Thursday, October 31, 2013

კომუნიკაციები

`
                                                            
დედამიწის ბინადრებისგან ადამიანებს უპირველესად ლაპარაკის უნარი გამოგვარჩევს. კომუნიკაცია ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნილებაა. თუმცა ადამიანი იმფორმაციის გადაცემის სიმარტივით ყოველთვის განებრივებული არ იყო.
 იმის მიხედვით თუ რა მანძილზე უნდოდათ შეტყობინების გადაცემა ადამიანები კომუნიკაციის სხვადასხვა ხერხს იყენებდნენ. 

 დიდ მანძილზე იმფორმაციის გადასაცემად თავდაპირველად ვიზუალურ და სმენით საშვალებებს მიმართავდნენ. დღისით სარკეს იყენებდნენ, ღამით კი მთების წვერზე დანთებული კოცონის საშვალებით უკავშირდებოდნენ ან დასარტყამი ინსტრუმენტებით სხვადასხვა რითმებს უკრავდნენ.
თანდათან შეტყობინებებმა ფურცელზე გადაინაცვლა. დაიწყო წერილობითი კომუნიკაციის ეპოქა, იმისთვის რომ წერილის გადაცემა შედარებით მოხერხებული ყოფილიყო ადამიანებმა მტრედების ისეთი ჯიში გამოიყვანეს რომელთაც ორიენტაციის მაღალი უნარი ჰქონდათ. მათ შეეძლოთ დიდი მანძილით დაშორებული ადგილიდან სახლისკენ მიმავალი გზის გაგნება.
ცივილიზაციის განვითარებასთან ერთად კომუნიკაციაც უფრო სწრაფი და მოქნილი ხდებოდა.
     ადამიანმა ჯერ ტელეგრაფი გამოიგონა რომელმაც მთელი დედამიწა მოიცვა,შემდეგ ტელეფონი ბოკოს კი რადიო.
პირველი ტელეფონი 1876 წელს ალექსანდრე ბელმა ამერიკის შეერთებულ შტატებში დააპატენტა და მას შემდეგ განიცადა ტელეფონმა ევოლუცია. გაჩნდა სატელიტური კავშირი მობილური ტელეფონი კი ადამიანის განუყოფელი ატრიბუტი გახდა.
21-ე საუკუნეში ტექნოლოგიებმა ისეთ განვითარებას მიაღწია რომ ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის წყალობით დედამიწის ნებისმიერ წერტილში ინფორმაციის მიღება უმოკლეს დროშია შესაძლებელი.
კაცობრიობა ინფორმაციისა და კომუნიკაციის ეპოქიდან ნელ-ნელა გადადის ახალ ენერგეტიკულ ეპოქაში. ასე რომ წინ კიდევ ბევრი მოულოდნელი აღმოჩენა და სასიამოვნო ცვლილებები გველის.

No comments:

Post a Comment