ორსულობამდე მშვიდი ზნით გამოირჩეოდა, ამ დროს ძალზე ადვილად შეიძლება ჩავარდეს პანიკაში თავისი ექიმის აბსტრაქტული საუბრების გამო ორსულობის მსვლელობის შესაძლო გართულებებთან დაკავშირებით ან საკუთარი მშობიარობის შესახებ მეგობრის მიერ მონაყოლი ექსცენტრიული ისტორიის გამო. ზოგიერთი ფილმის სცენამ ან ახალმა ამბებმა (სატელევიზიო), სამსახურში უფროსის კრიტიკულმა შენიშვნამ შეიძლება საერთოდ გამოიყვანონ ქალი მდგომარეობიდან. მიეცით ემოციებს გამოხატვის საშუალება, თუ საჭიროა იტირეთ, შესჩივლეთ ახლობლებს და რაც მთავარია არ ჩაიდოთ წყენა გულში. გახსოვდეთ, რომ თქვენს შთამბეჭდაობას აქვს მეორე მხარეც-შანსი ახლებურად შეხედოთ სამყაროს. ორსულობისას ქალი როგორც ბავშვი ისე გრძნობს თავს და ინტერესით და გაოცებით შესცქერის სამყაროს, გამოიყენეთ ეს ახალი შესაძლებლობა დატკბეთ ცხოვრების მშვენიერი მხარეებით. თქვენი შთაბეჭდილებების წყალობით თქვენ ბავშვს გადასცემთ ინფორმაციას გარე სამყაროზე. თქვენი შთაბეჭდილებები მას მოუთხრობენ იმის შესახებ, კეთილია თუ ბოროტია გარე სამყარო, ლამაზი თუ უსახური, მხიარული თუ მოწყენილი. ამიტომ შეეცადეთ რაც შეიძლება ხშირად გქონდეთ კონტაქტი ბუნებასთან, ხელოვნებასთან და მიიღოთ რაც შეიძლება მეტი დადებითი ემოცია. მარტოობა ორსული ქალის გულში იმდენად ბევრი ცვლილება ხდება, რომ მან ამ გრანდიოზული გარდაქმნების ფონზე შეიძლება თავი მეტისმეტად მარტო იგრძნოს. მის ირგვლივ მყოფი ადამიანები იგივენი არიან, მხოლოდ ის შეიცვალა, თვითონ. მიუხედავად ამისა, მარტოობის განცდას აქვს დადებითი მხარეებიც: იძლევა საკუთარ გულში ჩახედვის, საკუთარ თავში გარკვევის შესაძლებლობას, ცხოვრებისეული გამოცდილების ანალიზის და შესაძლოა ფასეულობათა გადახედვის იშვიათ შანსს. გამოიყენეთ მარტოობის საათები თვითშემეცნებისთვის, მაგრამ ამასთან არ ჩაიკეტოთ საკუთარ თავში, გაუზიარეთ თქვენი განცდები ახლობელ ადამიანებს, რჩევა ჰკითხეთ ფსიქოლოგებს, დაელაპარაკეთ სხვა ორსულ ქალებს. და რაც მთავარია, დაიწყეთ ბავშვთან ურთიერთობა, ის ხომ ყველაზე ახლობელი ადამიანია თქვენთვის. როგორ ავარიდოთ თავი შესაძლო გაუგებრობას ორსულობის პერიოდმა შეიძლება ცოლ-ქმრულ ურთიერთობებს შესძინოს ახალი დადებითი იმპულსი, მაგრამ შეიძლება გაუგებრობაც გამოიწვიოს. ქალს ხომ სწორედ საყვარელი ადამიანისგან სჭირდება მხარდაჭერა ამ დროს. მაგრამ მამაკაცს უჭირს ცოლის ორსულობის პროცესში ჩართვა და ამის ისევე აღქმა, როგორც ქალს. ქმარს უფრო ცოლის ახალი უცნაურობები აღელვებს და ორსულობის მიმდინარეობის თავისებურებები მას ნაკლებად აინტერსებს. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის აბსოლუტურად გულგრილია უახლოესი მოვლენების მიმართ, უბრალოდ მამაკაცები ამ ყველაფერს თავისებურად აღიქვამენ. შეეცადეთ ძალდაუტანებლად ჩაახედოთ თქვენი ახლობელი ადამიანი ორსულობის საკითხებში. მას სჭირდება მარტივი, კონკრეტული ინფორმაცია იმის შესახებ, რაც ხდება მოცემულ ეტაპზე. სთხოვეთ მას გამოგყვეთ ექოსკოპიის მორიგ სეანსზე. ზოგიერთი მამაკაცი იმის მერე, რაც საკუთარ პირმშოს იხილავს მუცლის შიგნით, მთლიანად იცვლის დამოკიდებულებას ცოლის ორსულობის მიმართ, თითქოსდა იჯერებს ბავშვის რეალურ არსებობას. ხშირად გამოიყენეთ ნაცვალსახელი “ჩვენ”: ეს კიდევ ერთი ნიშანი იქნება იმისა, რომ თქვენ უკვე აღარ ხართ მარტო. თავსმოუხვევლად უამბეთ ქმარს იმის შესახებ, თუ როგორ იქცეოდა პატარა დღის განმავლობაში. თუ დასაწყისში ამას მოსალოდნელი რეაქცია არ მოჰყვა, არ განაწყენდეთ და ქმარი გულგრილობაში არ დაადანაშაულოთ. უბრალოდ ბევრი მამაკაცი თავის ემოციებს ღიად არ გამოხატავს.
