Sunday, November 3, 2013

სამოდელო ბიზნესი

  ბავშობაში ყველა გოგო ოცნებობს მოდელობაზე, თუმცა ასაკის მატებასთან ერთად ეს სურვილი უმეტესობას უქრება. მაგრამ არიან განსაკუთრებული ხიბლით დაჯილდოვებული გოგონები და ისინი მოქმედებას იწყებენ. მოდელობასთან დაკავშირებით არსებობს მცდარი წარმოდგენა, თითქოს ნებისმიერ გამხდარსა და ლამაზ გოგოს მოდელობა შეუძლია. სინამდვილეში ეს ასე არაა, მოდელობა ერთეულების ხვედრია და დიდ შრომას მოითხოვს.  
         მოდელობა არის ძალიან რთული პროფესია იმის გარდა, რომ მოდელი უნდა იყოს ლამაზი მასში უნდა იყოს კარგი ხასიათი, ეს აუცილებელია.  ერთი შეხედვით უბრალოდ პოდიუმზე დადიან. ბევრი ვერ ხვდება რა სირთულეა, თუმცა პოდიუმზე გავლა არც ისე ადვილია. დეფილეს ხანდახან წლობით სწავლობენ, მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმლით სიარული და წონასწორობის შენარჩუნება უმთავრესია. 90.60.90 ზე ეს პარამეტრები დაახლოებით 20 წელია დავიწყებას მიეცა. თუმცა სიმაღლე მოდელის აუცილებელ პირობად რჩება. მაგრამ მათ ვისაც სიმაღლე ხელს არ უწყობს ალტერნატივა მაინც არსებობს, შესაძლებელია თავი ფოტომოდელობაში სცადონ.
       მოდელმა აუცილებელია იცოდეს პოზირება, ეს არის ის ყველაზე მთავარი თემა. 99%- ი ფოტოგრაფებისა ფოტოსესიის დროს უწევთ პოზირება. იმისთვის რომ თქვენ მოდელი გახდეთ, ორი გზა არსებობს ან თქვენ ამისთვის ბავშობიდან იღწვით, ან თქვენ აღმოგაჩენენ.
     
           ცნობილი მოდელების საინტერესო ისტორიები და მაგალითები, როგორ დაიწყეს კარიერა ქალბატონებმა რომლებიც ახლა ამ საქმით მილიონებს შოულობენ.
        ნატალია გოდიანოვა ტოპ მოდელი, ბავშობაში ბოსტნეულის გამყიდველი იყო. ბაზარში ვოდიანოვა  ერთ-ერთი ცნობილი სამოდელო სააგენტოს ხელმძღვანელმა აღმოაჩინა. ამჟამად სუპერ მოდელი ბრიტანელი ლორდის ცოლია და 3 შვილი ჰყავს. დღემდე ერთ-ერთი მოთხოვნადი მოდელების რიცხვში შედის.
         ირინა შეიკი ლამაზმანი ეგზოტიკური გარეგნობით, 20 ყველაზე წარმატებული მოდელის რიცხვშია. თავის დროზე რუსეთის პროვინციაში ერთ-ერთი სილამაზის კონკურსში მონაწილეობისას დიდი ყურადგება მიიქცია. სწორედ მაშინ იპოვეს შეიკი და შესთავაზეს პროფესიონალური ფოტომოდელობა.
     ადრიანა ლიმა 13 წლის ასაკში შემთხვევით სურსათის მაღაზიაში შეამჩნიეს. დღეს ვიქტორია სეკრეტის ანგელოზი და ერთ-ერთი ყველაზე ანაზღაურებადი მოდელია.
   
     საქართველოში სამოდელო ბიზნესი ჯერ კიდევ განვითარების პროცესშია, თუმცა ამისთვის პირველი ნაბიჯები უკვე გადადგმულია. სააგენტოებო მოდელების მომზადებასა და ასევე უცხოეთის ბაზარზე თავის დამკვიდრებას უზრუნველყოფენ.

No comments:

Post a Comment