Thursday, October 31, 2013

ეტიკეტი


ეტიკეტი მე- XVII საუკუნეში საფრანგეთის სამეფო კარზე დამკვიდრდა. მეფე ლუდოვიკო XIV-ის მიერ გამართულ ერთ-ერთ წვეულებაზე, სტუმრებს საეტიკეტო ბარათები დაურიგეს რომელზეც სუფრასთან ქცევის ზოგიერთი წესი იყო ჩამოთვლილი. საქმიანი ვახშამი იქნება ეს თუ რომანტიული ამას არსებიოთი მნიშვნელობა არ აქვს მთავარია ის თქვენთვის პირველი და უკანსკნელი არ აღმოჩნდეს.

ეტიკეტის ნორმების დაცვა არც ისე ძნელია. მამაკაცმა ქალბატონს სკამი უნდა გამოუწიოს, სუფრაზე იდაყვის დადება არასწორია. სომელიეს ხელის აწევით უნდა ვანიშნოთ, ღვინის დასხმის დროს ჭიქა მაგიდაზე უნდა იდოს და სომელიე დაგისხამთ. მაგიდაზე დანა ჩანგლების რაოდენობამ არ დაგაბნიოთ მხოლოდ მათი დანიშნულება უნდა იცოდეთ

ჩვეულებრივ თეფშის მარჯვენა მხარეს დანბებია განთავსებული: 1.ცივი კერძებისთვის, 2.თევზის, 3.დესერტის. თეფშის მარცხენა მხარეს ჩანგლები და კოვზები დაგხვდებათ, პირველი ჩანგალი ცივი კერძებისთვი გამოიყენება, მეორე სადილის კოვზი, მესამე თევზისთვის მეოთხე კი დესერტის ჩანგალია.

რათქმაუნდა ეტიკეტის ყველა ნორმასა თუ წესს უმრავლესობა ჩვენთაგანი არ ვიცავთ, თუმცა უხერხულ სიტუაციაში რომ არ აღმოვჩნდეთ უმჯობესი იქნება ეტიკეტის ძირითადი ნორმები მაინც ვიცოდეთ და დავიცვათ თუ არა მათ უკვე ჩვენი გადასაწყვეტია.

კომუნიკაციები

`
                                                            
დედამიწის ბინადრებისგან ადამიანებს უპირველესად ლაპარაკის უნარი გამოგვარჩევს. კომუნიკაცია ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნილებაა. თუმცა ადამიანი იმფორმაციის გადაცემის სიმარტივით ყოველთვის განებრივებული არ იყო.
 იმის მიხედვით თუ რა მანძილზე უნდოდათ შეტყობინების გადაცემა ადამიანები კომუნიკაციის სხვადასხვა ხერხს იყენებდნენ. 

 დიდ მანძილზე იმფორმაციის გადასაცემად თავდაპირველად ვიზუალურ და სმენით საშვალებებს მიმართავდნენ. დღისით სარკეს იყენებდნენ, ღამით კი მთების წვერზე დანთებული კოცონის საშვალებით უკავშირდებოდნენ ან დასარტყამი ინსტრუმენტებით სხვადასხვა რითმებს უკრავდნენ.
თანდათან შეტყობინებებმა ფურცელზე გადაინაცვლა. დაიწყო წერილობითი კომუნიკაციის ეპოქა, იმისთვის რომ წერილის გადაცემა შედარებით მოხერხებული ყოფილიყო ადამიანებმა მტრედების ისეთი ჯიში გამოიყვანეს რომელთაც ორიენტაციის მაღალი უნარი ჰქონდათ. მათ შეეძლოთ დიდი მანძილით დაშორებული ადგილიდან სახლისკენ მიმავალი გზის გაგნება.
ცივილიზაციის განვითარებასთან ერთად კომუნიკაციაც უფრო სწრაფი და მოქნილი ხდებოდა.
     ადამიანმა ჯერ ტელეგრაფი გამოიგონა რომელმაც მთელი დედამიწა მოიცვა,შემდეგ ტელეფონი ბოკოს კი რადიო.
პირველი ტელეფონი 1876 წელს ალექსანდრე ბელმა ამერიკის შეერთებულ შტატებში დააპატენტა და მას შემდეგ განიცადა ტელეფონმა ევოლუცია. გაჩნდა სატელიტური კავშირი მობილური ტელეფონი კი ადამიანის განუყოფელი ატრიბუტი გახდა.
21-ე საუკუნეში ტექნოლოგიებმა ისეთ განვითარებას მიაღწია რომ ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის წყალობით დედამიწის ნებისმიერ წერტილში ინფორმაციის მიღება უმოკლეს დროშია შესაძლებელი.
კაცობრიობა ინფორმაციისა და კომუნიკაციის ეპოქიდან ნელ-ნელა გადადის ახალ ენერგეტიკულ ეპოქაში. ასე რომ წინ კიდევ ბევრი მოულოდნელი აღმოჩენა და სასიამოვნო ცვლილებები გველის.

