Tuesday, July 30, 2013

ტრადიციები

ტრადიცია ისტორიულად ჩამოყალიბებული და თაობიდან თაობაზე გადაცემული ადათები და წესებია. ტრადიციების მქონე სოციალური ჯგუფები აყალიბებდნენ კულტურას.
საქართველოს კულტურა უძველესი დროიდან ტრადიციებითა და საკუთარი თავისებურებებით გამოირჩეოდა რითიც ქართველები თავს საუკეთესოებად მიიჩნევდნენ.

 ძველად გოგო რომ თხოვდებოდა მას თუ მზითებში ვეფხისტყაოსანს გაატანდნენ ეს ითვლებოდა რომ მდიდარი ოჯახიდან იყო. ქორწილი უმნიშვნელოვანესი დღეა თითოეული ადამიანის ცხოვრებაში. ქართული საქორწილო ცერემონიალი რამდენიმე საფეხურს ითვალისწინებდა. გარიგება, დაწინდვა ანუ დანიშვნა, საპატარძლოსთან გამოთხოვება და ქორწილი. იუმორი, სიცილი, სიმღერა და ცეკვა თამაში საქორწილო ცერემონიის აუცილებელი ატრიბუტია.

მარტივია ქართული სუფრის სტრუქტურა, მისი ელემენტებია ღვინო, პური, სადღეგრძელო და სიმღერა. ამ ოთხი ელემენტის ურთიერთმონაცვლეობა და ჰარმონიული შეხამება ქმნის ქართულ სუფრას.

ტრადიცია ეს არის ხანგრძლივი დროის განმავლობაში ჩამოყალიბებული ქცევის წესები. ზოგადად ტრადიცია ეს არის კულტურის ნაწილი და კულტურა არის გარემოსთან ადაპტაციის შედეგი. ძველათ სამოსიც კი ტრადიციული იყო ქართული ტრადიციული კაბა და ჩოხა წარმოადგენდა საქართველოს კულტურას.
ხშირად ტრადიცია ძველდება და თანამედროვეობას ვეღარ უწყობს ფეხს, ხდება მათი გაუფასურება უარეს შემთხვევაში გაქრობაც კი.
 

ჩვენ კი შევეცადოთ ზოგ ტრადიციას იუმორით შევხედოთ კარგი კი შევინარჩუნოთ რომ ჩვენს მომავალ თაობას გადავცეთ.


No comments:

Post a Comment