დღეს თავქარიანის სტუმარია ახალი ხმის მონაწილე და ბერას სტუდიის მომღერალი ლუკა ნოზაძე
- ცხოვრებაში ყველაზე მეტად მინდა რომ...ბედნიერი იყოს ყოველი ჩემთვის ახლობელი ადამიანი.
- ბავშობაში ყველაზე მეტად მინდოდა რომ... დედა გვერდით მყოლოდა და ასეც იყო.
- ის რის გარეშეც ცხოვრება არ წარმომიდგენია... მუსიკა, ზოგადად ხელოვნების გარეშე.
- ჩემი მეგობრები ჩემთვის... ჩემი ძალაა.
- მჯერა რომ... სიყვარული და რწმენა ყველა ადამიანში არსებობს.
- ყველაზე მეტად ადამიანში ვაფასებ... წარმოდგენის უნარს.
- ყველაზე მეტად მეშინია...ღამის კოშმარების.
- ბავშობაში მატყუებდნენ რომ... ჩემი სათამაშო ბეტმენი ღამით ცოცხლდებოდა.
- რაც არასდროს მითქვამს და თქვენთან ვიძახი... ასეთი რამე თუ არსებობს უმჯობესია ისევ ჩემთან დარჩენილიყო.
- არაფერი ფასობს ისე როგორც... ერთგულება.
- არ მჯერა რომ... არსებობენ ადამიანები ვისშიც სიყვარული და რწმენა არ არსებობს.
- ის რაც მაქვს და რისი დაკარგვისაც მეშინია ყველაზე მეტად... ეს არის დიდი და ერთიანი ოჯახი სადაც ვცხოვრობ.
- მინდა დამიმახსოვრონ, როგორც... ადამიანი რომელიც დროულად გამოჩნდა მის (მათ) ცხოვრებაში
მე მინდა დიდი მადლობა გადაგიხადო ლუკა რომ დამთანხმდი ინტერვიუზე. გისურვებ ბევრ წარმატებებს და რაც მთავარია კარიერულ წინსვლას.
No comments:
Post a Comment