Saturday, October 5, 2013

სელენა გომეზის ზრდა




     ჩვენთვის ყველასათვის ნაცნობია 21 წლის მსახიობი, მომღერალი, კომპოზიტორი და დიზაინერი სელენა გომეზი .
ის არასდროს არ ყოფილა ძლიერი ხმის მფლობელი და მას სულ აკრიტიკებდნენ ისევე როგორც მსახიობობაზე და ჩაცმის სტილზე, მაგრამ ყველაფერი შეიცვალა. სელენას ხმა ბევრად დაიხვეწა, როგორც მისი გემოვნება და მრავალ არა-დისნეის ფილმში მიიღო მონაწილეობა და კიდევ აპირებს სხვადასხვა ჟანრის ფილმები სცადოს. მან თავი ცეკვაშიც გამოსცადა და მას ეს ძალიან კარგად გამოსდის . მოდით გადავხედოთ მის კარიერულ ზრდას.

♦ამ ნაწილში სელენას სამსახიობო კარიერაზე ვისაუბრებთ♦
სელენა პირველად ეკრანზე გამოჩნდა 7 წლის ასაკში, საბავშვო სერიალში "ბარნი და მეგობრები".ამის შემდეგ სელენამ პატარა როლები შეასრულა რამოდენიმე ფილმში როგორიცაა "Spy Kids 3"და იმუშავა ჩაკ ნორისთან ერთდ.შემდეგ 12 წლის ასაკში ის დისნეის პოპულარულ სერიალებში პატარა ეპიზოდურ როლებს თამაშობდა.12 წლისას მას ჰქონდა პირველი კოცნა სერიალში " Suite Life Of Zack & Cody " , სადაც გრეისის როლს თამაშობდა, ასევე რამოდენიმე წლის შემდეგ სელენა ისევ ესტუმრა ამ სერიალს ოღონდ როგორც ჯადოქარი ალექს რუსო. შემდეგ მან " ჰანა მონტანას " რამოდენიმე ეპიზოდში მიიღო მონაწილეობა. ის თამაშობდა მიკაილას, ჰანას მტერს.ამის შემდეგ კი" მიეცით სანის შანსში " მან თავისი თავი ითამაშა.ამის შემდეგ კი სელენას 4000 მოწინააღმდეგეს მოუგო და 15 წლის ასაკში მიიღო მთავარი როლი დისნეის ახალ სერიალში " ჯადოქრები უეივერლიდან " სადაც ითამაშა ჯადოქრის, ალექს რუსოს როლი.ეს სერიალი დისნეის ყველაზე პოპულარული სერიალი გახდა და მიიღო 4 ემის ჯილდო. "ჯადოქრები უიეივერლიდანზე" გადაიღეს ფილმი , რომელმაც ძალიან დიდი წარმატება მოიტანა.

სელენამ ასევე გაახმოვანა რამოდენიმე ანიმაციური ფილმი როგორიცაა არტური,ჰორტონი და სასტუმრო ტრანსილვანია.

სელენამ 16 წლის ასაკში მიიღო მთავარი როლი ფილმში "კიდევ ერთი კონკიას ისტორია", შემდეგ მან ითამაშა ფილმში "პრინცესების დაცვის პროგრამა" თავის საუკეთესო მეგობრათან, დემი ლოვატოსთან ერთად.სელენამ 2010 წელს ითამაშა ფილმში " რამონა და ბიზუსი ", ხოლო 2011 " Leighton Mester "-თან ერთად ითამაშა ფილმში " მონტე კარლო " სადაც მან 2 როლი შეასრულა.

2013 წელს გამოვიდა " Wizards Of Waverly Place "-ის კიდებ ერთი ფილმი,
რომელმაც ასევე ძალიან დიდი პოპულარობა მოიპova

სელენამ წელს უკვე გამოუშვა მისთვის არაჩვეული ფილმი " Spring Breakers ". 30 აგვისტოს კი შედგება სელენას ახალი ფილმის " Getaway "-ს პრემიერა,რომელშიც მან "Ethan Hawke"-სთან ერთად ითამაშა

სელენა მომავალში გამოუშვებს კიდევ რამოდენიმე ფილმს რომლებზეც წელს იმუშავა როგორებიცაა " Behaving Badly ", " Ruderless " და სხვა. ასევე ის აპირებს კიდევ ბევრ ფილმში გადაღებას იმის შემდეგ რაც მსოფლიო ტურს დაამთავრებს.

No comments:

Post a Comment