Wednesday, December 11, 2013

ნევროზთან ბრძოლის ხალხური საშუალებები

                                                                          გულ-სისხლძარღვთა ნევროზის დროს, შეურიეთ ერთმანეთს თანაბარი რაოდენობით გვირილა, პიტნა, კამა, კვლიავი და კატაბალახას ფესვები. 1 სადილის კოვზ ნარევს დაასხით 1 ჩაის ჭიქა ცხელი წყალი და დადგით ნახევარი საათით. დღის განმავლობაში დალიეთ მეოთხედი ჩაის ჭიქა ნაყენი.

  ვეგეტონევროზის დროს, 1 სადილის კოვზ წითელი კუნელის მარცვლებს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, წამოადუღეთ, გაწურეთ და მიიღეთ 1 სადილის კოვზი, დღეში 3-ჯერ.

  ნევრალგიის დროს, თანაბარი რაოდენობით შეურიეთ ერთმანეთს გვირილის, დიდგულასა და იასამნის ყვავილები. დაასხით მდუღარე წყალი, მიიყვანეთ ადუღებამდე და შემდეგ გაწურეთ. დალიეთ თბილი ნაყენი დღეში 3-ჯერ.

  უძილობის დროს დამამშვიდებელ საშუალებად შეგიძლიათ შემდეგი ნაყენი მიიღოთ: 2 სადილის კოვზ სვიას დაასხით ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი. გააჩერეთ ერთი საათი, შემდეგ გაწურეთ და დალიეთ მეოთხედი ჩაის ჭიქა ნაყენი, დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

  ასევე, უძილობის დროს, 1 ჩაის კოვზ ბარამბოს შეურიეთ 1 ჩაის კოვზი ფორთოხლის ქერქი, დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, თავზე დაახურეთ და გააჩერეთ ნახევარი საათი. შემდეგ გაწურეთ, დაამატეთ 1 ჩაის კოვზი კატაბალახას წვეთები და მიიღეთ 1 ჩაის კოვზი, დღეში 2-ჯერ, თაფლთან ერთად.

როგორია თქვენი ფსიქოლოგიური ნატურა (ტესტი)

test                                                                  გთავაზობთ ტესტს, რომელიც ადამიანის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას განსაზღვრავს. აირჩიეთ გამოსახულება, რომელიც მოგწონთ ფერით და ფორმით. ე.ი შენ ხარ... 