თუ გაგაჩნიათ ერთობლივი სურვილი, რომ ქმარი დაესწროს მშობიარობას, მან უნდა გაიაროს მომზადების შესაბამისი კურსები იმისათვის, რომ პასიური მოწმის როლი მისთვის აქტიური მონაწილის როლით შეიცვალოს. ის საჭირო მომენტში არა მარტო განუგეშებთ, არამედ შეგახსენებთ სწორი სუნთქვის საჭიროებას, მოგეხმარებათ მდგომარეობის შეცვლაში. ასეთი ქმედითი მონაწილეობა მშობიარობის დროს ეხმარება მამაკაცს გააცნობიეროს თავისი მამობა, ხოლო ქალისთვის შეუცვლელი მხარდაჭერის ტოლფასია.
მამაკაცისთვის სიახლე იმის შესახებ, რომ ის მალე მამა გახდება, თავიდან მასში იწვევს გაორებულ გრძნობას. ერთი მხრივ, ის გახარებულია, რომ ახალ არსებას მისცა სიცოცხლე, მეორე მხრივ – ეშინია ახალი როლის. მამობის შიში შეიძლება გაუჩნდეთ იმ მამაკაცებს, რომლებიც თავის დროზე თავს გრძნობდნენ არასასურველ შვილად.
ორსულობის პერიოდი – ეს სრულიად განსაკუთრებული დროა წყვილის ცხოვრებაში. მამაკაცს ძალიან უჭირს ცოლის მღელვარების ტალღაზე გადართვა. მისთვის ასევე ძნელია იმის გაგება, თუ რა ხდება ორსული ქალის ორგანიზმში, რადგან ის ბიოლოგიურად ვერ გახდება ორსული. და სწორედ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მამაკაცი ფსიქოლოგიურად განიმსჭვალოს თავისი რჩეულის ორსულობით ისე, რომ მისი სულიერი რიტმები იყოს მეუღლის რიტმების თანხვდენილი. მაშინ ცხრა თვის მანძილზე მამაკაცი შეძლებს საკუთარი შვილის გაჩენისთვის მომზადებას, იმისდა მიუხედავად, დაგეგმილი იყო თუ არა ეს ორსულობა. წყვილის ცხოვრებაში უფრო მჭიდრო სულიერი და ფსიქოლოგიური კონტაქტის დასამყარებლად საჭირო იმპულსი სწორედ ქალისგან უნდა მომდინარეობდეს. ის არ უნდა ჩაიკეტოს საკუთარ თავში და ფიქრობდეს იმას, რომ ორსულობა მისი პირადი საქმეა. თუ ქალი შეეცდება იმას, რომ დამოუკიდებლად, პარტნიორის გარეშე გადაწყვიტოს წარმოშობილი პრობლემები, შეეცადოს გარდაქმნას საკუთარი თავი, ცხოვრების სტილი, მას საგრძნობლად გაუჭირდება. და მეტიც, მისი ამგვარი ქცევა მას დააშორებს ქმრისგან, პირველ რიგში ფსიქოლოგიურად და შესაბამისად, არ მისცემს მომავალ მამას ქმედითად დაეხმაროს მას იმ პრობლემების გადაწყვეტაში, რომლებთანაც მას მოუწევს შეჯახება. გარდა ამისა, მამკაცს უნდა ესმოდეს, რომ ორსულობის პერიოდში და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს ორსულობა პირველია, ქალს შეიძლება არ სჯეროდეს საკუთარი ძალების, იყოს გულჩვილი. ამ პერიოდში მას მოფერება, მხარდაჭერა და მფარველობა სჭირდება. სწორედ ახლა სჭირდება მას განსაკუთრებული ყურადღება. მაგრამ ქალმა შეიძლება იქონიოს მამაკაცის გულწრფელი თანაგრძნობის იმედი ორსულობის დროს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის ქმარს უყვება ყველაფერ იმას, რაც მის თავს ხდება. რაც