Friday, October 11, 2013

ფილმ „კივილზე“ სერიალს გადაიღებენ




ტელეკომპანია MTV-მ დაადასტურა, რომ რამდენიმე კვირაში დაიწყებს გახმაურებულ და ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ დეტექტიურ ფილმზე „კივილზე“ სერიალის გადაღებას. 1990-ან წლებში „კივილის“ პირველმა ნაწილმა ფურორი მოახდინა. ფილმი არც ახლა კარგავს აქტუალურობას და სწორედ ამიტომ მოკიდა ხელი MTV-მ ამ ავანტურას.

სერიალზე მუშაობას ცნობილი პროდიუსერები ტონი დისანტო და ლიზ გეიტლი დაიწყებენ. სწორედ მათ გადაიღეს 1980 წლის ფილმის მგელკაცის გასერიალება, ანუ ყველასთვის ასე საყვარელი სერიალი "Teen Wolf / თინეიჯერი მგელი", რომელმაც MTV-ზე რეიტინგების რეკორდი მოხსნა. ფილმის სცენარისტი კევინ უილიამსონი დათანხმდა და სავარაუდოდ სერიალის სცენარზეც ის იმუშავებს.

მანამ კი შეგახსენებთ, რომ ფილმის ოთხივე ნაწილის მთავარი გმირი ახალგაზრდა გოგო სიდნი პრესკოტია, რომელსაც ოთხივე ნაწილში სხვადასხვა მანიაკი დასდევს სხვადასხვა მიზეზის გამო. თუმცა ამ მანიაკებს ერთი რამ აერთიანებთ - მკვლელის ნიღაბი. სერიალი MTV_ს ეთერში 2014 წელს გავა. არსებობს შანსი რომ მას ჩვენ გავახმოვანებთ.

Sunday, October 6, 2013

love story

ბიჭი - როგორ ხარ ძვირფასო ?
გოგო- კარგად ვარ მაგრამ
ძვირფასის თქმა აუცილებელი
არ იყო..
ბიჭი - ჰო, მეც
არამიშავს, მადლობ .. ; ))
გოგო - მოკლედ მითხარი რა საქმე
გქონდა და უნდა წავიდე,
მეგობრები მელოდებიან.
ბიჭი -მხოლოდ იმის თქმა მინდოდა
რომ, მიყვარხარ.
გოგო - ჰმ.. და
ამ ერთი უაზრო სიტყვის გამო
მომაცდინე ?
ბიჭი- უნდა
იცოდე , რომ ცხოვრებაში შენს
გარდა აღარავინ მყავს. ჩემი
შავ-თეთრი სამყარო
გააფერადე. საკუთარ
სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ
და აი ნახავ დრო მოვა და შენ
ჩემით იარსებებ , მხოლოდ მე
ვიქნები შენი სიცოცხლის
მიზეზი..
გოგო- იცი რა ?
საცოდავი ხარ..
ბიჭი- ჰო, შენს
გარეშე საცოდავი ვარ,
არარაობა, შენით ფეთქავს ეს
გული.ნუთუ ერთ შანსს მაინც
არ ვიმსახურებ ?
გოგო- და
გგონია რომ ერთ შანსს
მოგცემ ?და ჩემ შეყვარებულში
გაგცვლი, რომლემაც პარიზში
წამიყვანა ახალი წლის
შესახვედრად ? იმ ადამიანში
გაგცვლი ვინც დაბადების
დღეზე ჩემი საოცნებო მანქანა
მაჩუქა ? შენ ? შენ რა
შეგიძლია ? შენ ხომ არაფერი
არ გაგაჩნია..
ბიჭი- მართალი
ხარ.. არ ვარ მდიდარი, არ მაქ
სახლი, მაგრამ გული ხომ
გამაჩნია, მეც ხომ ვარ
ადამიანი ?!
გოგო- გული ყველა
ცოცხალ არსებას აქვს.
ბიჭი- ხო
მაგრამ მე აქ სხვანაირ გულს
ვგულისხმობ, ის ხომ
სიყვარულით ფეთქავს.
გოგო-
წავედი წავედი, არ მინდა
მეგობრებმა შენთან დამინახონ,
დამცინებენ.. იმედია აღარ
შემაწუხებ..