  1 უპრობლემო, მოთამაშე. მხიარული ცხოვრება თქვენთის თავისუფლებაა, ყოველი წუთით ხარობთ. თქვენი დევიზია „ვცხოვრობთ ერთხელ“. გიყვართ სიახლეები და ცვლილებები. ვერ იტანთ შებოჭილობის შეგრძნებას და გიხარიათ ცხოვრების ყოველი სიურპრიზი.
  2 დამოუკიდებელი, პირობითობის უარმყოფელი, უშუალო. თქვენ ყოველთვის მიდიხართ თქვენი გზით და ვერ იტანთ ხელისშემშლელ პირობებს, რომელიც აფერხებს თქვენს დამოუკიდებლობას. ხართ არტისტული ნატურა. ხშირად, შინაგანი თავისუფლების მოსაპოვებლად უნებლიედ იქცევით ყველასგან განსხვავებულად, ამიტომ თქვენთვის არ არის მთავარი ის, რაც „ახლა მოდაშია“. ცხოვრობთ საკუთარი წარმოდგენებით, რის გამოც ზოგჯერ „დინების საწინააღმდეგოდ ცურვა“ გიწევთ.
  3 გახასიათებთ თვითანალიზი და დაფიქრება. მგრძნობიარე ადამიანი ხართ. არ გიყვართ ზედაპირულობა. უაზრო ლაპარაკს გირჩევნიათ თქვენს თავში ჩაიკეტოთ. მიუხედავად ამისა, მეგობრებთან გახსნილი და თბილი დამოკიდებულება გაქვთ. ეს გაძლევთ შინაგანი სიმშვიდის და ჰარმონიის შეგრძნებას. იშვიათად ხართ მოწყენილი.
  4 ცხოვრებისეული, გაწონასწორებული, ჰარმონიული აფასებთ ბუნებრიობას და უბრალოებას. ადამიანები თქვენთან კომფორტულად გრძნობენ თავას, რადგან მყარად დგახართ ფეხზე და სხებისთვისაც საიმედო დასაყრდენი ხართ. სკეპტიკურად ხართ განწყობილი მოდის მიმართ. გიყვართ პრაქტიკული ტანსაცმელი. კეთილი და თბილი ადამიანი ხართ.
  5 პრაგმატული, პროფესიონალი, საკუთარ ძალებში დაჯერებული. გჯერათ მხოლოდ საკუთარი შესაძლებლობების და არასოდეს ბედისწერის. უბრალო მეთოდებით წყვეტთ პრობლემებს. რეალურად უყურებთ ცხოვრებას და ყოველდღიურ საზრუნავს. არასოდეს ტოვებთ დაწყებულ საქმეს შუა გზაზე.
  6 მშვიდობისმოყვარე, სამართლიანი, არააგრესიული. თქვენთან ურთიერთობა იოლია, თუმცა ძალიან ფრთხილი ხართ. მეგობრების წრეში თავს კარგად გრძნობთ, მაგრამ ზოგჯერ აუცილებლად გჭირდებათ განმარტოვებაც, რის გამოც ხშირად „იმალებით“ თქვენთვის საყვარელ ადგილებში. მიუხედავად ყველაფრისა, თავს მარტოსულად არ გრძნობთ, სამყაროსთან ხართ ჰარმონიაში და აფასებთ რასაც ცხოვრება გაძლევთ.
  7 საკუთარ თავში დარწმუნებული, ანალიზის უნარის მქონე, ვისაც შეიძლება დაეყრდნო. თქვენი ცხოვრების მთავარი თანამგზავრია კულტურა. უნარი გაქვთ დაინახოთ და შეაფასოთ ისეთი რამ, რასაც სხვა ვერ ხედავს და რაც შეიძლება ნამდვილ ფასეულობას წარმოადგენდეს. გაქვთ ცხოვრების საკუთარი სტილი - ექსკლუზიური და ელეგანტური.
  8 რომანტიული, მეოცნებე, ემოციური. ხართ ძალიან მგრძნობიარე ნატურა. თქვენთვის მთავარია რას გეუბნებათ გრძნობა და არა გონება, მთავარია გქონდეთ ოცნება. არ გაინტერესებთ ის ადამიანები, რომლებიც უარყოფენ რომანტიზმს და ეყრდნობიან მხოლოდ გონებას.
  9 დინამიური, აქტიური, ექსტრავაგანტური. ვერ იტანთ ერთფეროვნებას. გიყვართ მოძრაობა, რისკი მრავალფეროვნება. უმოქმედობა თქვენთვის წარმოუდგენელია.

Thursday, December 5, 2013

პოლ უოქერის გარდაცვალების შემდეგ საიუველირო სალონის გამყიდველმა საიდუმლო გაამხილა

                           მას შემდეგ, რაც ცნობილი მსახიობის, პოლ უოკერის ტრაგიკული სიკვდილის შესახებ ინფორმაცია მთელ მსოფლიოში გავრცელდა, ამერიკის ერთ-ერთი საიუველირო სალონის გამყიდველმა გასცა საიდუმლო, რომელსაც მსახიობის თხოვნით, 2004 წლიდან ინახავდა.

საქმე ის გახლავთ, რომ სწორედ ამ წელს, ხსენებულ სალონში, საქორწინო ბეჭდის შესაძენად კაილ და ქრისტიან აპხემები შევიდნენ. მათ იქ საჩუქრის შესაძენად შესული პოლ უოქერი დახვდათ. გასაკვირი არ არის, რომ ახალგაზრდებს ეს ძალიან გაუხარდათ და მსახიობს ავტოგრაფიც გამოართვეს. პოლმა შეამჩნია, რომ წყვილი სალონიდან შენაძენის გარეშე გავიდა, რადგან იმ ბეჭდის შესაძენად, რომელიც საპატარძლოს მოეწონა, თანხა არ ეყოთ. 

