Thursday, December 5, 2013

პოლ უოქერის გარდაცვალების შემდეგ საიუველირო სალონის გამყიდველმა საიდუმლო გაამხილა

                           მას შემდეგ, რაც ცნობილი მსახიობის, პოლ უოკერის ტრაგიკული სიკვდილის შესახებ ინფორმაცია მთელ მსოფლიოში გავრცელდა, ამერიკის ერთ-ერთი საიუველირო სალონის გამყიდველმა გასცა საიდუმლო, რომელსაც მსახიობის თხოვნით, 2004 წლიდან ინახავდა.

საქმე ის გახლავთ, რომ სწორედ ამ წელს, ხსენებულ სალონში, საქორწინო ბეჭდის შესაძენად კაილ და ქრისტიან აპხემები შევიდნენ. მათ იქ საჩუქრის შესაძენად შესული პოლ უოქერი დახვდათ. გასაკვირი არ არის, რომ ახალგაზრდებს ეს ძალიან გაუხარდათ და მსახიობს ავტოგრაფიც გამოართვეს. პოლმა შეამჩნია, რომ წყვილი სალონიდან შენაძენის გარეშე გავიდა, რადგან იმ ბეჭდის შესაძენად, რომელიც საპატარძლოს მოეწონა, თანხა არ ეყოთ. 

საღამოს აპხემების სახლში ტელეფონმა დარეკა. მათ საიუველირო სალონიდან აცნობეს, რომ აუცილებლად უნდა მისულიყვნენ, რადგან მათ სახელზე ნივთი იყო დატოვებული. წყვილისთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა ის, რომ 9000 დოლარად ღირებული ბეჭედი,  უცხო ადამიანმა მათთვის შეიძინა. გამყიდველმა, მისივე თხოვნით, ნივთის შემძენის ვინაობა არ გაამხილა. ახალგაზრდებმა ბეჭედი და ქვითარი წამოიღეს.

ამ ისტორიამ პრესაში მხოლოდ ახლახანს, მსახიობის ამ ქვეყნიდან წასვლის შემდეგ გამოჟონა. როგორც ჩანს, გამყიდველი აქამდე პატიოსნად უნახავდა უოლქერს საიდუმლოს, თუმცა მისი დაღუპვის შემდეგ, გადაწყვიტა, გაემხილა ის, რათა ხალხს სცოდნოდა, როგორი კეთილი იყო "ფორსაჟის" ვარსკვლავი.

"არ ღირს ვიდარდოთ ჰოლივუდის ვარსკვლავის დაკარგვის გამო, უნდა ვიდარდოთ კეთილი და გულუხვი ადამიანის ამ ქვეყნიდან წასვლის გამო, რადგან არავინ იცის, რამდენი სიკეთის დათესვას შეძლებდა ის მომავალში". - წერს უცხოური პრესა.

No comments:

Post a Comment