გავა დრო და ბიჭი
გაიგებს რომ გოგონა ავარიაში
მოყვა და ძალიან მძიმედაა..
მისი მშობლები და
შეყვარებული, თავიანთი
მილიონების მიუხედავად
მაინც ვერ პოულობენ
დონორს..საავადმყოფოში
მისვლისას გოგონას დედასთან
მიდის და ეკითხება , თუ
როგორ არის ის...

გოგონას
დედა იწყებს ყვირილს და
ეუბნება : - " შენ არარაობა,
სწორედ შენი ბრალის ჩემი
შვილის ასეთი მდგომარეობა,
არ აძლევდი საშუალებას
მშვიდი ცხოვრებით ეცხოვრა.

ბიჭი- კი მაგრამ მე ის მიყვარს...
დედა- გიყვარს ?? რა
სასაცილოა... კი მაგრამ რა
შეუძლია შენს სიყვარულს ?
მილიონებით ერთ უბრალო
დონორს ვერ ვშოულობთ და
შენი სიყვარული მას არაფერში
ჭირდება....

ბიჭი თავს
დაღუნავს ბოდიშს მოიხდის და
წავა.. გარკვეული დროის
შემდეგ ექიმი მიდის გოგონას
მშობლებთან და ეუბნება , რომ
მათ დოდნორი იშოვეს მათი
გოგონასათვის.. ოპერაციის
შემდეგ ქალი მიხვდება , რომ
ბიჭს არც თუ კარგად
ელაპარაკა და მი მოსაძებნად
გამოვა , თუმცა დაინახავს, რომ
ბიჭი საოპერაციოდან
გამოყავთ..

თვალცრემლიანი
დედა შევარდება შვილის
პალატაში და გოგონას
ეუბნება , - შვილო, ის, ის ბიჭი..
გოგო- არა დედა , არა ! ის ბიჭი
არ მიხსენო.. არაფერში
მჭირდება მისი სიყვარული. თუ
ასე ვუყვარდი, თითიც კი არ
გაანძრია ჩემს
დასახმარებლად.. დედა- " ის
შენშია, შენ მისით არსებობ,
ისაა შენი სიცოცხლის მიზეზი"

გოგონა იხსენებს მის
(ბიჭის )სიტყვებს- " საკუთარ
სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ
და აი ნახავ დრო მოვა და შენ
ჩემით იარსებებ , მხოლოდ მე
ვიქნები შენი სიცოცხლის
მიზეზი.." ღმერთო რა მწარეა
ცხოვრეაბა, მართლაც რომ
არანაირი ფული არ შველის
სიცოცხლეს, ისე როგორც
 სიყვარული , !!


რამოდენიმე დღის უკან ჩემს facebook-ის გვერძე ვიყავი და სიახლეებს ვადევნებდი თვალს, ამ დროს წავაწყდი ამ სევდიან ამბავს. მე უბრალოდ არ შემეძლო უყურადღებოდ დამეტოვებინა. მე არ ვიცი ეს ამბავი მართალია თუ ტყუილი მაგრამ რაც არ უნდა იყოს მაინც გულისამაჩუყებელია.  მართლაც რომ არანაირი ფული არ შველის სიცოცხლეს, ისე როგორც სიყვარული !!  

Saturday, October 5, 2013

Keira Knightley/კირა ნაითლი

ყველასათვის კარგად ნაცნობი ბრიტანელი მსახიობი და მოდელი, კირა ნაითლი დღესდღეობით არა მხოლოდ საკმაოდ წარმატებულ და მაღალანაზღაურებად მსახიობად, არამედ ერთ-ერთ ყველაზე მომხიბვლელ და გემოვნებიან ვარსკვლავადაც ითვლება. იგი 1985 წლის 26 მარტს მოევლინა ქვეყანას, არტისტული მონაცემები ადრეულ ასაკში გამოავლინა და მხოლოდ 9 წლის იყო, როდესაც პირველ როლზე დაამტკიცეს. მას შემდეგ, კირას კარიერასა და პირად ცხოვრებაში უამრავი საინტერესო მოვლენა მოხდა. მოდით, თვალი გადავავლოთ მის მიერ განვლილ გზას.

