Friday, July 26, 2013

სერშ ბენსიმონი

სერშ ბენსიმონი 1962 წელს დაარსა კომპანია რომელიც აწარმოებდა ფეხსაცმელს კეტის სტილში, და დაარქვა ბენსიმონი. ეს ფეხსაცმელი დაბალი ფენის წარმომადგენლებისთვის შეიქმნა რადგან ის საკმაოდ იაფიანი კომფორტული და ამასთანავე საკმაოდ დახვეწილი დიზაინის იყო. ბენსიმონის კეტები არის 100% ნატურალური პროდუქტი დამზადებული ნაჭრისა და რეზინისაგან. ამ კეტებმა საკმაოდ დიდი პოპულარობა მოიპოვა და შექმნიდან 25 წელში გახდა ნივთი რომელიც ყველას გარდირობში უნდა ყოფილიყო იგივე მასტერნივთი.


ბენსიმონის პირველი მაღაზია ლემარაისში პარიზში 1986 წელს გაიხსნა მალე მთელი მსოფლიოში გაითქვა სახელი, ამერიკის შეერთებულ შტატებში ბენსიმონის მაღაზია საკმაოდ მდიდრულ სავაჭრო ცენტრშია განთავსებული. ბენსიმონი აცვიათ ყველგან სამსახურში, შეხვედრაზე ვარჯიშის დროსაც კი და ის მორგებულია ნებისმიერი ასაკის ადამიანზე.


ბენსიმონი სარგებლობს პოპულარობით იმიტომ რომ აქვს ძალიან კარგი ფორმა, ლამაზი, მისაღები ყველანაირ ტანსაცმელთან მიმართებაში. არ აქვს სქესი მამაკაცსაც აცვია და ქალსაც, არ აქვს ასაკი მარტო საქართველოში არა მთელ მსოფლიოში ძალიან პოპულარულია. თუ ბენსიმონი თავდაპირველად მხოლოდ ფეხსაცმელს უშვებდა ეხლა ეს ბრენდი პარფიუმერიას, ტანსაცმელს, აქსესუარებს და სხვა ნივთებსაც აწარმოებს. ეს კეტი ძალიან მრავალფეროვანია არსებობს ყველა ფერის და მოხატულობის, სხვადასხვა დიზაინისა და კლიმატისთვის განკუთვნილი ბენსიმონის ფეხსაცმელი არანაირი მნიშვნელობა არ აქვს სად მივდივართ ბენსიმონი ჩვენი ერთგული მეგზურია......

No comments:

Post a Comment