საღამოს აპხემების სახლში ტელეფონმა დარეკა. მათ საიუველირო სალონიდან აცნობეს, რომ აუცილებლად უნდა მისულიყვნენ, რადგან მათ სახელზე ნივთი იყო დატოვებული. წყვილისთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა ის, რომ 9000 დოლარად ღირებული ბეჭედი,  უცხო ადამიანმა მათთვის შეიძინა. გამყიდველმა, მისივე თხოვნით, ნივთის შემძენის ვინაობა არ გაამხილა. ახალგაზრდებმა ბეჭედი და ქვითარი წამოიღეს.

ამ ისტორიამ პრესაში მხოლოდ ახლახანს, მსახიობის ამ ქვეყნიდან წასვლის შემდეგ გამოჟონა. როგორც ჩანს, გამყიდველი აქამდე პატიოსნად უნახავდა უოლქერს საიდუმლოს, თუმცა მისი დაღუპვის შემდეგ, გადაწყვიტა, გაემხილა ის, რათა ხალხს სცოდნოდა, როგორი კეთილი იყო "ფორსაჟის" ვარსკვლავი.

"არ ღირს ვიდარდოთ ჰოლივუდის ვარსკვლავის დაკარგვის გამო, უნდა ვიდარდოთ კეთილი და გულუხვი ადამიანის ამ ქვეყნიდან წასვლის გამო, რადგან არავინ იცის, რამდენი სიკეთის დათესვას შეძლებდა ის მომავალში". - წერს უცხოური პრესა.

Sunday, December 1, 2013

ტუჩსაცხის ფერის მამაკაცური აღქმა

ტეილორ სვიფტი                                                                                                 კლასიკური წითელი 
     ეს არის “შემომხედე-მე” ფერი, ან “მე-ვითხოვ-ყურადღებას”. ამ ფერის ტუჩსაცხი ისე მოქმედებს კაცებზე, როგორც ზვიგენზე სატყუარა მაშინ, თუ  დაქალებთან ერთად ბარში ხარ და ვინმეს გაცნობა გინდა. სამაგიეროდ, თუ ქმართან ერთად სადმე სადილობ, მას აუცილებლად მოუწევს ეჭვიანობა მამაკაცთა მხრიდან შენს მიმართ გადამეტებული ყურადღების გამო. თუმცა კაცების უმეტესობა აცხადებს, რომ არ მოსწონთ წითელპომადიანი ქალების კოცნა, რადგანაც ბოლოს თვითონ კლოუნებს ემსგავსებიან :D


 ბლეიკ ლაივლი
    მკვეთრი ვარდისფერი ანუ Hot pink
   მას არ აქვს წითელი ფერისათვის დამახასიათებელი კლასიკური რომანტიკა. სამაგიეროდ მკვეთრი ვარდისფერი უფრო ახალგაზრდულია, პანკურია, თავგადასავლების მოყვარულის და როკ-ვარსკვლავის ფერია. ეს კაცებს ანიშნებს რომ შენ არ გეშინია მისცე თავს გართობის უფლება
  
