Friday, October 11, 2013

ფილმ „კივილზე“ სერიალს გადაიღებენ




ტელეკომპანია MTV-მ დაადასტურა, რომ რამდენიმე კვირაში დაიწყებს გახმაურებულ და ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ დეტექტიურ ფილმზე „კივილზე“ სერიალის გადაღებას. 1990-ან წლებში „კივილის“ პირველმა ნაწილმა ფურორი მოახდინა. ფილმი არც ახლა კარგავს აქტუალურობას და სწორედ ამიტომ მოკიდა ხელი MTV-მ ამ ავანტურას.

სერიალზე მუშაობას ცნობილი პროდიუსერები ტონი დისანტო და ლიზ გეიტლი დაიწყებენ. სწორედ მათ გადაიღეს 1980 წლის ფილმის მგელკაცის გასერიალება, ანუ ყველასთვის ასე საყვარელი სერიალი "Teen Wolf / თინეიჯერი მგელი", რომელმაც MTV-ზე რეიტინგების რეკორდი მოხსნა. ფილმის სცენარისტი კევინ უილიამსონი დათანხმდა და სავარაუდოდ სერიალის სცენარზეც ის იმუშავებს.

მანამ კი შეგახსენებთ, რომ ფილმის ოთხივე ნაწილის მთავარი გმირი ახალგაზრდა გოგო სიდნი პრესკოტია, რომელსაც ოთხივე ნაწილში სხვადასხვა მანიაკი დასდევს სხვადასხვა მიზეზის გამო. თუმცა ამ მანიაკებს ერთი რამ აერთიანებთ - მკვლელის ნიღაბი. სერიალი MTV_ს ეთერში 2014 წელს გავა. არსებობს შანსი რომ მას ჩვენ გავახმოვანებთ.

No comments:

Post a Comment