Saturday, October 5, 2013

ვინ გადაიხადა ნახევარი მილიონი Kristen Stewart-ში?!

  


      ნახევარი მილიონი 15-წუთიანი შეხვედრის სანაცვლოდ - Kristen Stewart-ი 500 ათას დოლარად გაიყიდა - ოღონდ არ იფიქროთ, რომ მსახიობს ისე გაუჭირდა, უცნობ მამaკაცებს ფულის გამო ხვდებაო, “ბინდის” ვარსკლავი უბრალოდ საქველმოქმედო აქციაში ჩაერთო - მის მთავარ მიზანს ქარიშხალი ”სენდით” დაზარალებული ადამიანების დახმარება შეადგენს. ეს თანხა სწორედ იმ ადამიანებს გადაეცემათ, რომლებიც დღემდე იმკიან ბუნებრივი კატაკლიზმის შედეგებს.

Kristen-ის საქციელი პრესისათვის უცნობი დარჩებოდა, რომ არა Harvey Weinstein-ი, ტორონტოს კინოფესტივალზე, ერთ-ერთი სურათის პრემიერაზე Harvey-მ პირდაპირ სცენიდან განაცხადა, რომ თანხები უკვე ერთი წელია გროვდება - აქციის ფარგლებში კი 2012 წლის ბოლოსკენ კი ერთ-ერთმა მილიონერმა რომლის სახელიც არ ზუსტდება, Stewart-თან შეხვედრა ითხოვა.

Kristen-ისა და უცნობი მამაკაცის წარმომადგენლები საბოლოოდ ნახევარ მილიონ დოლარზე შეჯერდნენ. სხვათა შორის, Stewart-ი არც პირველია და არც უკანასკნელი იმ ვარსკალვთა სიაში, რომლებიც მსგავს პროექტებში იღებენ მონაწილეობას - მაგალითად, Pamela Anderson-ი ჰაიტიზე მომხდარი მიწისძვრით დაზარალებულების დასახმარებლად 42 კილომეტრიანი მარათონის გარბენას დათანხმდა.

No comments:

Post a Comment