✔ ფაქტები
სრული სახელი: კირა კრისტინა ნაითლი
დაბადების თარიღი: 1985 წლის 26 მარტი
დაბადების ადგილი: ტედინგტონი, ინგლისი
სიმაღლე: 1.70 მ

* კირას მშობლები, უილ ნაითლი და შერმან მაკდონალდი ყოფილი მსახიობები არიან.

* ჰყავს უფროსი ძმა კალებ ნაითლი, რომელიც კომპოზიტორია.

* მოგეხსენებათ, რომ კირასა და ნატალი პორტმანის გარეგნობას შორის ბევრი ხედავს მსგავსებას. ვარსკვლავური ომების პირველი ეპიზოდის გადაღებებზე გრიმის გაკეთების შემდეგ კი ისინი ერთმანეთისგან მათმა დედებმაც კი ვერ გაარჩიეს.

* მსახიობი დისლექსიით იტანჯება და სპეციალური სათვალის გარეშე კითხვა ძალიან უჭირს.

* ფლობს ფეხსაცმელების კოლექციას.

* კირას საყვარელი მსახიობია ჯეფრი რაში, რომელთან თანამშრომლობის ბედნიერებაც მას კარიბის ზღვის მეკობრეების გადაღებებზე ჰქონდა.

* ვარსკვლავი სიენა მილერისა და ქერი მალიგანის ახლო მეგობარია.
* 2006 წელს უარი განაცხადა ლოს-ანჯელესში გადასვლაზე იმ მიზეზით, რომ ჰოლივუდური ცხოვრების სტილი არ ხიბლავს. ამჟამად ლონდონში ცხოვრობს.

* ფილმში კიდევ ერთი გოგონა ბოლეინების საგვარეულოდან კირას მერი ბოლეინი უნდა ეთამაშა, მაგრამ დატვირთული გრაფიკის გამო უარის თქმა მოუხდა და მის ნაცვლად როლზე სკარლეტ იოჰანსონი დაამტკიცეს.

* ნაითლიმ ჭიპი თავის მე-13 დაბადების დღემდე 2 კვირით ადრე გაიხვრიტა.

* ვარსკვლავი შანელის სახე და კარლ ლაგერფილდის ერთ-ერთი მუზაა.
* ნაითლი უესტ ჰემ იუნაიტედის აქტიური გულშემატკივარია.
* 2006 წელს უარი განაცხადა ლოს-ანჯელესში გადასვლაზე იმ მიზეზით, რომ ჰოლივუდური ცხოვრების სტილი არ ხიბლავს. ამჟამად ლონდონში ცხოვრობს.

* ფილმში კიდევ ერთი გოგონა ბოლეინების საგვარეულოდან კირას მერი ბოლეინი უნდა ეთამაშა, მაგრამ დატვირთული გრაფიკის გამო უარის თქმა მოუხდა და მის ნაცვლად როლზე სკარლეტ იოჰანსონი დაამტკიცეს.

* ნაითლიმ ჭიპი თავის მე-13 დაბადების დღემდე 2 კვირით ადრე გაიხვრიტა.

* ვარსკვლავი შანელის სახე და კარლ ლაგერფილდის ერთ-ერთი მუზაა.

✔ გამორჩეული როლები
წარმოგიდგენთ ვარსკვლავის 3 ყველაზე წარმატებულ კინოროლს
1. ელიზაბეტ ბენეტის როლი ფილმში "სიამაყე და ცრურწმენა"

ჯეინ ოსტინის უკვდავი შედევრის 2005 წლის ეკრანიზაციაში შესრულებული როლისთვის კირამ ოსკარისა და ოქროს გლობუსის ნომინაციები მოიპოვა. ფილმში მსახიობს პარტნიორობას უწევენ ისეთი ცნობილი მსახიობები, როგორებიც არიან დონალდ საზერლენდი, მეთიუ მაკფაიდენი და ქერი მალიგანი.

2. სესილია ტალისის როლი ფილმში "მონანიება"

ჯეიმს მაკევოისთან ერთად ამ ტრაგიკულ სიყვარულის ისტორიაში შესრულებული როლისთვის, ნაითლიმ ოქროს გლობუსისა და BAFTA-ს ნომინაციები მოიპოვა.

3. ჯორჯიანას როლი ფილმში "ჰერცოგინია"

ნაითლისა და რალფ ფაინესის შესრულებამ ფილმში, რომელიც 18-ე საუკუნის დევონშირში მცხოვრები არისტოკრატების შესახებ მოგვითხრობს, დიდი ბრიტანეთის კინოაკადემიის წევრთა დიდი მოწონება დაიმსახურა.

