Saturday, October 5, 2013

მონიკა ბელუჩის საუკეთესო კინო-როლები

   

მონიკა ბელუჩი ბევრისთვის განუმეორებელ სილამაზესთან და სექსუალურობასთან ასოცირდება, ცოტამ თუ იცის, რომ საოცარი გარეგნობის მიღმა, არანაკლებ საოცარი სამსახიობო შესაძლებლობები იმალება, თუმცა, მონიკა ბელუჩის შემთხვევაში, ვიზუალური მხარე ხშირად ფარავს მის არტისტიზმსა და ნიჭს. შესაბამისად, ამ სტატიის მიზანია ბელუჩის საუკეთესო ფილმები გაგაცნოთ, რომელთა ყურების შემთხვევაში საშუალება მოგეცემათ დატკბეთ მონიკას სილამაზით და მისი არაჩვეულებრივი შესრულებითაც.

მალენა (2000)

მაყურებლისთვის ყველაზე ცნობილი ფილმი მონიკა ბელუჩის მონაწილეობით, რომლის რეჟისორიც იტალიელი ჯუზეპე ტორნატორეა. (სხვათაშორის,ტორნატორემ ეს ფილმი მამის ხსოვნას მიუძღვნა.) კინონამუშევარი არაჩვეულებრივად წარმოაჩენს ბელუჩის მომხიბვლელობას და, რაც მთავარია, მის სამსახიობო ნიჭს, რომელიც საუკეთესოდ ჩანს ფილმის ერთ-ერთ ბოლო სცენაში, როცა ქალაქის მცხოვრები ქალები ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ მონიკას პერსონაჟს. მსახიობის თამაში მთელი ფილმის განმავლობაში იმდენად დამაჯერებელია, რომ მაყურებელი მალენასთან ერთად განიცდის მის გასაჭირს. უდავოა, რომ "მალენამ" ბელუჩის წარმოუდგენელი პოპულარობა და აღიარება მოუტანა.

შეუქცევადობა (2002)

გასპარ ნოეს მიერ საკმაოდ ორიგინალური ხერხით გადაღებული ფილმი მაყურებლისთვის ნამდვილად მძიმე სანახავია, თუმცა, ძალიან საინტერესო და დაძაბული. კინონამუშევარი ისტორიაში ყველაზე გრძელ, ცხრა წუთიან ძალადობის მომენტს ასახავს. ამ სცენამ მთელი ჰოლივუდი და ზოგადად კინოსამყარო შოკში ჩააგდო, თუმცა, როგორც მონიკას პარტნიორი ვინსენ კასელი (მონიკას აწ ყოფილი მეუღლე) ამბობდა, ფილმის გადაღების დროს ბელუჩი ოდნავაც არ ღელავდა მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ რთულია ასეთ მძიმე სცენაში გადაღება და მსხვერპლის როლის თამაში. როგორც ჩანს, მონიკასთვის ალექსის პერსონაჟის განსახიერება მორიგი სამსახიობო მისია, იყო, რომელსაც თავი წარმატებით გაართვა და ამას მაყურებელი ერთხმად აღიარებს.

ქრისტეს ვნებანი (2004)

მელ გიბსონის გახმაურებული ნამუშევარი, რომლის ემოციის გარეშე ყურება, ალბათ, შეუძლებელია. ფილმის მიზანია შეძლებისდაგვარად გააცოცხლიოს იესოს ცხოვრების ბოლო 12 საათი. მონიკა ბელუჩი საკმაოდ რეალურად, ბუნებრივად თამაშობს მარიამ მაგდალინელის როლს.
აღსანიშნავია, რომ ამ როლმა მონიკას ფილმოგრაფიას მეტი მრავალფეროვნება შესძინა, გამომდინარე იქიდან, რომ ეს მისთვის პირველი რელიგიური ნამუშევარი იყო და, ცხადია, ამ პერსონაჟის განსახიერება მსახიობისგან დიდ მომზადებასა და პროფესიონალიზმს მოითხოვდა. მონიკა ბელუჩის დრამატული შესაძლებლობები "ქრისტეს ვნებანმა" ძალიან კარგად წარმოაჩინა.

უკან არ მოიხედო (2009)

ფილმის რეჟისორი და იდეის ავტორია მარინა დე ვანი. კინონამუშევარი ფსიქოლოგიური და საკმაოდ რთული გასაგებია. ის არ მიეკუთვნება იმ ფილმების რიცხვს, რომელთა მთავარი აზრიც ადვილი გასაგებია. მონიკა ბელუჩი ამ ნამუშევარში პარტნიორობას უწევს უმშვენიერეს სოფი მარსოს. ორივე მსახიობის თამაში აღაფრთოვანებს მაყურებელს და ფილმს უფრო დაძაბულსა და მისტიურს ხდის. პიროვნების აბსოლუტური ტრანსფორმაცია მთავარი პერსონაჟის ცხოვრებაში დამალულ დეტალებს ფარდას ახდის. ფილმში ასახული მოვლენები, გარემო და რაც მთავარია, ორი უმშვენიერესი ევროპელი მსახიობის პროფესიონალიზმი კინომოყვარულებს არასოდეს ტოვებს გულგრილს.

2 comments:

  1. ერთად მოხარშე

    ReplyDelete
  2. ოდესღაც მეუბნებოდნენ, რომ სესხი - ფინანსური მახეა, და მხოლოდ ახლა მივხდი, რომ სესხი - ეს დამატებითი შესაძლებლობები ჩემს ცხოვრებაში. https://sesxebi365.com/company/wandoo. - ის წყალობით მე გავაფორმე ონლაინ სესხი და მადლიერი ვარ ამის გამო.

    ReplyDelete