ჯენიფერ ლოპესი
  კანისფერი და მბზინავი
 კაცებს არ მოსწონთ უფერო, მბზინავი ტუჩსახები. თუ შენ შენი კანისფერ ტუჩსაცხს ატარებ, ისინი ფიქრობენ, რომ შენ სიცივეში დიდ ხანს მოგიწია დგომამ და შენმა ტუჩებმა თავისი მომხიბვლელობა დაკარგა. “კანისფერი პომადა გლაზურმოსხმულ დონატს გავს” -  აცხადებენ კაცები.
 კირსტენ დანსტი                                                                             კაშკაშა სტაფილოსფერი 
 ამ ფერს ხალისი შემოაქვს და კაცების უმრავლესობა აღიარებს, რომ ასეთი ფერის პომადის დანახვისას მაშინვე ფანტას რეკლამა ახსენდება, “მეტი ფანტა, მეტი მხიარულება, გინდა ფანტა?” ასეთი გოგონები, მათი აზრით, ცოტა ფიცხები არიან, თუმცა მათ იციან მხიარულების ფასი. ასე რომ არ შეგეშინდეს მოსინჯო რაიმე განსხვავებული.
 ლედი გაგა
 მეტალიკა 
  ეს უფრო თინეიჯერულია და თუ შენ “სექსი დიდ ქალაქში” ასაკში ხარ მაშინ შენ ეს არ გამოგადგება. ეს ბზინვარება ჯობია კლუბისთვის შემოინახო.

Thursday, November 28, 2013

რაზეა დამოკიდებული ქალის სიცოცხლის ხანგრძლივობა?!

  წიგნები                ამერიკელმა მეცნიერებმა ცოტა იფიქრეს თუ ბევრი, დაასკვნეს რომ ქალის სიცოცხლის ხანგრძლივობა დამოკიდებულია განათლებაზე. 46 ათას ქალბატონზე დაკვირვებამ აჩვენა რომ, რაც უფრო მაღალი განათლება აქვს ქალს მით უფრო დიდხანს ცოცხლობს, ასევე დამტკიცდა რომ განათლების ხარისხის ზრდასთან ერთად მცირდება მწეველების რიცხვი. რაც ყველაზე უცნაურია ეს სტატისტიკა კაცებზე არ ვრცელდება.
       
                ასე რომ შეიძლება ითქვას ქალის დიდი ხნის სიცოცხლის საიდუმლო წიგნებში იმალება.

Saturday, November 23, 2013

მაილი საირუსმა წარბები "დაკარგა"

                     მაილი საირუსმა წარბები "დაკარგა"                       მაილი საირუსის ექსცენტრიული იმიჯი ალბათ აღარავის უკვირს. მომღერალი სულ უფრო და უფრო ცდილობს პანკი გოგონას როლში შეჭრას. ამჯერად მისი მორიგი გიჟური სვლა წარბების "მოშორებაა". მან ისინი კანის ფრად შეიღება ისე, რომ თითქმის საერთოდ არ ეტყობა სახეზე მათი არსებობა. ვინ იცის კიდევ რამდენ ხანს გააგრძელებს გოგონა ამ გიჟური იმიჯის მორგებას....

Monday, November 18, 2013

Justin Bieber-ს სცენაზე ბოთლი ესროლეს

                                                                       Justin Bieber-ი კვლავ ჰეითერების მსხვერპლი გახდა. მომღერალს Believe Tour-ის ფარგლებში ბრაზილიაში ორი კონცერტი ჰქონდა დაგეგმილი. ერთ-ერთმა მათგანმა კი Justin-ისთვის სასიამოვნოდ ნამდვილად არ ჩაიარა.

შემსრულებელი "Boyfriend"-ს ასრულებდა, როდესაც დარბაზიდან ვიღაცამ წყლის ბოთლი ესროლა. Bieber-მა სიმღერა შეწყვიტა, გაბრაზებული სახით მაყურებლებს გადახედა და სცენა დატოვა.

შეგახსენებთ, რომ ეს პირველი ინციდენტი არ გახლავთ Believe Tour-ის მსვლელობისას... ტურნე გრძელდება, აი წინ კი კიდევ ათობით კონცერტია, რომელიც 8 დეკემბერს ავსტრალიაში დასრულდება.

აქვე გეტყვით, იმასაც, რომ Justin-ი ბრაზილიაში ყოფნისას ერთ-ერთი საროსკიპოდან გამომავალიც დააფიქსირეს. ფოტოები ელვის სისწრაფით გავრცელდა ინტერნეტში და ინტერნეტ გამოცემის რჩეულ არტიკლადაც იქცა.        
                 

         http://www.youtube.com/watch?v=hEMsw3t8CUQ  <---- ესეც ლინკი