✔ გამონათქვამები
-ჩემი აზრით, არ არსებობს მოჩვენებითი სითბო. ადამიანს შეუძლია თავი მოაჩვენოს გაბრაზებულად, შეწუხებულად, აღგზნებულად და ა.შ. მაგრამ სითბოს მოჩვენებითად ვერ გამოხატავ.

-ათეისტი ვარ და ამას ძალიან განვიცდი. რწმენა მშვენიერი რამ არის და ის რომ გამაჩნდეს, დარწმუნებული ვარ, რომ ყველა დაბრკოლებას ბევრად უფრო იოლად გადავლახავდი.

-თავს იღბლიანად ვგრძნობ, რადგან მყავს მშობლები, რომლებმაც თავის დროზე სწორ გზაზე დამაყენეს.

-ბავშვობაში მეკობრეობაზე ვოცნებობდი და ეს სურვილი მაშინ ამიხდა, როდესაც "კარიბის ზღვის მეკობრეებში" გადაღება შემომთავაზეს.

ვინ გადაიხადა ნახევარი მილიონი Kristen Stewart-ში?!

  


      ნახევარი მილიონი 15-წუთიანი შეხვედრის სანაცვლოდ - Kristen Stewart-ი 500 ათას დოლარად გაიყიდა - ოღონდ არ იფიქროთ, რომ მსახიობს ისე გაუჭირდა, უცნობ მამaკაცებს ფულის გამო ხვდებაო, “ბინდის” ვარსკლავი უბრალოდ საქველმოქმედო აქციაში ჩაერთო - მის მთავარ მიზანს ქარიშხალი ”სენდით” დაზარალებული ადამიანების დახმარება შეადგენს. ეს თანხა სწორედ იმ ადამიანებს გადაეცემათ, რომლებიც დღემდე იმკიან ბუნებრივი კატაკლიზმის შედეგებს.

Kristen-ის საქციელი პრესისათვის უცნობი დარჩებოდა, რომ არა Harvey Weinstein-ი, ტორონტოს კინოფესტივალზე, ერთ-ერთი სურათის პრემიერაზე Harvey-მ პირდაპირ სცენიდან განაცხადა, რომ თანხები უკვე ერთი წელია გროვდება - აქციის ფარგლებში კი 2012 წლის ბოლოსკენ კი ერთ-ერთმა მილიონერმა რომლის სახელიც არ ზუსტდება, Stewart-თან შეხვედრა ითხოვა.

Kristen-ისა და უცნობი მამაკაცის წარმომადგენლები საბოლოოდ ნახევარ მილიონ დოლარზე შეჯერდნენ. სხვათა შორის, Stewart-ი არც პირველია და არც უკანასკნელი იმ ვარსკალვთა სიაში, რომლებიც მსგავს პროექტებში იღებენ მონაწილეობას - მაგალითად, Pamela Anderson-ი ჰაიტიზე მომხდარი მიწისძვრით დაზარალებულების დასახმარებლად 42 კილომეტრიანი მარათონის გარბენას დათანხმდა.

მონიკა ბელუჩის საუკეთესო კინო-როლები

   

მონიკა ბელუჩი ბევრისთვის განუმეორებელ სილამაზესთან და სექსუალურობასთან ასოცირდება, ცოტამ თუ იცის, რომ საოცარი გარეგნობის მიღმა, არანაკლებ საოცარი სამსახიობო შესაძლებლობები იმალება, თუმცა, მონიკა ბელუჩის შემთხვევაში, ვიზუალური მხარე ხშირად ფარავს მის არტისტიზმსა და ნიჭს. შესაბამისად, ამ სტატიის მიზანია ბელუჩის საუკეთესო ფილმები გაგაცნოთ, რომელთა ყურების შემთხვევაში საშუალება მოგეცემათ დატკბეთ მონიკას სილამაზით და მისი არაჩვეულებრივი შესრულებითაც.

მალენა (2000)

მაყურებლისთვის ყველაზე ცნობილი ფილმი მონიკა ბელუჩის მონაწილეობით, რომლის რეჟისორიც იტალიელი ჯუზეპე ტორნატორეა. (სხვათაშორის,ტორნატორემ ეს ფილმი მამის ხსოვნას მიუძღვნა.) კინონამუშევარი არაჩვეულებრივად წარმოაჩენს ბელუჩის მომხიბვლელობას და, რაც მთავარია, მის სამსახიობო ნიჭს, რომელიც საუკეთესოდ ჩანს ფილმის ერთ-ერთ ბოლო სცენაში, როცა ქალაქის მცხოვრები ქალები ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ მონიკას პერსონაჟს. მსახიობის თამაში მთელი ფილმის განმავლობაში იმდენად დამაჯერებელია, რომ მაყურებელი მალენასთან ერთად განიცდის მის გასაჭირს. უდავოა, რომ "მალენამ" ბელუჩის წარმოუდგენელი პოპულარობა და აღიარება მოუტანა.

