კლასიკური წითელი
ეს არის “შემომხედე-მე” ფერი, ან “მე-ვითხოვ-ყურადღებას”. ამ ფერის ტუჩსაცხი ისე მოქმედებს კაცებზე, როგორც ზვიგენზე სატყუარა მაშინ, თუ დაქალებთან ერთად ბარში ხარ და ვინმეს გაცნობა გინდა. სამაგიეროდ, თუ ქმართან ერთად სადმე სადილობ, მას აუცილებლად მოუწევს ეჭვიანობა მამაკაცთა მხრიდან შენს მიმართ გადამეტებული ყურადღების გამო. თუმცა კაცების უმეტესობა აცხადებს, რომ არ მოსწონთ წითელპომადიანი ქალების კოცნა, რადგანაც ბოლოს თვითონ კლოუნებს ემსგავსებიან :D
მკვეთრი ვარდისფერი ანუ Hot pink
მას არ აქვს წითელი ფერისათვის დამახასიათებელი კლასიკური რომანტიკა. სამაგიეროდ მკვეთრი ვარდისფერი უფრო ახალგაზრდულია, პანკურია, თავგადასავლების მოყვარულის და როკ-ვარსკვლავის ფერია. ეს კაცებს ანიშნებს რომ შენ არ გეშინია მისცე თავს გართობის უფლება
კანისფერი და მბზინავი
კაცებს არ მოსწონთ უფერო, მბზინავი ტუჩსახები. თუ შენ შენი კანისფერ ტუჩსაცხს ატარებ, ისინი ფიქრობენ, რომ შენ სიცივეში დიდ ხანს მოგიწია დგომამ და შენმა ტუჩებმა თავისი მომხიბვლელობა დაკარგა. “კანისფერი პომადა გლაზურმოსხმულ დონატს გავს” - აცხადებენ კაცები.
კაშკაშა სტაფილოსფერი
ამ ფერს ხალისი შემოაქვს და კაცების უმრავლესობა აღიარებს, რომ ასეთი ფერის პომადის დანახვისას მაშინვე ფანტას რეკლამა ახსენდება, “მეტი ფანტა, მეტი მხიარულება, გინდა ფანტა?” ასეთი გოგონები, მათი აზრით, ცოტა ფიცხები არიან, თუმცა მათ იციან მხიარულების ფასი. ასე რომ არ შეგეშინდეს მოსინჯო რაიმე განსხვავებული.
მეტალიკა
ეს უფრო თინეიჯერულია და თუ შენ “სექსი დიდ ქალაქში” ასაკში ხარ მაშინ შენ ეს არ გამოგადგება. ეს ბზინვარება ჯობია კლუბისთვის შემოინახო.
No comments:
Post a Comment