უფრო გულახდილად უზიარებს ცოლ-ქმარი ერთმანეთს აზრებს, სურვილებს, მოსაზრებებს, შიშსა და მღელვარებას, მით უფრო ჰარმონიულად ჩაივლის ორსულობის 9 თვე. ყველაზე მთავარი, რაც შეიძლება გააკეთოს მამაკაცმა ამ დროს – შეეცადოს მაქსიმალურად გააუმჯობესოს ფსიქოლოგიური ატმოსფერო ოჯახში. წინ ხანგრძლივი 9 თვე გელოდებათ და თუ არ გინდათ ფუჭი დროის კარგვა უსარგებლო განცდებზე, მამაკაცი შეიძლება თავადაც კარგად მოემზადოს ფსიქოლოგიური თვალსაზრისით და ცოლსაც გაუწიოს თანადგომა ორსულობის დროს და მშობიარობის წინ.
 
 იმისათვის, რომ მამაკაცმა კარგად გაიგოს თუ რა ემართება ქალს ორსულობის დროს, მან მეტი უნდა იცოდეს იმის შესახებ, თუ როგორ ვითარდება ბავშვი მუცლადყოფნის პერიოდში, როგორ მიმდინარეობს მშობიარობა, როგორ ევლინება სამყაროს ახალი ადამიანი. ამისათვის არსებობს შესაბამისი ლიტერატურა, ვიდეოფილმები, სადაც აღწერილია ბავშვის განვითარება დაბადებამდე. კიდევ უფრო უკეთესი, თუ წყვილი გაივლის მშობიარობისათვის მოსამზადებელ კურსებს, სადაც ისინი ძალიან სასარგებლო და საჭირო ინფორმაციას მიიღებენ ორსულობისა და მშობიარობის შესახებ და ეს მათ დაეხმარებათ ამ მნიშვნელოვანი მივლენების ფონზე საკუთარი როლის გაცნობიერებაში. უკვე რამოდენიმე მეცადინეობის მერე მათი ცნობიერება ნათდება და ადრინდელი შიში და გაურკვეველი მღელვარება ადგილს უთმობს მიმდინარე მოვლენების მწყობრ და ჰარმონიულ სურათს, სადაც უკვე ყველაფერი ნათელი და გასაგებია.
თუმცა არის მამაკაცების ისეთი კატეგორიაც, რომლისთვისაც არც ისე ადვილია ახალ გარემოებებთან შეგუება. მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში ახლა უკვე ერევა მესამე არსება, რომლის მიმართაც მომავალ მამას შეიძლება ჰქონდეს არაერთმნიშვნელოვანი გრძნობები: ეს შეიძლება ჰგავდეს ეჭვიანობას მომავალი კონკურენტის მიმართ; მამაკაცმა შეიძლება თავი იგძნოს ზედმეტად დედა-შვილის ორგანული კავშირის ფონზე და ასეთ შემთხვევაში მამაკაცი აუცილებლად გულახდილად და ტაქტიანად უნდა დაელაპარაკოს საკუთარ ცოლს თავის გრძნობებზე, რომ ბავშვის მოლოდინი ორივესთვის იყოს სიხარულის მომტანი და მისი დაბადება კი დიდი დღესასწაული. შუა ორსულობის პერიოდი – დროის ყველაზე შესანიშნავი მონაკვეთია მომავალი მშობლებისათვის. ამ მომენტისათვის ფიზიკურად და სულიერად ქალმა უკვე გადალახა ჰორმონალური ცვლილებები. ორივე მათგანი შეეჩვია ახალ გარემოებას. ცოლ-ქმრული ურთიერთობა ამ ეტაპზე იძენს სიღრმისეულ ხასიათს, დგება საუკეთესო პერიოდი თავისუფალი დროის ერთად გატარებისა დასვენებისათვის. მშობიარობისწინა პერიოდში განსაკუთრებით სასიამოვნო და ამასთან სასარგებლოა ბავშვთან საუბარი, მისთვის მღერა, ყურადღების გამოჩენა. მას ხომ შესანიშნავად ესმის ამ დროს თქვენი.