შეუქცევადობა (2002)

გასპარ ნოეს მიერ საკმაოდ ორიგინალური ხერხით გადაღებული ფილმი მაყურებლისთვის ნამდვილად მძიმე სანახავია, თუმცა, ძალიან საინტერესო და დაძაბული. კინონამუშევარი ისტორიაში ყველაზე გრძელ, ცხრა წუთიან ძალადობის მომენტს ასახავს. ამ სცენამ მთელი ჰოლივუდი და ზოგადად კინოსამყარო შოკში ჩააგდო, თუმცა, როგორც მონიკას პარტნიორი ვინსენ კასელი (მონიკას აწ ყოფილი მეუღლე) ამბობდა, ფილმის გადაღების დროს ბელუჩი ოდნავაც არ ღელავდა მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ რთულია ასეთ მძიმე სცენაში გადაღება და მსხვერპლის როლის თამაში. როგორც ჩანს, მონიკასთვის ალექსის პერსონაჟის განსახიერება მორიგი სამსახიობო მისია, იყო, რომელსაც თავი წარმატებით გაართვა და ამას მაყურებელი ერთხმად აღიარებს.

ქრისტეს ვნებანი (2004)

მელ გიბსონის გახმაურებული ნამუშევარი, რომლის ემოციის გარეშე ყურება, ალბათ, შეუძლებელია. ფილმის მიზანია შეძლებისდაგვარად გააცოცხლიოს იესოს ცხოვრების ბოლო 12 საათი. მონიკა ბელუჩი საკმაოდ რეალურად, ბუნებრივად თამაშობს მარიამ მაგდალინელის როლს.
აღსანიშნავია, რომ ამ როლმა მონიკას ფილმოგრაფიას მეტი მრავალფეროვნება შესძინა, გამომდინარე იქიდან, რომ ეს მისთვის პირველი რელიგიური ნამუშევარი იყო და, ცხადია, ამ პერსონაჟის განსახიერება მსახიობისგან დიდ მომზადებასა და პროფესიონალიზმს მოითხოვდა. მონიკა ბელუჩის დრამატული შესაძლებლობები "ქრისტეს ვნებანმა" ძალიან კარგად წარმოაჩინა.

უკან არ მოიხედო (2009)

ფილმის რეჟისორი და იდეის ავტორია მარინა დე ვანი. კინონამუშევარი ფსიქოლოგიური და საკმაოდ რთული გასაგებია. ის არ მიეკუთვნება იმ ფილმების რიცხვს, რომელთა მთავარი აზრიც ადვილი გასაგებია. მონიკა ბელუჩი ამ ნამუშევარში პარტნიორობას უწევს უმშვენიერეს სოფი მარსოს. ორივე მსახიობის თამაში აღაფრთოვანებს მაყურებელს და ფილმს უფრო დაძაბულსა და მისტიურს ხდის. პიროვნების აბსოლუტური ტრანსფორმაცია მთავარი პერსონაჟის ცხოვრებაში დამალულ დეტალებს ფარდას ახდის. ფილმში ასახული მოვლენები, გარემო და რაც მთავარია, ორი უმშვენიერესი ევროპელი მსახიობის პროფესიონალიზმი კინომოყვარულებს არასოდეს ტოვებს გულგრილს.

სელენა გომეზის ზრდა




     ჩვენთვის ყველასათვის ნაცნობია 21 წლის მსახიობი, მომღერალი, კომპოზიტორი და დიზაინერი სელენა გომეზი .
ის არასდროს არ ყოფილა ძლიერი ხმის მფლობელი და მას სულ აკრიტიკებდნენ ისევე როგორც მსახიობობაზე და ჩაცმის სტილზე, მაგრამ ყველაფერი შეიცვალა. სელენას ხმა ბევრად დაიხვეწა, როგორც მისი გემოვნება და მრავალ არა-დისნეის ფილმში მიიღო მონაწილეობა და კიდევ აპირებს სხვადასხვა ჟანრის ფილმები სცადოს. მან თავი ცეკვაშიც გამოსცადა და მას ეს ძალიან კარგად გამოსდის . მოდით გადავხედოთ მის კარიერულ ზრდას.

