Saturday, October 5, 2013

Catherine Zeta-Jones-მა და Michael Douglas-მა განქორწინება გადაწყვიტეს

 

   Catherine Zeta-Jones-მა და Michael Douglas-მა განქორწინება გადაწყვიტეს - ყოველ შემთხვევასი ასე გადაწყვიტეს ყვითელი პრესის წარმომადგენლებმა. Zeta-Jones-სა და Douglas-ს თანაცხოვრების 13 წელი და ორი შვილი აკავშირებთ, ამას გარდა კი ერთად გადატანილი ათასი უბედურება - მაგალითად Michael-ის ყელის კიბო, შემდეგ კი Catherine-ის ნერვული აშლილობა და პიროვნების გაორება. Zeta-Jones-ი რამდენიმე თვის განამვლობაში სხვადასხვა სარეაბილიტაციო ცენტრის მკვიდრი გახლდათ, ამასობაში კი Douglas-ი ღონისძიებებზე სიარულს არ იკლებდა და სულაც არ ეტყობოდა, რომ მეუღლეზე დარდობდა. სულ ცოტა ხნის წინ 43 წლის ვარსკლავი 68 წლის მეუღლეს დაუბრუნდა, თითქოს ყველაფერი აეწყო, მაგრამ აგვისტოში ცნობილი გახდა, რომ წყვილმა განშორება გადაწყვიტა. ცოლ-ქმარი არანაირ კომენტარს არ აკეთებდა, ეს კი მასმედიას იმის საშუალებას აძლევდა, მათზე ის ელაპრაკათ რაც მოესურვებოდათ. თუმცა, სულ ცოტა ხნის წინ Michael-მა გავრცელებული ხმები კატეგორიულად უარყო. უკვე ხანშიშესული მსახიობი ამ დროისათვის თავისი ბოლო ფილმის საპრემიერო ჩვენებეზე იმყოფება - ის გერმანელ ჯურნალისტთან საუბრირსას გამოტყდა, რომ მან და Zeta-Jones-მა ცალ-ცალკე ცხოვრება გადაწყვიტეს. ”თუმცა, ეს სულაც არ მიუთითებს ჩვენი ურთოერთობის კრიზისზე, მგონი კრიზისული სიტუაცია უფრო მასმედიაშია, რახან ასეთი უაზრო თემა ააგორეს“ - განაცხადა Douglas-მა.

No comments:

Post a Comment