ორსულობა- საუკეთესო პერიოდია იმისათვის, რომ ცოლ-ქმარმა ისაუბროს თუ როგორ შეიცვლება მათი შემდგომი ცხოვრება, მათი როგორც მშობლების როლის შესახებ; კარგი იქნება თუ ისინი გაიხსენებენ ეპიზოდებს საკუთარი ბავშვობიდან, ამასთან დაკავშირებულ შეგრძნებებსა და შთაბეჭდილებებს. მეტად მნიშვნელოვანია იმის გახსენებაც თუ როგორი ბავშვები იყვნენ თვითონ და როგორი ურთიერთობა ჰქონდათ მათ მშობლებთან. ამასთან, მიზანშეწონილია, თუ ისაუბრებთ იმის შესახებ, თუ რისი შეცვლა მოგინდებოდათ საკუთარ ოჯახში, რათა არ გაიმეოროთ თქვენი მშობლების მიერ დაშვებული შეცდომები. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რადგან ხშირად მშობლების ოჯახში არსებული სტერეოტიპები გადმოიტანება საკუთარ ოჯახში და რიგი საკითხების მცდარი აღქმა აგრძელებს თავის შემდგომ ცხოვრებას. ახალბედა მშობლები ხშირად ისევე ექცევიან საკუთარ შვილებს, როგორც თავის დროზე ექცეოდნენ მათ მშობლები. მეტიც, ხანდახან მათ არ უნდათ ასე მოქცევა, მაგრამ ირთვება ქვეცნობიერების მექანიზმები და სტერეოტიპები მაინც აგრძელებენ მავნე მუშაობას. ხოლო იმ შემთხვევაში თუ წყვილი ერთობლივად და შეთანხმებულად გადაამუშავებს ამ ნეგატიურ მასალას, თუ ცოლ-ქმარი შეეცდება მოიშოროს ეს ტვირთი და გულწრფელად მოუნდება ახლებურად ურთიერთობის აწყობა ბავშვთან ერთად ურთიერთპატივისცემითა და ჰარმონიით აღსავსე ატმოსფეროში, გაერკვევა თავის ბავშვურ მოგონებებში და გააკეთებს შესაბამის დასკვნებს, ის შეძლებს უკვე ფესვგადგმული და ზოგჯერ გაუცნობიერებელი სტერეოტიპებისგან გათავისუფლებას.
მინდა კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი სპეციალური სამშობიარო კურსების სარგებლობას: ამ კურსებზე დასწრება ცოლ-ქმარს გაუწევს არა მარტო დიდ მორალურ მხარდაჭერას, არამედ მისცემს მათ შესაძლებლობას შეხვდეს და გაუზიაროს საკუთარი შთაბეჭდილებები, აზრები, შეგრძნებები ამ კურსების სხვა მსმენელებსაც, რითაც გაცილებით გაადვილდება თითოეული მათგანისათვის ამ პერიოდისათვის ტიპიური ბევრი საკითხის აღქმა. ერთი სიტყვით, ამგვარი კურსების გავლა დაეხმარება მომავალ მამას თავი იგრძნოს აქტიურ და სასარგებლო მონაწილედ იმ დიდი მოვლენისა, რასაც საკუთარი შვილის დაბადება ჰქვია.


მღელვარება ბავშვის ჯანმრთელობაზე


ხანდახან ორსული ქალი შიშით იხსენებს ყველა იმ რისკის ფაქტორს, რომელიც მას ორსულობის დასაწყისში აღმოუჩინეს და ამას მოჰყვება როგორც წესი მღელვარება იმის თაობაზე, თუ როგორ აისახება ეს ყველაფერი ბავშვზე: მოსვენებას არ აძლევენ დალეული ჭიქა ღვინოს და მიღებული ასპირინის ფაქტები (მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ უცნობი იყო ორსულობის ფაქტი), ფიქრები დაბინძურებული ჰაერის და სამუშაო კომპიუტერის მონიტორის შესაძლო გამოსხივებასთან დაკავშირებით.