♦ამ ნაწილში სელენას სამსახიობო კარიერაზე ვისაუბრებთ♦
სელენა პირველად ეკრანზე გამოჩნდა 7 წლის ასაკში, საბავშვო სერიალში "ბარნი და მეგობრები".ამის შემდეგ სელენამ პატარა როლები შეასრულა რამოდენიმე ფილმში როგორიცაა "Spy Kids 3"და იმუშავა ჩაკ ნორისთან ერთდ.შემდეგ 12 წლის ასაკში ის დისნეის პოპულარულ სერიალებში პატარა ეპიზოდურ როლებს თამაშობდა.12 წლისას მას ჰქონდა პირველი კოცნა სერიალში " Suite Life Of Zack & Cody " , სადაც გრეისის როლს თამაშობდა, ასევე რამოდენიმე წლის შემდეგ სელენა ისევ ესტუმრა ამ სერიალს ოღონდ როგორც ჯადოქარი ალექს რუსო. შემდეგ მან " ჰანა მონტანას " რამოდენიმე ეპიზოდში მიიღო მონაწილეობა. ის თამაშობდა მიკაილას, ჰანას მტერს.ამის შემდეგ კი" მიეცით სანის შანსში " მან თავისი თავი ითამაშა.ამის შემდეგ კი სელენას 4000 მოწინააღმდეგეს მოუგო და 15 წლის ასაკში მიიღო მთავარი როლი დისნეის ახალ სერიალში " ჯადოქრები უეივერლიდან " სადაც ითამაშა ჯადოქრის, ალექს რუსოს როლი.ეს სერიალი დისნეის ყველაზე პოპულარული სერიალი გახდა და მიიღო 4 ემის ჯილდო. "ჯადოქრები უიეივერლიდანზე" გადაიღეს ფილმი , რომელმაც ძალიან დიდი წარმატება მოიტანა.

სელენამ ასევე გაახმოვანა რამოდენიმე ანიმაციური ფილმი როგორიცაა არტური,ჰორტონი და სასტუმრო ტრანსილვანია.

სელენამ 16 წლის ასაკში მიიღო მთავარი როლი ფილმში "კიდევ ერთი კონკიას ისტორია", შემდეგ მან ითამაშა ფილმში "პრინცესების დაცვის პროგრამა" თავის საუკეთესო მეგობრათან, დემი ლოვატოსთან ერთად.სელენამ 2010 წელს ითამაშა ფილმში " რამონა და ბიზუსი ", ხოლო 2011 " Leighton Mester "-თან ერთად ითამაშა ფილმში " მონტე კარლო " სადაც მან 2 როლი შეასრულა.

2013 წელს გამოვიდა " Wizards Of Waverly Place "-ის კიდებ ერთი ფილმი,
რომელმაც ასევე ძალიან დიდი პოპულარობა მოიპova

სელენამ წელს უკვე გამოუშვა მისთვის არაჩვეული ფილმი " Spring Breakers ". 30 აგვისტოს კი შედგება სელენას ახალი ფილმის " Getaway "-ს პრემიერა,რომელშიც მან "Ethan Hawke"-სთან ერთად ითამაშა

სელენა მომავალში გამოუშვებს კიდევ რამოდენიმე ფილმს რომლებზეც წელს იმუშავა როგორებიცაა " Behaving Badly ", " Ruderless " და სხვა. ასევე ის აპირებს კიდევ ბევრ ფილმში გადაღებას იმის შემდეგ რაც მსოფლიო ტურს დაამთავრებს.

Catherine Zeta-Jones-მა და Michael Douglas-მა განქორწინება გადაწყვიტეს

 