არ ღირს რისკის ხარისხის გადაჭარბებული აღქმა. დაფიქრდით, რომ უსაფუძვლო მღელვარება გაცილებით უფრო საზიანოა თქვენი ბავშვისთვის, ვიდრე ის შეცდომები, რომლებიც თქვენს მიერ არის დაშვებული. თავს ნუ მისცემთ დანაშაულის გრძნობას, უმჯობესია იპოვოთ ხერხი, რომელიც გააწონასწორებს თქვენს მიერ დაშვებულ შეცდომებს იქნება ეს აქტიური გასვლები სუფთა ჰაერზე თუ დაბალანსებული კვება, ან კლასიკური მუსიკის მოსმენა. და კიდევ, შეეცადეთ ხშირად წარმოიდგინოთ ხოლმე თუ როგორი ჯანმრთელი, ძლიერი და ლამაზი ბავშვი გაგიჩნდებათ. ასეთი ფანტაზიები ძალიან დადებითად მოქმედებენ ბავშვის განვითარებაზე.

ორსულობის მახარობლები


მედიკოსები ამტკიცებენ, რომ ქალის ქვეცნობიერება ინფორმაციას ნაყოფის ჩასახვის შესახებ იღებს უკვე იმ მომენტში, როდესაც ის ხდება. სხვაგვარად, მომავალ დედას წარმოდგენაც არა აქვს, რა ხდება ამ დროს მის ორგანიზმში და მისი ფსიქიკა კი უკვე ახლა იწყებს გარდაქმნას ახალი მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად. ამ მდგომარეობაში ქვეცნობიერება (ინტუიცია, წინასწარმეტყველება, მეექვსე გრძნობა თუ გნებავთ) აგებინებს ქალს, რომ დროა შეცვალოს ცხოვრება, პატარას გაჩენას დაუწყოს ლოდინი და შესაბამისად იზრუნოს მასზე და საკუთარ თავზე.
ითვლება, რომ ჩვენი ფსიქიკა ამგვარ შეტყობინებას აგზავნის სიზმრების სახით. კერძოდ, ყველაზე გავრცელებული სიზმარი ამ დროს ასახავს სიუჟეტს, რომელშიც ქალი თევზს იჭერს ხელებით ან საერთოდ, სიზმარი, რომელშიც ფიგურირებს თევზი. ის, რომ ასეთი სიზმარი ესიზმრება ძალიან ბევრ ორსულ ქალს, არაფერია გასაკვირი – ქვეცნობიერება ამგვარად ნაყოფის ჩასახვის შესახებ ინფორმაციის მიწოდების ყველაზე მოხერხებულ ფორმას პოულობს. იმდენად რამდენადაც “თევზის” სიზმრის შესახებ იცის ძალიან ბევრმა, ქვეცნობიერება “სთავაზობს” მას მომავალ დედას.
ქალს, რომელსაც ეჭვიც კი არ გასჩენია საკუთარ ორსულობაზე, ასევე შეიძლება დაესიზმროს რომ ის ორსულადაა, მშობიარობა, ან ჯერ არდაბადებული ბავშვი, ერთი სიტყვით, ყველაფერი, რაც გამოიწვევს ორსულობასთან მტკიცე ასოციაციას.
დაახლოებით იგივე შეიძლება ითქვას ცხოვრების ნიშნებზე. ქვეცნობიერება ორსული ქალის ყურადღებას ამახვილებს იმ მოვლენაზე ან საგანზე, რომელთა გამოჩენაც ორსულობის დადგომას ნიშნავს. ამგვარ საგნებზე და სიზმრებზე ყურადღების გამახვილება არა მარტო დასაშვებია, არამედ აუცილებელიცაა – ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეს სულაც არ არის ცრუმორწმუნეობის მაჩვენებელი. მთავარია, არ გამოგეპაროთ ეს სიგნალი, დროულად მიაქციოთ მას ყურადღება, თუ ნაყოფის ჩასახვაზე არაფერია ცნობილი. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ორსულობის ფაქტი დადასტურებულია, ისღა დაგრჩენიათ კიდევ ერთხელ განიცადოთ ამ მოვლენასთან დაკავშირებული სიხარული