   Catherine Zeta-Jones-მა და Michael Douglas-მა განქორწინება გადაწყვიტეს - ყოველ შემთხვევასი ასე გადაწყვიტეს ყვითელი პრესის წარმომადგენლებმა. Zeta-Jones-სა და Douglas-ს თანაცხოვრების 13 წელი და ორი შვილი აკავშირებთ, ამას გარდა კი ერთად გადატანილი ათასი უბედურება - მაგალითად Michael-ის ყელის კიბო, შემდეგ კი Catherine-ის ნერვული აშლილობა და პიროვნების გაორება. Zeta-Jones-ი რამდენიმე თვის განამვლობაში სხვადასხვა სარეაბილიტაციო ცენტრის მკვიდრი გახლდათ, ამასობაში კი Douglas-ი ღონისძიებებზე სიარულს არ იკლებდა და სულაც არ ეტყობოდა, რომ მეუღლეზე დარდობდა. სულ ცოტა ხნის წინ 43 წლის ვარსკლავი 68 წლის მეუღლეს დაუბრუნდა, თითქოს ყველაფერი აეწყო, მაგრამ აგვისტოში ცნობილი გახდა, რომ წყვილმა განშორება გადაწყვიტა. ცოლ-ქმარი არანაირ კომენტარს არ აკეთებდა, ეს კი მასმედიას იმის საშუალებას აძლევდა, მათზე ის ელაპრაკათ რაც მოესურვებოდათ. თუმცა, სულ ცოტა ხნის წინ Michael-მა გავრცელებული ხმები კატეგორიულად უარყო. უკვე ხანშიშესული მსახიობი ამ დროისათვის თავისი ბოლო ფილმის საპრემიერო ჩვენებეზე იმყოფება - ის გერმანელ ჯურნალისტთან საუბრირსას გამოტყდა, რომ მან და Zeta-Jones-მა ცალ-ცალკე ცხოვრება გადაწყვიტეს. ”თუმცა, ეს სულაც არ მიუთითებს ჩვენი ურთოერთობის კრიზისზე, მგონი კრიზისული სიტუაცია უფრო მასმედიაშია, რახან ასეთი უაზრო თემა ააგორეს“ - განაცხადა Douglas-მა.

რაში გვეხმარება ძვირფასი ქვები

                                                                                                                                                                                                                                                  
ძვირფასი სამკაულები ქალბატონებს საუკეთესო განწყობას გვიქმნის, ამასთან ისინი სხვადასხვა დავადებისგან გვიცავს.                                                                                          

ძოწი: სიყვარულის და ერთგულების სიმბოლოა. ძველად მიაჩნდათ რომ ის სისხლდენას აჩერებს და ფეხმძიმეს მშობიარობაში ეხმარება, ამასთან ძოწი ადამიანებს დარდს უქარვებს და მხიარულ გუნებაზე აყენებს.
მარგალიტი: სიყვარულის სიმბოლოა, მას ქალთა ქვასაც უწუდებენ, მარგალიტი ქალბატონებს სილამაზეს მატებს და სახიდან პიგმენტურ ლაქებს აქრობს.
საფირონი: ხერხემლის და სახსრების ტკივილისგან გაგანთავისუფლებთ, საფირონი არის ლურჯი, ცისფერი,მომწვანო, იასამნისფერი, და ყვითელი. ქვის ფერს მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა ეს ქვა ყველაზე კარგად კისერზე მოქმედებს.
ბრილიანტი: ძალიან ძვიფასი ქვაა მაგრამ მას ტყუილად არ უწოდებენ ქალბატონების საუკეთესო მეგობარს, ის აუმჯობესებს განწყობას მეხსიერებას და აქრობს თავის ტკივილს. ყველა დროის ყველაზე სექსუალურმა ქალბატონმა მერლინ მონრომ ბრილიანტებს სიმღერაც კი მიუძღვნა.
ზურმუხტი: ქალებისა და ბავშვების ქვაა. ძველად ორსული ქალები მუდმივად ამ ქვას ატარებდნენ რათა სულში ჰარმონია ჰქონოდათ. სხეული კი ჯანმრთელი ყოფილიყო. აღსანიშნავია რომ ზურმუხტი ბოლო პერიოდში ცნობილ ადამიანებში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს.
 ძველი ბერძნები ამბობდნენ რომ ტოპაზი მამაკაცებს სიბრძნეს ანიჭებსო. ვითოთერაპიის მიმდევრები თვლიან რომ ეს ქვა მოქმედებს ადამიანის ინტელექტუალურ შესაძლებლობებზე, ასევე ხსნის სტრესს, აუმჯობესებს გემოვნების რეცეპტორების მუშაობას და დადებითად მოქმედებს ფარისებრ ჯირკვალზე.
ტოპაზისგან დამზადებული ბეჭედი უმჯობესია მარჯვენა ხელის საჩვენებელ თითზე ატაროთ.

ამ ბოლო დროს ძვირფას ქვებს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით ირჩევენ. ყველა ზოდიაქოს ნიშანს თავისი კონკრეტული ქვა აქვს. ამბობენ რომ ეს ქვები იცავს მათ ავი თვალისგან და ბედნიერებაც მოაქვს. ძვირფასი ქვები დილიდან პოზიტიურ განწყობაზე დაგაყენებთ და წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ. ამიტომ ნუ დაგენანებათ ფული მათ შეძენაში.